Quantcast
Channel: Hotels in Tbilisi
Viewing all 117 articles
Browse latest View live

10 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

$
0
0

10 ევროიანი ფასდაკლების პრომოკოდები მათთვის ვინც დარეგისტრირდა და ჯერ არ უსარგებლია Airbnb-ის აპარტამენტების დაქირავების სერვისით (ვინც არ ხართ რეგისტრირებული გაეცანით ჩემს პოსტრს რა არის Airbnb?).

მაგალითად ავიღოთ ბერლინი, თუნდაც იმიტომ, რომ იქ ქუთაისიდან 15-25 ევროდ დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair.

Berlin Apartment

ბერლინში აპარტამენტის შერჩევის შემდეგ გადავდივართ დაჯავშნის პროცესზე და ბინის ფასისა და საკომისიო თანხის ქვევით კუპონის ბმულზე ხელის დაჭერის შემდეგ შეგვყავს პრომოკოდი BERLIN2016 შემდეგ apply (დათანდხმება) და სისტემა საერთო თანხას ავტომატურად გამოაკლებს 10 ევროს, ანუ 11 დოლარს.

airbnb-coupon

პრომოკოდები კონკრეტული ქალაქებისთვის:

AMSTERDAM2016
BARCELONE2016
BERLIN2016
BRUXELLES2016
BUDAPEST2016
COPENHAGUE2016
DUBLIN2016
FLORENCE2016
ISTANBUL2016
LISBONNE2016
LONDRES2016
MADRID2016
MILAN2016
MOSCOU2016
NYC2016
POLOGNE2016
PRAGUE2016
ROME2016
STOCKHOLM2016
SF2016
VIENNE2016

კონკრეტული ქალაქის პრომოკოდი მოქმედებს დაახლოებით 100 კილომეტრიან რადიუსზე, ქალქის მიმდებარე სოფლებზეც.

ასევე არის ისეთი პრომოკოდები, რომლებიც მუშაობენ მთელს რეგიონზე, მაგალითად: ევროპა+ბელორუსი+უკრაინა:

POLOGNE2016
CROATIE2016

ასევეა რამდენიმე ქვეყნის პრომოკოდი:

ESPAGNE2016
PORTUGAL2016
NORVEGE2016
SICILE2016
MALTE2016
SARDAIGNE2016
MAROC2016

თუ თქვენ არ ხართ Airbnb-ის მომხმარებელი შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემი გვერდიდან. ეს იმით არის კარგი, რომ თქვენ მიიღებთ 20 აშშ დოლარის ბონუსს და პირველი ჯავშნის განხორციელების დროს ბინის საერთო ღირებულებას ავტომატურად გამოაკლდება 20 დოლარი. რეგისტრაციის დროს არ დაგჭირდებათ დიდი ფორმის შევსება, შეგიძლიათ პირდაპირ ფეისბუკის ან გუგლის ექაუნთის გამოყენებით შეხვიდეთ: www.airbnb.com/c/kmchedlidze

airbnb

და თუ ეს რთულად მოგეჩვენებათ იაფი სასტუმროოები ეძებეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელში: Great hotels in the city Berlin

იმოგზაურეთ იაფად და ფასდაკლებით 🙂

აპარტამენტი ბერლინში


როგორ გავფრინდეთ ესპანეთში იაფად

$
0
0

ბარსელონა

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ესპანეთის მიმართულებით. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ტრანზიტული ავიაბილეთები არ აქვთ. ანუ, “ვიზეარი” შეიძლება დაფრინავდეს ესპანეთში, მაგრამ ქუთაისიდან ესპანეთის რეისებზე მოხვედრა დამატებით ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად განვიხილოთ ქუთაისიდან ბუდაპეშტში ფრენა 13 დეკემბერს.

kutaisi-budapest

ბუდაპეშტიდან ბარსელონაში გადაფრენა კი შესაძლებელია მხოლოდ 14 დეკემბერს.

budapest-barselona

ხშირად რეისებს შორის 2-3 დღიანი ინტერველიცაა და ამ ხნის მანძილზე საჭიროა შუალედურ ქალაქში, ამ შემთხვევაში ბუდაპეშტში დაბინავება, ტრანსპორტის და კვების ხარჯების გაწევა, რაც დაბალფასიან ავიაფრენას ძვირ სიამოვნებად აქცევს.

მაშ, როგორ გავფრინდეთ ესპანეთში იაფად?

აღმოჩნდა, რომ “ტრანზიტული” (თვითმფრინავიდან თვითმფრინავზე გადაჯდომა 2-3 საათიანი ინტერვალით) მგზავრობა დაბალფასიანი ავიაკომპანიების მეშვეობითაც შეიძლება. ამგვარი მგზავრობის დაგეგმვის საშულებას იძლევა ერთი ჩეხური ვებსაიტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე: azair.cz

azair.cz

ამ საიტზე განხორციელებული ძებნის შედეგების მიხედვით 13 დეკემბერს ბარსელონაში გადაფრენა მილანის გავლით $49 დოლარი ღირს. ამავე საიტზე ნახავთ სხვა შემოთავაზებებსაც, რომელთა ფასი 50-60 დოლარის ფარგლებშია. პირველი ვარიანტის მიხედვით მილანის აეროპორტში ყოფნა 2:20 საათი მოგიწევთ, რაც სრულიად საკმარისია Wizzair-ის თვითმფრინავიდან ჩამოსავლელად, სასაზღვრო კონტროლის გასავლელად (შენგენის ზონაში შესვლა) და შემდეგ უკვე Easyjet-ის თვითმფრინავში ჩასასხდომად.

აღნიშნული სისტემა არა მხოლოდ ბარსელონაში მოგზაურობის მსურველებს დაეხმარება. azair.cz-ის მეშვეობით შეგიძლიათ იაფი ფრენები დაგეგმოთ 143 ქვეყნის 1018 აეროპორტის მიმართულებით.

azair-map

დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდებათ იაფფასიანი სასტუმროს ან აპარტამენტის შერჩევა. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

ქუთაისის აეროპორტი

ვიდეოგასეირნება იას ქუჩებში

სანტორინი ფირზე

$
0
0

სანტორინიზე მოგზაურობისას თან მქონდა ჩემი პირველი ფოტოაპარატი Смена-8М. ფირზე საინტერესო ფოტოები გამოვიდა 🙂

f3460026-1 f3460019-1 f3460007-1 f3460014-1 f3460018-1 f3460032-1 f3460006-1

 

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

$
0
0

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით.

“ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ამ ავიაკომპანიის რეისებით. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.

ვიზეარის ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულება რეისის დღეები დაწყების თარიღი ფასები***
სოფია სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ლარნაკა სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ბერლინი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 24.99 ევრო
დორტმუნდი ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მილანი მალპენსა ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მემინგენი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 19.99 ევრო
სალონიკი სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 14.99 ევრო

Wizzair in Kutaisi

განრიგი არ არის საბოლოო და ფრენების სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება

სალონიკი – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში 3-ჯერ იფრენს. არსებულ დღეებს ემატება ოთხშაბათის ფრენა. გასათვალისწინებელია, რომ 1 ნოემბრიდან საღამოს ფრენა შეიცვლება დილის ფრენით, 05:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

ლარნაკა (კვიპროსი) – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება მესამე (ხუთშაბათის) რეისი. ფრენები არ შედგება 24 და 31 დეკემბერს. 1 ნოემბრიდან იცვლება განრიგიც – 12:30 ნაცვლად ფრენა განხორციელდება, 18:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

სოფია – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში სამი რეისი განხორციელდება. არსებულ განრიგს ემატება ხუთშაბათის ფრენა (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი); ამასთანავე, 1 ნოემბრიდან დილის ფრენა შეიცვლება შუადღის ფრენით 12:35 სთ-ზე ქუთაისიდან;

ვარშავა – 1 ნოემბრიდან მხოლოდ 1 რეისი განხორციელდება შაბათობით, დილის 06:40 სთ-ზე ქუთაისიდან (1 ნოემბრამდე იფრენს ოთხშაბათს და კვირას); 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება სამშაბათის რეისიც, რომელიც ისევ განახლდება 28 მარტიდან და რეისები განხორციელდება სამშაბათობით და შაბათობით, ოღონდ უკვე საღამოს საათებში, 21:55 სთ-ზე; 20 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დაემატება ხუთშაბათის ფრენაცმ 3 რეისი კვირაში, 21:55 სთ-ზე ქუთაისიდან;

კატოვიცე – ზამთრის პერიოდში, 1 ნოემბრიდან მარტის ბოლომდე არ იფრენს. 26 მარტიდან რეისები აღდგება განახლებული განრიგით ოთხშაბათს და კვირას (ნაცვლად სამშაბათისა და შაბათისა)  – 04:25 სთ-ზე ქუთაისიდან.

***ცვლილებები მოსალოდნელია მომავალშიც.

Wizzair

თუ როგორ უნდა შეიძინოთ და ისარგებლოთ “ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაბილეთებით აღწერილი მაქვს პოსტში სათაურით: სად “გვატყუებს” WizzAir-ი

იაფი ავიაბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

30 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

$
0
0

შობა ახლოვდება და საჩუქრების დარიგების დროც დგება 🙂 რა უნდა იყოს ხეტიალის მოყვარულთათვის მოგზაურობის დაფინანსებაზე კარგი საჩუქარი? მოკლედ, Airbnb-მ თქვენი წახალისების საშუალება მომცა.

30 ევროს სამოგზაურო კრედიტს მიიღებს ყველა ვინც ჩემი გვერდიდან, აქედან დარეგისტრრდება 🙂

ეს იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პირველი ჯავშნის განხორციელების დროს ბინის საერთო ღირებულებას ავტომატურად გამოაკლდება 30 ევრო (ბოლო დროს ეს თანხა მხოლოდ 20 დოლარს შეადგენდა). რეგისტრაციის დროს არ დაგჭირდებათ დიდი ფორმის შევსება, შეგიძლიათ სისტემაში პირდაპირ ფეისბუკის ან გუგლის ექაუნთის გამოყენებით შეხვიდეთ.

რა არის Airbnb? – ეს ალბათ ბევრმა უკვე იცის. მაინც, ეს არის სასტუმროების ალტერნატიული საცხოვრებლების, აპარტამენტების, ბინების, ციხესიმაგრეების, ვილების, შატოების, იახტების თუ უბრალოდ ოთახების დაჯავშნის სერვისი. სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი მოგზაურის სეცდომაში შეყვანის რისკი. ყველაფერი ეს აღწერილი მაქვს წინა პოსტებში.

აღმაშენებლის გამზირი 2

$
0
0

დავით აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სხვებთან ერთად მეც დავათვალიერე “ახალი ტფილისის” ახლადგახსნილი საფეხმავლო ნაწილი და ვიდეოც გადავიღე.

25 ევროდ ათენში

$
0
0

როგორც ადრე იტყოდნენ, “მრავალრიცხოვან მაყურებელთა თხოვნით გთავაზობთ…” 🙂 ანუ ვაგრძელებთ თემას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალფასიანი ავიარეისების მომრავლებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა კითხვების რაოდენობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ იაფი ავიაბილეთი. ყველა საიდუმლო აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში – სად “გვატყუებს” WizzAir-ი 

ათენი ის ადგილია სადაც მოგზაურობა არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა ე.წ. არასეზონზე. მე, მაგალითად, ათენს ნოემბერში ვესტუმრე. მაშინ, როცა ჩვენთან თითქმის ყინავდა, საბერძნეთის დედაქალაქში გვარიანი სითბო იყო.

როგორ მოვხვდეთ ათენში ყველაზე იაფად, მიუხედავად იმისა, რომ “ვიზეარი” მხოლოდ ქუთაისიდან სალონიკში დაფრინავს? მოგზაურობის ორგანიზება იწყება ავიაბილეთების შეძენით. ქუთაისიდან სალონიკამდე ფრენა 10 ევრო ღირს, უფრო ზუსტად 25 ლარი.

kutaisi-thessaloniki-25-lari

ასევე წინასწარ უნდა შეიძინოთ ბილეთი სალონიკიდან ათენამდე, ამჯერად Ryanair-ის ავიაკომპანიისგან, რომელიც სალონიკიდან ათენში თითქმის ყოველ ნახევარ საათში დაფრინავს. ბილეთის ღირებულება 15 ევროდან იწყება.

thessaloniki-athens-15-euro

მე “ვიზეარის” თვითმფრინავიდან გამოსასვლელად, სასაზღვრო კონტროლის გასავლელად და “რაინეარის” თვითმფრინავზე რეგისტრაციისთვის 3 საათიანი შუალედი გავთვალე, შევცდი, თუმცა დიდი ხნის ლოდინმაც არ მოგვიწია. 2 საათი სრულიად საკმარისი იქნება ყველა პროცედურის აუღელვებლად გასავლელად.

იაფი ავიაკომპანიების რეისების ერთმანეთთან დაკავშირება გაგიადვილდებათ ჩემი სპეციალური პოსტის წაკითხვის შემდეგ: როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

ქუთაისიდან ჩაფრენილი “ვიზეარის” ხომალდი სალონიკის აეროპორტში.

სალონიკის აეროპორტში 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ Ryanair-ის თვითმფრინავით 45 წუთში საბერძნეთის დედაქალაქში ათენში აღმოჩნდებით.

ორივე ავიაკომპანიაში ზურგჩანთები უფასოა. ვიზეარზე 23 კილოგრამიანი “ჩემოდანი” 30 ევრო ღირს, ხოლო რაინეარზე 15 კილოგრამიანი ჩემოდანი 15 ევრო. ჩვენი ბარგი 18 კილოგრამზე მეტი აღმოჩნდა და ბარგი იქვე ზურგჩანთებში გადავანაწილეთ. უფრო დიდი მოცულობის ბარგის შეძენაც შეგიძლიათ თუ მოგზაურობისას თან მიგქვთ მთელი გარდერობი 🙂

“რაინეარის” ხომალდი სალონიკში

უფასო ზურგჩანთებით თვითმფრინავში შეიძლება შეიტანოთ, აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლი გაიაროთ მშრალი საკვებით. უსაფრთხოების გავლისას მთავარ პრობლემას წყალი და სხვა სითხე წარმოადგენს. გაიარეთ კონტროლი და შემდეგ აეროპორტის კაფეში შეიძინეთ წყალი იმდენი რამდენიც გინდათ. თუ ვერ მოახერხეთ, ბორტზე შეძენილი წყლითა და საკვებითაც არ “გაიწეწებით”.

ამის შემდეგ კიდევ 6 ევრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ აეროპორტიდან ათენის ცენტრში მოხვდეთ, ზუსტად ამდენი ღირს ავტობუსის ბილეთი, რომელიც პირდაპირ საბერძნეთის პარლამენტის წინ მიგიყვანთ.

იმისთვის, რომ ათენში დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა განახორციელოთ საკმარისი არ არის მხოლოდ ავიაბილეთების შეძენა, აუცილებლად დაგჭირდებათ იაფი სასტუმრო ან აპარტამენტები.

თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ, ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.


რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

$
0
0

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი.

თუ რა არის Airbnb, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და მიიღოთ სამოგზაურო 30 ევრო საჩუქრად და თქვენ თავადაც ჩაერთოთ ამ ბიზნესში, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

მოკლედ, ათენის ცენტრში 4 ადამიანის დასაბინავებლად ხალხი ჰოსტელის “კოიკებზე” ხარჯავს 45 დოლარს, Airbnb-მ კი ამ თანხის სანაცვლოდ ორ ოთახიანი ბინა შემომთავაზა, უმშვენიერესი ინტერიერითა და აივნით.

ბინის Quiet spot 10` from Acropolis & historical center მეპატრონეა (ჰოსტი) ახალგაზრდა ქალი ათინა, რომელსაც სტუმრების მაღალხარისხიანი მასპინძლობის გამო მინიჭებული აქვს “სუპერჰოსტის” სტატუსი. მის სახლში მართლაც ყველაფერი სუპერდონეზე იყო. მართალია მეტროსთან შეხვედრა ცოტა დააგვიანა, მაგრამ აუჩქარებელი ბერძნებისთვის, ისევე როგორც ჩვენებურებისთვის, დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავია. სამაგიეროდ ბინაში ტკბილეული დაგვახვედრა.

მაგრამ მისაღები ოთახის გარდა “სასუსნავი” აღმოვაჩინე სამზარეულოშიც: კროასანები, ორხობილები, ვაშლი, ბროწეული, მსხალი, მურაბები, კარაქები, “ნუტელა”, ღვინო და წვენები.

ასევე, სხვადასხვა სახეობის ჩაი და სამი სახეობის ყავა, ნალექიანი (ბერძნული), ფილტრით დასაყენებელი ყავა და ავტომატიდან ჩამოსასხმელი. და რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთები.

სამზარეულოში კარგად დანაყრების შემდეგ საძინებელს მივაშურეთ.

მეორე საძინებლად გამოდგება ძირითადი ოთახი, რომელშიც დგას გასაშლელი, ორადგილიანი ტახტი. კარგი ვარიატია ბავშვებიანი ოჯახის, ან სამი სრულწლოვანი ადამიანის დასაბინავებლად.

და ბოლოს აბაზანა-ტუალეტი.

აპარტამენტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სუპერმარკეტი და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები.

ამ იაფი და კომფორტული ბინის ხელსაყრელი მდებარეობის თვალსაჩინოებისთვის იხ. რუკა. მასზე კარგად ჩანს, რომ აკროპოლისის მუზეუმთან მისასვლელად თუ თავად აკროპოლისის სანახავად ტრანსპორტი არ დაგჭირდებათ. იქვეა კაფე-რესტორნების ქუჩა და სხვა გასართობი საშუალებებიც.

ის თუ როგორ უნდა მოხვდეთ საქართველოდან ათენში მინიმალურ ფასად აღწერილი მაქვს პოსტში: 25 ევროდ ათენში

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

$
0
0

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”).

რესტორანი საბჭოთა სასადილოს მოგაგონებთ, მაგრამ მხოლოდ ინტერიერით და მომსახურების პრინციპით. კერძები კი სიიაფის მიუხედავად უახლესი პროდუქტებისგანაა დამზადებული და ძალიან გემრიელია. სწორედ ამიტომ იქ თითქმის ყოველთვის გრძელი რიგი დგას.

მენიუ დიდი აბრების სახით შესასვლელშივეა გამოკრული. მისი გადაღება მხოლოდ გვიან საღამოს შევძელი, როდესაც რესტორანი დაცარიელდა.

აქ თავდაპირველად დავაგრემოვნე გემრიელი პოლონური სუპი “ჟურეკი” (ძეხვით, კვერცხითა და კარტოფილით) – ფასი 4.5 ზლოტი, ანუ 3 ლარი.

რესტორნის მრავალფეროვან მენიუში ყველაზე ძვირიანი კერძი 16.50 ზლოტი, შესაბამისად 11 ლარი ღირს. შემდეგ ფოტოზე ორი ადამიანისთვის განკუთვნილ საკვებში 24 ლარი გადავიხადე.

ეს სასადილოს ტიპის დაწესებულება, რომელსაც რძის ბარი ჰქვია, იმითაც არის კარგი, რომ არ გიწევს კერძების ლოდინი და თუ რიგი არ შეგაწუხებს პირდაპირ მიიღებთ მენიუში ამორჩეულ, ახლადმომზადებულ, ცხელ-ცხელ კერძებს.

ერთად-ერთი რაც შეიძლება ყველაზე შემაწუხებლად გამოიყურებოდეს არის “ბომჟებთან” შეხვედრის ალბათობა, რომლებიც იაფ საკვებს და ნარჩენებს ეტანებიან. ასევე სასადილოში არ არის ალკოჰოლური სასმელები და დროსსატარებლად არ გამოდგება, თუმცა კი საღამოს ამ ყვავილებიან ფანჯარასთან ჩამოჯდომა მაინც შეიძლება.

სასადილოს სიიაფის მთავარი საიდუმლო სამთავრობო სუბსიდირებაშია. პოლონეთის მთავრობა მსგავს ხელმისაწვდომ რესტორნებს რამდენიმე დიდ ქალაქში აფინანსებს.

Bar Mleczny “Pod Temidą” – რძის ბარის პოვნა იოლია -კრაკოვში ცენტრალური “ბაზრის მოედნიდან” უნდა გაუყვეთ იმ ქუჩას როემლზეც მდებარეობს ქართული რესტორანი, ცოტა მოშორებით კი ამ იაფფასიან სასადილოსაც წააწყდებით.

თუ კრაკოვში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დაბალფასიანი სასტუმროებიც მოიძიოთ hotelscombined.com

hotelscombined-krakow

ან კიდევ შეგიძლიათ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ აპარტამენტი 30 ევროს ფასდაკლებით.

airbnb-krakow

Wizz Air: ქუთაისი –ლონდონი

$
0
0

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს 16 თებერვლიდან ავიაბილეთების შეძენის საშუალება ექნებათ ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

ლონდონის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

$
0
0

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით.

თითქოს ყველა კმაყოფილი იყო, როგორც მგზავრები ასევე ტაქსისტები, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მოსვენებას არ აძლევდა სატაქსო ბიზნესში არსებული „იდილია“. რა თქმა უნდა, ესენი მთავრობის წარმომადგენლები არიან.

თბილისის მერიის ინიციატივები

თითქმის ორი წელია თბილისის მერიაში ტაქსების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყეს. ამ საკითხებზე 2017 წლის 17 იანვარს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც იმსჯელეს, რომელსაც ესწრებოდნენ ექსპერტები ნიუი-ორკიდან და ჩიკაგოდან. მათ თბილისის მერიის წარმომადგენლებს საცობებთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ თბილისში საცობების ყველაზე დიდი მიზეზი ტაქსებია. აშშ-დან მოწვეულმა ტრანსპორტის სპეციალისტმა, რიჩარდ კრისმა (ყურაშვილი) აღნიშნა, რომ თბილისში ხერგილების (საცობების) ძირითადი წყაროა ის, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს, „ტაქსაობა“ შეუძლია. ეს კი მისი აზრით არასწორია. ამერიკელი ექსპერტის თქმით, აუცილებელია სფეროს დარეგულირება.

„გასაგებია, რომ ხალხმა გაჭირვების გამო შეიცვალა პროფესია და ტაქსებს მართავენ, მაგრამ ასეთი ქაოსი არ შეიძლება – ყველაფერი უნდა ჩამოყალიბდეს და შეიცვალოს, მათ შორის სტანდარტები და წესები, დაწყებული მანქანის რეგისტრაციიდან, დამთავრებული მართვის მოწმობით“, – ამბობს კრისი.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. იგი საკმაოდ საინტერესოდ მიიჩნევს მოწვეული ექსპერტების გამოცდილებას და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას აქვს ტაქსების რეგულირების რამდენიმე პროექტი, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

„ჩვენთან ტაქსების ბაზარი არ რეგულირდება და არანაირი კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს, რაც არის პრობლემატური რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარ პრობლემას წარმოადგენს მგზავრთა უსაფრთხოება და ურბანული მობილობის რიგი საკითხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს თბილისში ტაქსების ბაზარი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია. შემდეგ გვინდა, რომ ეს მასალა წარვუდგინოთ საზოგადებას. ამიტომ, ვფიქრობთ, ამერიკელი ექსპერტების გამოცდილება ამ კუთხით საინტერესო იქნება“, – მიაჩნია ლექვინაძეს.

კონფერენციაზე მოწვეული ამერიკელი ექსპერტები ძირითადად საუბრობდნენ ნიუ-იორკის ტაქსების სისტემის გამოცდილებაზე, რომელიც ყველაზე რეგულირებადი სისტემაა მთელ შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში იმისთვის, რომ ავტომობილის მფლობელმა „უბერის“ სისტემის მეშვეობით მგზავრი გადაიყვანოს, უამრავი ლიცენზია და ნებართვა უნდა აიღოს და რა თქმა უნდა, არცთუ მცირე მოსაკრებლები გადაიხადოს. ამერიკის სხვა შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, „ტაქსაობისთვის“ საჭიროა მხოლოდ მართვის მოწმობა და ავტომობილი.

ნიუ-იორკში ტაქსების ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციების გამო, ბუნებრივია სერვისი გაძვირდა, რასაც იქაური მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, ეს თავად თბილისში მოწვეულმა ექსპერტებმაც აღიარეს. როგორც ფერნანდო მათეომ აღნიშნა, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ყველა მაინც შეეჩვია დაწესებულ რეგულაციას. ეს თუ ცხოვრების მაღალი დონით გამორჩეულ ნიუ-იორკში მოხერხდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს თბილისშიც. აქ მოსახლეობას უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებს, რომელთა საწყისი უმუშევრობა და მწირი შემოსავლებია. სწორედ ამ მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ბევრ მოქალაქეს, როგორც მგზავრებს, ასევე მძღოლებს, არარეგულირებადი ტაქსების ბიზნესი.

როგორ აპირებს თბილისის მერია ტაქსების რეგულირებას, დღემდე გაურკვეველი რჩება. იდეის დაბადების ეტაპზე განიხილებოდა როგორც მემკვიდრეობითი ლიცენზირება ასევე ე.წ. რეგისტრაცია. უფრო მოგვიანებით აქცენტი გაკეთდა რეგისტრაციაზე, მაგრამ რას ნიშნავს ეს და რა საკანონმდებლო ბაზის მიხედვით უნდა მოხდეს ტაქსების აღრიცხვა, ძნელი სათქმელია.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით: „ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. შესაბამისად, განვიხილეთ მექანიზმები თუ როგორ შეიძლება აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული რამე დანახარჯებთან და არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნაწილი იყოს პრიორიტეტული“.

მერის მოადგილის განმარტებით, ძირითადი რასაც ტაქსების რეგულირების დოკუმენტი დაეყრდნობა, უსაფრთხოების პრინციპები იქნება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

უსაფრთხოების ნაწილი, თავის მხრივ, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც მის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლიობას მოიცავს, და მძღოლის უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმ მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას, რომელიც ადასტურებს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის შესაძლებლობას უსაფრთხოდ გადაადგილდეს როგორც ჩამოსულ ტურისტთან, ისე ადგილობრივ მოქალაქესთან ერთად.

ცვლილებები მოიცავს ოთხ ეტაპს. როგორც თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, ახალი რეგულაციები ეტაპობრივად განხორციელდება და სექტორში დასაქმებულებს მინიმალური დანახარჯებით მომზადების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა.

აღწერილი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში გაურკვეველი რჩება როგორ გამოვლინდება, ან როგორ და რა ფორმით დაისჯებიან, ვთქვათ, რუსთავიდან ან გორიდან ჩამოსული ტაქსისტები, რომლებზეც ბუნებრივია თბილისის მერიის მოთხოვნები არ გავრცელდება.

აქვე გასათვალისწინებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ფაქტორი, რომელიც ტაქსით მომსახურების ბიზნესის წამოწყებას ავტომობილის ყველა მფლობელს აძლევს. ასეთია მაგალითად „უბერი“.

“უბერი” და რეგულაციები

„უბერის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ტაქსის გამოძახების სერვისი, ან ამავე აპლიკაციის გამოყენებით „ტაქსაობა“ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება და ახლო მომავალში არაფერია გამორიცხული.

„უბერის“ გამოჩენას ბევრ ტრადიციულ ქვეყანაში უამრავი წინააღმდეგობები ახლდა. წლების წინ, საქმე ზოგან ფიზიკურ დაპირისპირებამდე და დარბევებამდეც კი მივიდა, მაგალითად, საფრანგეთში. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყველა დაბრკოლების, ფიზიკურისა და საკანონმდებლო წინააღმდეგობის გადალახვა მაინც შეძლო. მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ როგორ მოხდა ეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.

„უბერი“ ახალდარეგისტრირებულ მომხმარებელს 10 ევროს სამგზავრო ბონუსს აძლევს, ანუ ამ თანხით შეგიძლიათ პირველი მგზავრობა ისე განახორციელოთ, რომ თქვენი ჯიბიდან არაფერი გადაიხადოთ (გამოიყენეთ პრომოკოდი: kakham11ue ). სწორედ ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადავწყვიტე ათენში და გამთენიისას სასტუმროდან აეროპორტის ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად „უბერის“ აპლიკაციით ტაქსი გამოვიძახე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თუ ამ მანძილის გასავლელად ტრადიციული ტაქსი, რომლის გაჩერება ქუჩაში შემეძლო, 10 ევროს და მეტს მოითხოვდა, “უბერმა” 4 ევრო გადამახდევინა, და ისიც სისტემის მიერ ნაჩუქარი 10 ევროდან ჩამომაჭრა. დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილზე წინასწარ ცნობილი ახალთახალი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მოვიდა და სანამ ჩავსხდებოდით, მძღოლმა ერთ ოფიციალურ ფურცელზე ხელმოწერა მთხოვა. მეგობრულად მითხრა, ეს იმ შემთხვევაში არის საჭირო, თუ პოლიცია გაგვაჩერებს, აქ ჩაწერილ თანხას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ფასი უცვლელი რჩებაო. მცირედი დაეჭვების შემდეგ ხელი მაინც მოვაწერე, რადგან „უბერის“ სისტემა მომხმარებლის უფლებების დაცვის უამრავ მექანიზმს მაძლევს და დამატებით თანხასაც ვერავინ გადამახდევინებდა. ავტომობილის მფლობელმა ამიხსნა, რომ უბერის მძღოლებს ადგილობრივი ტაქსისტები და პოლიცია არ სწყალობს და რომ თავს ამ ოფიციალური ფურცლით იცავენ.

ხელშეკრულების გაცნობისას აღმოჩნდა, რომ მე ოფიციალურად ავტომობილი მძღოლით 8 საათით დავიქირავე და ამაში 83 ევრო გადავიხადე. კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვით ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო 7 საათს შეადგენს. ეს არის მექანიზმი, რომელიც ბერძენმა კანონმდებლებმა ადგილობრივი „ტაქსისტების“ „დაცვის“ მოტივით დააკანონეს. მაგრამ იმისთვის, რომ ავტომობილის მფლობელმა რიგითმა ბერძნებმა ტაქსაობა შეძლონ, აფორმებენ ხელშეკრულებებს, რომლის მეშვეობითაც სისტემის მოტყუებას ახერხებენ. რჩება თუ არა ამით მოგებული სახელმწიფო და ტრადიციული ტაქსები, ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს. მაშ რა აზრი აქვს ისეთი რეგულაციების დაწესებას, რომელთა გვერდის ავლა ერთი ფარატინა ქაღალდით შეიძლება?

“იანდექს ტაქსი” და კონკურენცია

საქართველოში „იანდექს ტაქსის“ გამოჩენას თან ახლდა კრიტიკა პოლიტიკური არგუმენტების თანხლებით. როგორც ცნობილია, ის რუსული კომპანიაა და მობილურ აპლიკაციაში გამოყენებულ რუკებზე საქართველოს კონფლიქტური რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დატანილია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

„იანდექსმა“ ეს პრობლემა თავისებურად გადაწყვიტა და საქართველოდან მის სისტემაში შესულ მომხმარებლებს საქართველოს საზღვრებს მთლიანს და ერთიანს აჩვენებს. „იანდექს ტაქსი“ მუშაობს „უბერის“ მსგავსი პრინციპით. ის წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ტაქსისტებს აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მგზავრებით უზრუნველყოფს, ხოლო მგზავრებს ტაქსის სწრაფად გამოძახებისა და იაფად მგზავრობის საშუალებას აძლევს, თავად კი საკომისიო პროცენტებით დიდ მოგებას იღებს. ამჟამად „იანდექს ტაქსისთან“ საქართველოში 33-მდე ტაქსის კომპანია თანამშრომლობს და მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით 1 კილომეტრი 30 თეთრად გაიაროს. ამგვარმა ფასმა კიდევ უფრო გაზარდა კონკურენციის სიმწვავე და „იანდექს ტაქსის“ კრიტიკა პოლიტიკურიდან ეკონომიკურ ჭრილში გადავიდა.

ასეთი კრიტიკა 17 იანვარს „დამსაქმებელთა ასოციაციაში“ გამართულ კონფერენციაზე ტაქსების ერთერთი კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან გაისმა. მან რუსული კომპანიის მიერ დაწესებული დაბალი ფასები გააპროტესტა და განაცხადა, რომ „იანდექს ტაქსი“ მიუღებელი ფორმებით ცდილობს მათ დასუსტებასა და ბაზარზე მონოპოლიას. როგორც კონფერენციაზე გამომსვლელმა აღნიშნა, ფასების შემცირების გამო სამსახურიდან თანამშრომელთა დიდი ნაწილის გაშვება მოუწია, ხოლო „იანდექს ტაქსმა“ ამ ფორმით მისი კომპანიის მძღოლების უმეტესობა გადაიბირა. მსგავსი საჩივრები ახასიათებს ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებმაც კონკურენციას ალღო ვერ აუღეს და სახელმწიფოსგან მფარველობას მოითხოვენ სხვადასხვა პრობლემების მომიზეზებით. მათზე რეაგირება კი უსათუოდ იწვევს ნიუ-იორკის მსგავსად, მომსახურების გაძვირებას, ან იმას, რაც მაგალითად ათენში ხდება: შეზღუდული ბიზნესი საქმიანობას ჩრდილში გადანაცვლებით და სახელმწიფოს მოტყუებით აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებით გაძვირება გარდაუვალი იქნება, მომხმარებელთა ნაწილი მას მაინც ემხრობა. მთავარი არგუმენტია ის, რომ სახელმწიფო მათზე უნდა ზრუნავდეს. სოციალურ ქსელებში ხშირად გადაეყრებით კომენტარებს, რომ მგზავრი გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც ქუჩაში ტაქსს გააჩერებს – ავტომობილი სუფთა და მძღოლი თავაზიანი უნდა შეხვდეს. ასეთი მოსაზრებების ავტორები ითხოვენ, რომ მათ არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, თუ რომელი ტაქსია უკეთესი, რომელი გააჩერონ და რომელი არა.

თანამედროვე ტექნოლოგიები აქაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად „უბერის“ ტაქსის მგზავრი შეფასებას აძლევს, როგორც მძღოლს, ასევე ავტომობილს. ამ შეფასებებით დგება მძღოლის რეიტინგი, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს. თავად მობილური აპლიკაციაც აფასებს მძღოლის პროფესიონალიზმს „ჯი-პი-ეს“ სისტემის გამოყენებით. არის ფუნქცია, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს კონკრეტული მძღოლი დაბლოკოს და მომავალში მათი შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება.

მიუხედავად ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებისა და მრავალფეროვანი ტექნოლოგიებისა, რომლებიც შედეგად მოიტანა გამძაფრებულმა კონკურენციამ, მოქალაქეთა ნაწილი, ისინი, ვინც რეგულაციებს ემხრობიან, უარს ამბობენ არჩევანის უფლების გამოყენებაზე, ანდა ვერ ახერხებენ ხარისხიან და უხარისხო, იაფ და ძვირ ტაქსებს შორის არჩევანის გაკეთებას. თუმცა კი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე თამამად ირჩევენ იმათ, ვინც ქვეყნას ხან უხარისხოდ, ხანაც კი უკუღმა მართავს.

ჟურნალი “ბიზნესი და მენეჯმენტი”

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

$
0
0

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

და თუ რატომ აღწერილი მაქვს შემდეგ პოსტებში:

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება ევროპის ქალაქებში იაფი თუ კომფორტული საცხოვრებლის მოძიება. მე რადგან ორკაციან მოგზაურთა ჯგუფსაც კი აპარტამენტების დაქირავებას ვურჩევ, ამიტომ თქვენს ყურადღებას ისეთ აპარტამენტებზე შევაჩერებ, რომელთა ხარისხის განსაზღვრის საშუალებას მათთვის მინიჭებული ვარსკვლავები და სხვა ჯილდოები იძლევა.

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები: Nebbia Hotels

ეს არის რამდენიმე აპარტამენტი პრაღაში, რომელიც გაერთიანებულია ერთ კომპანიაში სახელწოდებით “ნებია ჰოტელს”. აქ სტუმრებს მასპინძლის ნაცვლად შეხება აქვთ სასტუმროს პერსონალთან, ადმინისტრატორთან, მენეჯერთან ან დამლაგებელთან.

Nebbia Hotels პირველად 2008 წელს აღმოვაჩინე, როდესაც პრაღაში მოგზაურობის დაგეგმვა დავიწყე და დაბალფასიან ჰოსტელებს თუ სასტუმრო სახლებს დავეძებდი. არჩევანი “ნებია ჰოტელსზე” შევაჩერეთ უპირველეს ყოვლისა მდებარეობის და შემდეგ ფასის გამო. იმჟამად სასტუმროს ვებსაიტზე ეწერა, რომ “რეზიდენცია ტინსკა” მდებარეობს სტარომესტკის მოედანთან, ტინის (Chrám Matky Boží před Týnem) ტაძრის უკანა მხარეს. ამაზე ცენტრალური ადგილი ძნელი წარმოსადგენია პრაღაში.

ფოტოზე, შუაგულში ღია-ყვითლით შეღებილი 3 სართულიანი სახლი მოსჩანს, ეს არის 5 ვარსკვლავიანი “რეზიდენცია ტინსკა”, რომელიც აერთიანებს რამდენიმე აპარტამენტს. ჩვენ ყველაზე მცირე ზომისა და ყველაზე იაფი, ორკაციანი სტუდიო “გარსონკა” ავირჩიეთ, მაგრამ მაინც გვეძვირა და ადმინისტრაციასთან მიმოწერა დავიწყეთ. მეილზებზე ჩეხმა ქალმა, ევამ გვიპასუხა და 1 დღის ფასის 35 ევრომდე შემცირებას დათანხმდა.

ამ ისტორიულ სახლს, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია მე და ჩემი მეუღლე გამთენიისას მივადექით. აპარტამენტში ევას ნაცვლად უკრაინელი გოგონა ევგენია დაგვხვდა. როგორც გაირკვა ევგენია პრაღაში ტურიზმის სპეციალობას დაეუფლა და ევასთან ერთად “ნებია ჰოტელს” ხელმძღვანელობს. მოგვიანებით ამ სასტუმროს კლიენტები არაერთხელ გავხდით, ამიტომ საერთო ფოტოც შემოგვრჩა. გადაღებულია 2011 წელს.

ჩვენს ზურგს უკან არის ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტების Residence Jecna-ს სადარბაზოს კარი, აქვეა თავად “ნებია ჰოტელსის” ოფისიც. რეზიდენცია მდებარეობს პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედნის ზედა მხარეს და შედგება რამდენიმე აპარტამენტისგან. 2011 წელს ჩვენ დავბინავდით ამ ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე, ჩვენებურად მანსარდაზე. ორსართულიანი აპარტამენტი, რომელიც ორ საძინებელს, ორ აბაზანას, ერთ დიდ საცხოვრებელ სივრცეს აერთიანებს, ბარითა და სამზარეულო კუთხით, პლუს ტერასაც – 75 ევროდ დავიქირავეთ. ულამაზესი სადარბაზო აღჭურვილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის შესაფერისი ლიფტით და უსაფრთხოების სისტემებით.

ამ აპარტამენტის ხიბლს კიდევ უფრო ამძაფრებს ტერასა, საიდანაც პრაღის ულამაზესი ხედები იშლება.

ამავე შენობაშია განთავსებული “ნებია ჰოტელის” რამდენიმე სხვა აპარტამენტი, მათ შორის უფრო მაღალი კლასისა, რომელიც ჩემს მიერ დაქირავებულისგან იმით განსხვავდება, რომ სტანდარტულ სართულზეა განლაგებული და ოდნავ მეტი სივრცე გააჩნია. მომსახურება კი ერთნაირია, რაც კვირაში რამდენჯერმე აპარტამენტის დასუფთავებასაც ითვალისწინებს.

კიდევ ერთი აპარტამენტი, რომელიც მე პირადად გამოვცადე “რეზიდენცია ტინსკაში” მდებარეობს. 2012 წელს ოთხ ადამიანზე გათვლილი 2 საძინებლიანი აპარტამენტი ორმა დავიქირავეთ და როგორც წესი ძალიან კმაყოფილიც დავრჩით.

როგორც “ნებია ჰოტელის” ყველა სხვა აპარტამენტი, ესეც 5 ვარსკვლავიანია და ყოველგვარი წვრილმანით უზრუნველყოფილი. მათზე შეჩერება დროის ფუჭ ხარჯვად მეჩვენება.

ამ ისტორიული სახლის ფანჯრებიდან ძალიან საინტერესო და ლამაზი ხედი იშლება ასევე ისტორიულ ტინსკას ქუჩაზე. ერთი სიამოვნებაა ამ ხედებით ტკბობა 🙂

ბუნებრივია კლასიდან და ხარისხიდან გამომდინარე “ნებია ჰოტელსის” აპარტამენტები “იაფი” არ ღირს, მაგრამ კარგი არჩევანია მათთვის ვინც ხუთვარსკვლავიან კომფორტს დაეძებს თანაც პრაღის შუაგულში. აპარტამენტების ეს ქსელი დიდი ხანია დაჯავშნის სხვადასხვა საიტების მეშვეობით მუშაობს, ისეთების როგორიცაა ბუკინგკომი, ტრიპადვაისორი… მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 30 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

“ნებია ჰოტელსი” Airbnb-ზე – Nebbia Hotels

 

გზა პრაღამდე და უკან

$
0
0

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად.

როგორც ცნობილია “ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და ჩემი გზა ქუთაისისკენ თბილისიდან ღამის 11 საათზე დაიწყო. ამ გზაზე მიკროავტობუსით 1-2-ჯერ მგზავრობის შემდეგ, ცოტა უფრო მეტი ხარჯის გაწევას და საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ვირჩევ ხოლმე, რთულად ვიტან ჩვენებური მარშუტკის მძღოლების მართვის სტილს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ავტომობილის პარკირება 1 დღე 7 ლარი ღირს და ეს ხარჯი განსაკუთრებით მაშინ ამართლებს თუ ერთი ავტომობილით 3 ან 4 ადამიანი ისარგებლებს. ასეთ შემთხვევაში საერთო დანახარჯი თბილისიდან აეროპორტამდე და უკან მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურს უტოლდება.

აეროპორტში 24 ლარად და 79 თეთრად შეძენილი ქუთაისი-კატოვიცეს ბილეთის რეგისტრაციის შემდეგ, მარტივად გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი და მესაზღვრესაც არ დაუსვამს “ჩამჭრელი” კითხვები. ალბათ იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 1 დღით ადრე გავემგზავრეთ, რა თქმა უნდა ვიზებით.

არც სიმკაცრით გამორჩეული კატოვიცეს აეროპორტის მესაზღვრეს დაუსვამს კითხვები, უბრალოდ უკან დასაბრუნებელი ბილეთი იკითხა და მოწვევას გადახედა. შემდეგ ანაბეჭდების აღება მთხოვა და რომ ვერ მოახერხა ცალკე ოთახში გადამიყვანა, იქ სადაც უკან გამოსაბრუნებელ ხალხს ანთავსებენ ხოლმე. 10 წუთი ლოდინის შემდეგ გვერდითა ოთახის კარი გაიღო და უკვე სხვა მესაზღვრემ ფურცელი მომაწოდა გასაცნობად, რომელზეც ქართულად ეწერა რაღაც აუცილებელი პროცედურები. ამ ფურცლის ხელმოწერის შემდეგ მესაზღვრე ქალმა რუსულად მკითხა ვიზის მიღებისას როგორ მოახერხეს ჩემი ანაბეჭდების სკანირება. ავუხსენი, რომ ძალიან რთულად, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაბეჭდები რთულად იკითხება… პასპორტში შტამპიც ჩამირტყეს და შენგენში გზა დამილოცეს, გარეთ კი გულშემატკივრები მელოდებოდნენ, რომლებმაც ჩემზე მეტად ინერვიულეს – მადლობა მათ თანადგომისთვის.

კატოვიცეს აეროპორტიდან გეზი კრაკოვისკენ ავიღე. მიკროავტობუსები აეროპორტის წინ დგას. კრაკოვამდე მგზავრობა 12 – 13 ევრო ღირს. თუ ბილეთს ონლაინ შეიძენთ 10.50 ევროს გადახდა მოგიწევთ.  მაგრამ თვითმფრინავმა რომ დააგვიანოს მარშრუტკა შეიძლება ნახევარ საათზე მეტს არ დაგელოდოთ. თუ თვითმფრინავსა და მიკროავტობუსს შორის საკმაო დრო არის მაშინ ონლაინ ჯავშანს გირჩევთ, იაფიცაა და გარანტირებულიც იქნებით.

თუ კატოვიცეს აეროპორტიდან პირდაპირ პრაღაში მიემგზავრებით მაშინ გირჩევთ “ლეოექსპრესს”, რომელიც შვილობილი კომპანიის მეშვეობით პირდაპირ აეროპორტში მოგაკითხავთ და არ მოგიწევთ კატოვიცეში ან კრაკოვში ჩასვლა და შემდეგ “პოლსკი ბასის” ლოდინი. “პოლსკი ბასის” შესახებ ცოტა ქვევით.

კრაკოვში ორი დღის გატარების შემდეგ გეზი ავიღე პრაღისკენ და რა თქმა უნდა “ლეოექსპრესით”. ბილეთები ორიოდე თვით ადრე შევიძინე 14,8 ევროდ. ლეოექსპრესი დაბალი ფასის მიუხედავად მაღალი კომფორტით გამოირჩევა. ავტობუსს ემსახურება ორი მძღოლი და ერთი ბორტგამცილებელი. ჩასხდომისთანავე მოგვართვეს წყალი და ჩეხური გაზიანი სასმელი “კოფოლა”. ყავა და წახემსების სხვა საშუალებები ფასიანია. ყველაზე მეტად კი ვაფასებ დიდ სივრცეს რომელიც სკამებს შორის არის, და რომელიც თავისუფლად მგზავრობის საშუალებას იძლევა.

ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე, რომელიც თითქმის შუმჩნეველია მოვხვდით ჩეხეთის ქალაქ ბოჰუმინში, რომლის ვაგზალი ავტობუსიდან ლეოექსპრესის მატარებელში გადასაჯდომი პუნქტია და არა მარტო. ვაგზალზე სუფთა და მოწესრიგებულ სასადილოში 1.5 ევროდ ცხელი სენდვიჩი მივირთვი, გარეთ კი ჩეხურის მცოდნე მოგზაურებს ღია ბიბლიოთეკაც ელოდება.

ვაგზლის ბაქანზე ლეოექსპრესის მატრებელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი “შტადლერი”, ოღონდ ერთსართულიანი, ოდნავი დაგვიანებით შემოვიდა. ვაგონში წინასწარ შეძენილი ადგილები, შუაგულში, მაგიდის ორივე მხარეს დავიკავეთ და მატარებლის მაქსიმალური სიჩქარით 160 კმ/სთ-ით პრაღისკენ გავეშურეთ. მატარებლით მგზავრობას ბევრი პლუსი აქვს, დიდი სივრცე ვიდრე თვითმფრინავში, გადაადგილების უფრო მეტი თავისუფლება, დიდი ტუალეტი 🙂 და ჩეხური უფასო გაზიანი სასმელი “კოფოლა”. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ პირდაპირ პრაღის ცენტრში, ცენტრალურ ვაგზალზე შევედით, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა თვითმფრინავთან შედარებით მცირე მანძილზე მგზავრობისას. პრაღა ფანტასტიკური ამინდით შეგვეგება 🙂

პრაღაში მოგზაურობის მსურველებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ფულის გადაცვლას მხოლოდ ერთ ადგილზე, ვაგზლის მახლობლად, პოლიტპატიმრების ქუჩაზე, რადგან აქ დაცული იქნებით საკომისიო გადასახადისგან ან კურსის მანიპულირებისგან.

ფულის გადახურდავების შემდეგ აუცილებლად შეიძინეთ სატრანსპორტო ბილეთები. ნახევარსაათიანი ბილეთი 24 კრონი ღირს, რაც თითქმის 1 დოლარია და მისი, ისევე როგორც სხვა ხანგრძლივობის შეძენა შეგიძლიათ მეტროს შესასვლელში დამონტაჟებულ ავტომატებში. თუ რამდენიმედღიანი ბილეთი გესაჭიროებათ მაიკითხეთ სიგარეტის და პრესის ჯიხურებს მეტროსთან ახლოს. 3 დღიანი ბილეთი 310 კრონი (12.5 დოლარი) ღირს. ბილეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ ტრანსპორტში შესვლისას.

მგზავრობიდან გადავიდეთ ბინაზე. როგორც წესი ბიუჯეტური მოგზაურობისას უპირატესობას ვანიჭებ აპარტამენტების დაქირავებას. ბინების დიდი არჩევანია Airbnb-ზე, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სისტემით და მიიღოთ ფასდაკლებები აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. ბინა შევარჩიე ადგილმდებარეობის მიხედვით პრაჟსკი ჰრადის (პრაღის კრემლის) მახლობლად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო აპარტამენტის ფასიც.

ესეც ხედი ჩემს მიერ შერჩეული აპარტამენტის სადარბაზოს კარიდან 🙂 რამდენიმე საუკუნის შენობაში მოწყობილ აპარტამენტში ყველა პირობა არის შექმნილი პრაღის დღეების კომფორტულად გასატარებლად.

ამ ბინას გირჩევდით, მაგრამ მისმა მეპატრონემ ის Airbnb-დან ახლახანს ამოიღო და მისი დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ბუკინგკომიდან, სადაც ორჯერ ძვირად ფასობს.

თუ ამ უბანში სხვა აპარტამენტის დაქირავების სურვილი გექნებათ გირჩევთ ეძებოთ სასტუმროებისა და ბინების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com

ამ სირთულეების გადალახვა ნამდვილად ღირს პრაღის სანახავად, უამრავი გამორჩეული ხედი და საინტერესო სანახაობა, გართობა და რომანტიკა ყველაფერი ერთ ქალქში – მათ შესახებ ცალკე პოსტში.

პრაღიდან უკან ვბრუნდებით “პოლსკი ბასით”, რომელიც ავტოსადგურ “ფლორენციდან” გადის. ავტოსადგურამდე მეტროთი იმავე სახელობის სადგურამდე ან ტრამვაით მიხვალთ. შეიძლება “უბერის” ტაქსიც გამოიყენოთ. თუ ამ ბმულიდან დარეგისტრირდებით – 10 ევროს სამგზავრო ბონუსი – პირველი მგზავრობა უფასო იქნება, ოღონდ რეგისტრაცია რომელიმე ევროპული მობილურის ნომრის გამოყენებით მოგიწევთ.

პოლსი ბასი

პოლსკი ბასით მგზავრობა ბილეთის სიიაფის გამო გადავწვიტეთ და თან შემოწმებაც მინდოდა. მისი ბილეთი თვენახევრით ადრე 6 ევროდ შევიძინე. ბილეთს ნომერი არ ჰქონდა და ცხადი იყო, რომ ადგილების დაკავება დასწრებაზე იქნებოდა. ამიტომ ავტობუსის კართან კარგა გვარიანი რიგი დადგა, ერთადერთი მძღოლი კი ბარგის დაბინავებით იყო დაკავებული. სანამ საბარგული არ დახურა მგზავრებს არ მოგვხედა. ცოტაოდენი მონდომების შემდეგ ადგილები მეორე სართულზე მესამე რიგში დავიკავეთ, მაგრამ დიდი ვერაფერი კომფორტი. ჭერი დაბალი და სკამებს შორის სივიწროვე, ისეთი არა რომ მუხლები გატკინოს მაგრამ მაინც, აი “ლეოექსპრესში” კი სულ სხვაგვარად იყო. არც თითქმის 6 საათიანი მგზავრობა აღმოჩნდა დიდად კომფორტული, პრაღა-ბრნოს მაგისტრალის ბეტონის საფარი ისე ურახუნებდა ავტობუსის კორპუსს, რომ ჩაძინებაც ვერ მოვახერხე.

ბოლოს “პოლსკი ბასის” ავტობუსი კატოვიცეს ავტოსადგურში შევიდა. კიდევ ერთი მინუსი “ლეოექსპრესთან” შედარებით, რომელსაც მგზავრები პირდაპირ კატოვიცეს აეროპორტში მიჰყავს.

კატოვიცეში 3 საათი ხეტიალის შემდეგ აეროპორტში გამგზავრება საქალაქო ავტობუსით გადავწყვიტეთ, რომელიც ვაგზლის ქვედა სართულიდან გადის. ვიფიქრე რადგან ზევით ნახსენები კომპანიის მიკროავტობუსით მგზავრობა 5 ევრო ღირს, მუნიციპალური ავტობუსი უფრო იაფი იქნებათქო. ეკონომია უბრალოდ ინტერესის გამო ვცადე, მაგრამ არ გაამართლა, საქალაქო ავტობუსი დაახლოებით 6 ევრო ღირდა და თანაც საკმაოდ ხმაურიანი იყო.

კატოვიცეს აეროპორტიდან კი პირდაპირ ქუთაისში დავბრუნდით, შემდეგ კი ავტომობილით თბილისში.

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

$
0
0

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა ინტერესი ავიამიმოსვლისა და შესაბამისად იაფი ავიაბილეთების მიმართ.  ერთ-ერთ წინა პოსტში აღწერილი მაქვს ვებსაიტი, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების იაფი ბილეთების მოსაძებნად გამოიყენება.

ამჯერად სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იაფი ბილეთები მოძებნოთ ”არაბიუჯეტური” ავიაკომპანიების ვებსაიტებზე. ეს არის აგრეგატორი Aviasales. ის უამრავი კომპანიის ფასებს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ ბილეთი პირდაპირ აქვე შეიძინოთ ან ავიაკომპანიის საიტზე გადახვიდეთ და იქ სცადოთ. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ Aviasales საიტ Jetradar.com-ზე ნაყიდი ბილეთი ყოველთვის უფრო იაფია ხოლმე.

ბილეთების საძიებო სისტემა

პოპულარული მიმართულებები


ლვოვი –ქალაქი ყავა და შოკოლადი

$
0
0

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია, რომლებიც მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის.

თუ როგორ მოვხვდი ლვოვში, როგორ აპარტამენტში ვცხოვრობდი და რა თანხა ჯდება ეს ყველაფერი, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ლვოვში ჩემი ხეტიალი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც დილის 9 საათზე მოვხვდით და რადგან მთელი ღამის ნამგზავრნი 12 საათამდე აპარტამენტში ვერ დავბინავდებოდით, იქვე ოპერასთან პირველივე კაფეში შევედით.

ეს არის ლვოვის ისტორიულ-კულტურული ცენტრი და ყველაზე ტურისტული და ყველაზე ხალხმრავალი ადგილი და მოსალოდნელი იყო, რომ ფასებიც შესაბამისი – ტურისტულად მაღალი იქნებოდა, მაგრამ …

კაფეში, რომელიც სახელწოდებაა “ლვოვის ყავის მანუფაქტურა” და რომელიც დიზაინი განსაკუთრებულიად ცალკე მსჯელობის საგანია, ყავის ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობდა, თუმცა ჩვენ სტანდარტული ორი ამერიკანო და ერთი ტირამისუ შევუკვეთეთ.

მადა ჭამაში მოდისო და შემდეგ ჩაიც დავამატე, კარგი დასაყენებელი და არა ერთჯერადი ჩაი. უფასო ვაიფაით კარგა ხანს ინტერნეტში ხეტიალის შემდეგ ანგარიში მოვითხოვე და 24 ჰრივნიანი ჩეკი მომიტანეს. ლარებზე გადავიანგარიშე და ვერაფრით დავიჯერე, შემდეგ გუგლში ჩავწერე და თურმე არ ვცდებოდი.

ორ ამერიკანოში, ერთ ნამცხვარსა და ჩაიში გადავიხადე 2 ლარი და 7 თეთრი. თბილისში ამ ფასად ერთი ჩაის დალევა თუ მოხერხდება და ისიც არა ტურისტულ ცენტრში.

კაფედან დასვენებულები გავუყევით გზას ბაზრის მოედნისკენ, რომელიც ლვოვის გულს წარმოადგენს და აქ თითქმის ყველა ქუჩა საფეხმავლოა, მოკირწლული ძველი და საკმაოდ მოზრდილი ქვაფენილით. ქუსლიანების მოყვარულებს გირჩევთ რბილძირიანი ფეხსაცმელები მოიმარაგოთ, სხვაგვარად ლვოვის ცენტრში გადაადგილება გაგიჭირდებათ, თუმცა თავად ლვოველთათვის უსწორმასწორო ქვაფენილი დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ბაზრის მოედანზე დუღს და გადმოდუღს ცხოვრება, გარევაჭრობა, ქუჩაში მოხეტიალე ყავისა და შოკოლადის სურნელი, ქუჩის მუსიკოსები და საცეკვაო მოედანი ტრამვაის ზარის წკრიალთან ერთად განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.

თუ ბაზრის მოედნის ერთ კუთხეში სპონტანურად შემდგარი წყვილები ლათინოამერიკულს ცეკვავენ, მეორე მხარეს ბრეიკდანსს უბერავენ.

ხეტიალს ვაგრძელებთ და ოდნავ მოშორებით, სომხურ ეკლესიასთან, კრაკოვის ქუჩაზე კარამელის “მასტიერნია” აღმოვაჩინეთ. აქ მომხმარებლების თვალწინ მზადდება მუშავდება კარამელი, ნაირნაირი ფერისა და ფორმის, პროცესი კი ასე მიმდინარეობს.

უხეში დამუშავების შემდეგ კარამელს სარეალიზაციო ფორმას აძლევენ.

ამ პროცესის შედეგი კი ასე გამოიყურება, უგემრიელესია 🙂

ცოტაოდენი ისტორია

მუზეუმების მოყვარული არ ვარ, უფრო ვამჯობინებ ქალაქში ცხოვრებას და ამ გზით მის შეცნობას. მაგრამ მოკლედ ასეა: არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალაქის ტიპის დასახლება ამ ტერიტორიაზე უკვე იყო მეშვიდე-მერვე საუკუნეში. გავრცელებული ინფორმაციით ლვოვი დაარსდა მე-13 საუკუნეში მეფე დანილო გალიცკის მიერ, რომელმაც ქალაქს მისივე ვაჟის ლევ დანილოვიჩის სახელი დაარქვა. ლვოვი (lviv) ნიშნავს ლომს და ალბათ ამიტომაც ქალაქის სახელი საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხან კიევის რუსეთი განაგებდა, ხანაც ჰაბსბურგების დინასტია (ავსტრიის იმპერია) მართავდა, იყო დასავლეთ უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში და ბოლოს კი პოლონეთის საზღვრებში. ლვოვი პოლონეთს ფაშისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის აქტით 1939 წელ ჩამოაშორეს და საბჭოთა უკრაინას მიაკუთვნეს.

ასეთი ხედი იშლება ქალაქის შუაგულში მდებარე გორიდან, რომელზეც ციხესიმაგრე ისე არის აშენებული, რომ ერთი შეხედვით რთული გასარჩევია სად მთავრდება გორა და სად იწყება საფორტიფიკაციო ნაგებობა. ქალაქთან ერთად აშენებული ციხესიმაგრის სახელწოდებაა “ვისოკიი ზამოკ“. ამავე გორაზე დგას ლვოვის სატელევიზიო ანძაც.

“ვისოკიი ზამოკი” და მის გარშემო გაშენებული პარკი არის ლვოვში ჩასული სტუმრებისა და თავად ლვოველების საყვარელი სასეირნო ადგილი. ახლა ლვოვში 800 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან ეთნიკურად უკრაინელად თავს მიიჩნევს 85 პროცენტზე მეტი, ხოლო 12 პროცენტი რუსია.

სამზარეულო და ფასები

ლვოვში ავსტრიის, პოლონეთისა და უკრაინის გავლენა იგრძნობა არა მარტო არქიტექტურაში. ამიტომ თავდაპირველად სამზარეულოს გავეცნოთ. ბაზრის მოედნის გვერდით ქუჩებზე ხეტიალისას ტროტუარზე გაშლილი ლუდხანის მაგიდებს მივადექი, მენიუს გადავხედე, პოლონური “ჟურეკი” აღმოვაჩინე (ინფო ჟურეკზე: ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში), პელმენიც და ჩამოვჯექით.

ამ ლუდხნას, რომელიც ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარეობს ჰქვია “პაბ ბილიი ლევ” (თეთრი ლომი). შევუკვეთე ჟურეკი, პელმენი, ლუდი და ჩირის კომპოტი. ჟურეკი ძეხვეულით აღმოჩნდა უგემრიელესო, ავსტრიულ ყაიდაზე დამზადებულმა გაუფილტრავმა ლუდმა “თეთრმა ლომმაც” კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე კათხაც შევუკვეთე.

პელმენი არაჟნით აღმოჩნდა ენით აუწერელი, ორი ადამიანი ძლივს მოვერიეთ 1 კილოგრამიან პორციას. ჩვენი მენიუ და ფასები უფრო დაწვრილებით:

Макітра пельменів – 1000 (გრამი) – 188 ჰრივნა
Журек 400 (გრამი) – 45 ჰრივნა
Львівське Білий Лев 2 (კათხა) – 50 ჰრივნა
Узвар 300 (მლ/ლ) – 14 ჰრივნა

სულ: 297 ჰრივნა
ანუ 27 ლარი

ცნობისთვის ამ ლუდხანაში ბორჯომი 47 ჰრივნა – 4.2 ლარი ღირს.

ამის შემდეგ რომელ რესტორანშიც არ შევედით ორ ადამიანს კერძებში 30 ლარზე მეტი არ გადაგვიხდია.

ლვოვში უამრავი რესტორანია სხვადასხვაგვარი თემატიკის და დიზაინის. ერთ-ერთი მათგანის ფასადზე ჩემი საყვარელი ტრანსპორტი, ტრამვაიც კი დადის.

ამ მრავალსართულიანი ძველი შენობის სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა ლეგენდის შესაბამისი რესტორანია. ამ ყველაფერს ერთად კი ლეგენდების სახლი (Дім легенд) ჰქვია.

ლეგენდების გადაღება ამიკრძალეს, ამიტომ რაც მოვასწარი ეს არის. ფოტოგრაფირება დაშვებულია სახურავზე სადაც სპირალური, ძალიან ვიწრო კიბით ავედით. რესტორნის სახურავზე თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთულია, განსაკუთრებით საღამოს, სამაგიეროდ თავისუფალი აღმოჩნდა “მფრინავი” ტრაბანტი და მეც იქ ჩავჯექი.

იქვე სახურავზე.

ეს არ არის ლვოვის კაფე-რესტორნების კრეატიულობის მწვერვალი. არის ისეთი რესტორნებიც სადაც შესასვლელში უკრაინელი ნაციონალისტები გხვდებიან და უკრაინის ჰიმნის შესრულებას მოითხოვენ, ან კიდევ ისეთ რესტორანსაც გადაეყრებით სადაც კვება და სექსუალური თამაშები ერთმანეთშია არეული…

რესტორნებიდან ყავაზე გადავიდეთ – ლვოვში ყავის კულტია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყავის საწარმო (მანუფაქტურა), ყავის მაღაზია და კაფეა. აქ ყავის შეძენა მთელი პროცესია, რომელიც განსაკუთრებული არომატის ყავას კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს.

ფოტოზე გამოსახული შენობის შესასვლელ კარზე ოქროსფერი წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაიბადა ლვოვის ყავა, შევიდეთ…

აქ ხდება ყავის მოხალვა. შემდეგ ფოტოზე კი დასაფქვავად გამზადებული სხვადასხვა სახეობის ყავაა.

თქვენს მიერ შერჩეულ ყავას აწონიან, დაფქვავენ და თქვენს თვალწინ მოათავსებენ ქაღალდის და არა ცელოფნის პაკეტში, რომელის ღია ნაწილს ეტიკეტთან ერთად ამოაგვირისტებენ.

შემდეგ დარბაზში ყავის სარეალიზაციოდ მომზადება და შეფუთვა ხდება.

ასეთ ადგილს ლვოვის ცენტრში ბევრგან იპოვით და ყველგან უგემრიელეს ყავას აღმოაჩენთ. იგივე ვითარებაა შოკოლადის მანუფაქტურებშიც, რომელიც მიზეზთა გამო ვერ მოვინახულე, თუმცა კი კარამელის დამზადებაზე ზევით ვისაუბრე.

ლვოვის აღწერისას შეიძლება ბევრი თემა გამომრჩეს ან გამოვტოვო, მაგრამ ვერაფრით მოხერხდება ქალაქის გამორჩეულად ევროპული არქიტექტურისა და ასევე ევროპის ქალაქების განუყოფელი ტრამვაის იგნორირება.

ტრამვაის უკვდავსაყოფად გამოფენილი ექსპონატი და კაფე ერთად ლვოვში თბილისის მშრალი ხიდის მსგავს ძველმანების ბაზრობასთან. აქვე გადის მოქმედი ტრამვაის ხაზიც.

რამდენიმე ფოტო ლვოვის ქუჩებიდან

ლვოვში ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველებს აუცილებლად დასჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

ლვოვი აპარტამენტები

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

$
0
0

ევროპაში იაფი ფრენა კარგია, მაგრამ ბევრს სჭირდება ევროპის შიგნით იაფად მოგზაურობა ავტობუსით, ან მატარებლით. ახლახანს აღმოვაჩინე ვებსაიტი, რომელიც ევროპაში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების საიტებზე ეძებს ყველაზე იაფ ბილეთებს – დაწყებული “პოლსკი” ბასიდან და დამთავრებული “ლეოექსპრესით“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები მოცემულ მარშრუტზე და თქვენთვის მისაღები ფასი აირჩიოთ. ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ ავტობუსების ფასები შეადაროთ იმავე მიმართულების მატარებლებისა თუ თვითმფრინავების ფასებს. სისტემა აერთიანებს 12 ქვეყნის 350 ავტუბუსისა და მატარებლის კომპანიას და ერთმანეთთან აკავშირებს 30 ათასზე მეტ დანიშნულების ადგილს, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად.

goeuro.com

ევროპის ქალაქებს შორის იაფი მგზავრობის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ დაბინავება იაფ საცხოვრებელში. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

$
0
0

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში.

ამ ფოტოზე ხანში შესული, მუზეუმის ჰალსტუხიანი თანამშრომელი თვალს ვერ აშორებს მის წინ მდგარ ლეგენდებს, რომელთა ცენტრშია Bugatti 51.

1931 წელს შექმნილი ბუგატი აღჭურვილია 160 ცხენის ძალის 2.3 ლიტრიანი ძრავით. მის ანგარიშზეა გამარჯვება საფრანგეთის გრან-პრის რბოლებში 1931 წელს.

ბუგატის გვერდს უმშვენებს 1938-1939 წლების Mercedes Benz W154. თავისი დროის საუკეთესო სპორტული ავტომობილი, მუზეუმში წარმოდგენილია ორიგინალური ფორმით, აღდგენისა და რეკონსტრუქციის გარეშე.

კიდევ ერთი სპორტული ავტო – Wilkov 7/28 Sport

ახლა კი უფრო ადრეული ხანის ავტომობილები გადავათვალიეროთ. ესეც 1893 წლის ბენცი – Benz Viktoria

შემდეგია ჩეხეთში 1898 წელს დამზადებული ავტომობილი NW Präsident

იმავე ეპოქის შვილები:

უცნაური კონსტრუქციის, 1912 წლის Bedelia BD2

თითმის საუკუნოვანი ბენცი და აუდი ძალიან წააგავს ერთმანეთს.

მათზე ოდნავ ახალგაზრდა, მერსედეს-ბენცი – 1936 წლის მოდელი Mercedes-Benz 540 K. მისი მოდერნიზება მოხდა 1942 წელს და მაღალი რანგის გერმანელი ჩინოვნიკების უსაფრთხოებისთვის ტყვიაგაუმტარი ჯავშნით აღიჭურვა. პრაღის მუზეუმში დაცული ექსპონატი გამოშვებულია 1943 წელს და ის ეკუთვნოდა ჩეხეთში და მორავიაში გერმანიის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს კარლ ჰერმან ფრანკს, რომელიც 1945 წლის მაისში გაიქცა პრაღიდან, მოგვიანებით დააკავეს და გასამართლების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ავტომობილი ულამაზესია, იმის და მიუხედავად თუ ვის ემსახურებოდა 75 წლის წინ.

გერმანული ავტომობილებიდან ჩეხურ მანქანებზე გადავინაცვლოთ. საუკუნის წინ ჩეხეთის ტექნიკური და საინჟინრო მიღწევები არაფერით ჩამოუვარდებოდა ევროპის განვითარებული ქვეყნებისას. ამაზე მეტყველებს დიზაინითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეული ავტომობილების მრავალფეროვანი წარმოება.

ყველა ექსპონატის ამ ერთ პოსტში მოთავსება ძალიან რთულია, მაგრამ არ მინდა რამდენიმე განსაკუთრებული ავტომობილი გამოვტოვო. მათ შორის გამორჩეულია 1932 – 1938 წლების ჩეხური წარმომადგენლობითი ავტომობილი “ტატრა” – Tatra 80

1935 წლის “იავა”. JAWA 750 – ჩვენში ცნობილი მოტოციკლეტების მწარმოებლისგან.

ასევე ყურადღებას იქცევს განსხვავებული დიზაინის მქონე “ტატრა”, რომელსაც ძრავი მოთავსებული აქვს ავტომობილის უკანა ნაწილში. თუ დააკვირდებით ამ ორ მსგავს მოდელებს საჭე სხვადასხვა მხარეს აქვს. საქმე იმაშია, რომ ჰიტლერის მიერ ჩეხეთის ოკუპაციამდე, 1939 წლამდე ჩეხეთში მარხენა მოძრაობა იყო, შესაბამისად მანქანებს საჭე მარჯვნივ ჰქონდათ. ხოლო ოკუპაციის შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. 1937 წლის Tatra 77a და 1947 წლის Tatra 87

კიდევ რამდენიმე ტატრა, მათ შორის სარკინიგზო.

საპრეზიდენტო ტატრა, 1997 წელი – Tatra 700

სამწუხაროდ მუზეუმში ვერ ვიპოვე “შკოდას” მოდელები ერთის, საპრეზიდენტო Skoda Superb-ის გარდა. თუმცა კოლექცია იმდენად მრავლფეროვანია, რომ მისი მონახულება ერთი სიამოვნებაა. ამ სიამოვნების მიღება კი შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: National Technical MuseumKostelní 42, 170 78 Prague 7, Czech Republic

National Technical MuseumKostelní 42, 170 78 Prague 7, Czech Republic

მუზეუმის მოტო, აერო და ფოტო ექსპოზიციების შესახებ შემდეგ პოსტებში.

ვინც პრაღაში მოგზაურობას აპირებს, გირჩევთ სასტუმროს ან ჰოსტელის მოსაძებნად და მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 35 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

$
0
0

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში, თავდაპირველად ოლესკის ციხესიმაგრე.

ლვოვიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს ოლესკის ციხესიმაგრე. ქვედა ფოტოზე ციხესიმაგრე, რომელიც  XIV—XVII საუკუნეებს განეკუთვნება, მოჩანს მარჯვენა მხარეს. მარცხნივ კი XVII საუკუნეებს სამონასტრო კომპლექსია (Колишній монастир капуцинів).


ვიკიპედიის ფოტო

ამ ადგილზე ლვოვში “ბაზრის მოედანზე” შეძენილი ექსკურსიის მეშვეობით აღმოვჩნდი. ერთ დიდი ავტობუსში მოთავსებული უკრაინულენოვანი ექსკურსიის საფასური 75 ჰრივნია (7 ლარი) იყო. საფასურში შედის ტრანსპორტირება, 3 ციხესიმაგრის ბილეთი და უკრაინულენოვანი გიდის მონათხრობი. არც უკრაინული მესმის და დიდ ჯგუფთან ერთად მოგზაურობაც არ მხიბლავს, მაგრამ ამ ადგილების ასე იაფად და მარტივად მონახულების სხვა გზა არ არსებობს.

იმის შესახებ თუ როგორ მოვხვდი ლვოვში, როგორ აპარტამენტში ვცხოვრობდი და რატომ მაინცდამაინც ლვოვი, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ოლესკის ციხესიმაგრის შესასვლელთან დილის 10-ის ნახევარზე მიგვიყვანეს და რადგან კომპლექსის გახსნამდე 30 წუთი რჩებოდა არემარე შევათვალიერე. მონასტრის კარიბჭე დახურული დაგხვდა, მაგრამ ღია იყო, ან უკვე მუშაობას იწყებდნენ ადგილობრივი პროდუქციის ჯიხურები.

სწორედ აქ შევიძინე მეფუტკრეობის გამორჩეული პროდუქტი დინდგელი. საქართველოში 100 გრამი 20 ლარზე მეტი ღირს, მაშინ როდსაც ოლესკის დასახლებაში 10-ჯერ იაფად, 2 ლარად შევიძინე. ამასობაში ციხესიმაგრის ეზოს ჭიშკარი გაიღო და გორაზე შემომდგარი სასახლეც გამონდა. მცირე აღმართის შემდეგ მივადექით კარიბჭეს.

ამ კარიბჭის შიგნით, დიდი ლოდებით მოპირკეთებულ ეზოში კვლავაც შუასაუკუნეების სული ტრიალებს.

სასახლის დარბაზები სავსეა ხელოვნების ნიმუშებით, ხატებითა და ცნობილი მხატვრების სურათებით.

ნახატები და ხატები იმ რაოდენობით იყო, რომ მათ ფოტოებს ეს პოსტი ვერ დაიტევს, ამიტომ რამდენიმე მათგანი თვალსაჩინოებისთვის.

მცირე ისტორია

ოლეისკის ციხესიმაგრის მშენებლობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. მის შესახებ პირველი ცნობები 1390 წლით თარიღდება. ვარაუდების მიხედვით, ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო თათარ-მონღოლთა შემოსევის გამო. ოლეისკის თავდაცვითი ნაგებობა საუკუნეების მანძილზე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა თათარ-მონღოლთა თარეშს.

ციხესიმაგრეს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდა. ოლესკის ციხესიმაგრეში დაიბადა და მას ფლობდა პოლონეთის მეფე იან სობესკი.

ბოლოს, 1882 წელს ავსტრო-უნგრეთის სამეფომ თითქმის დანგრეული ციხესიმაგრე კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა, მისი ნაწილი აღადგინა და იქ ქალთა სასოფლო-სამეურნეო სკოლა გახსნა. მან 1939 წლამდე იარსება და ჰიტლერის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დაწყებისას დაიხურა.

აქ 1940 წლამდე ფუნქციონირებდა პოლონელი სამხედრო ტყვეების ბანაკი. ომის შემდგომ წლებში ნაცისტები ციხესიმაგრის შენობებს საწყობად იყენებდნენ.

1965 წელს ოლესკის სასახლის აღდგენა დაიწყეს ლვოვის სურათების გალერიის თანამშრომლებმა და 1975 წელს ციხესიმაგრეში გალერიის ფილიალი გაიხსნა.

ახლა, ოლეისკის ციხესიმაგრე და მისის სასახლე ექსკურსიებისა და ახალდაქორწინებულთა ფოტოსესიების სასურველი ადგილია.

თუ ოლესკის ციხესიმაგრის მონახულებას და ლვოვში მოგზაურობას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

ლვოვი აპარტამენტები

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

მილანი და იტალია

$
0
0

გსმენიათ აიესეკის შესახებ? სწორედ მისი მეშვეობით ამოვყავი თავი მილანში თვე-ნახევრით. 6 კვირის განმავლობაში ვმოხალისეობდი ერთ-ერთ სკოლაში ტრენერად და ვერცერთი წამით, დღემდე ვერ ვშლი მეხსიერებიდან ამ ულამაზეს მოგონებებს. აიესეკის პროექტმა სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში.

ჩემი მოგზაურობა დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ, 8 თებერვალს დილის 5 საათზე. იმის გამო, რომ მილანში ჩაფრენა კიევის გავლით მიწევდა, დაახლოებით 7 საათი დამჭირდა გზაში.

წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დამიკავშირდა ჩემი იქაური მასპინძელი ოჯახი, რომელთან ერთადაც მიწევდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, დეტალურად გამომკითხეს ჩამოსვლის დრო და ზუსტად აეროპორტის გამოსასვლელში მელოდებოდნენ მისასალმებელი ფურცლებით.

მილანი

ჩვენი სახლი მილანის გარეუბანში მდებარეობდა, გარეუბნები კი სავსეა კერძო სახლებითა და შეძლებული ოჯახებით. სახლში მისვლისთანავე დამხვდა უგემრიელესი იტალიური კერძებით სავსე სუფრა (იტალიელებს, მოგეხსენებათ, ძალიან უყვართ ჭამა-სმა და სუფრასთან დროსტარება). მოგვიანებით, ჩემმა მასპინძელმა დამ ხელი მომკიდა და წამიყვანა მილანის ცენტრში, დუომოს სანახავად.

მეტროდან ამოსვლისთანავე იშლება ულამაზესი დუომო. დანახვისთანავე ჟრუანტელმა დამიარა, მიჭირდა რეალობად აღმექვა ის, რასაც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში სურათებზე ვხედავდი. სახლში მალევე გავბრუნდით, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და მეორე დღეს იწყებოდა ჩემი სამსახური – სკოლაში ტრენერობა. საქართველოსგან განსხვავებით მილანში სკოლები 8 საათზე იწყება, დილა კი 6 საათზე. თავიდან ძალიან მიჭირდა ამ რეჟიმში ჩადგომა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მაინც შევეჩვიე.

პირველ დღეს ჩემი სტუდენტები ტორტით დამხვდნენ, რომელიც ერთ-ერთმა მოსწვლემ გამოაცხო. ასევე სახლიდან მოტანილი ჰქონდათ ორცხობილა, ტკბილეული და სასმელები. სასწავლო ოთახი მორთული ჰქონდათ საქართველოს დროშებითა და ქართული წარწერებით: „მისასალმებელი“, რომელიც როგორც ჩანს „გუგლმა“ იტალიურიდან ქართულად არასწორად თარგმნა.

პირველმა დღემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან კარგად ვიგრძენი იტალიური სტუმართმოყვარეობა და სითბო. მეორე დღეს, სკოლის შემდგომ გავედი მილანის დასათვალიერებლად და შევხვდი ჩემს მეგობარს, რომელიც იქ სწავლობს. ერთად მოვიარეთ მუზეუმები, კაფეები და ლამაზი ადგილები. წასვლის წინ კი, ვესტუმრეთ გუჩის კაფეს, რომელიც დუომოს გვერდით, „გალერეაში“ მდებარეობს.

კვირის დანარჩენი დღეები დასვენება გვქონდა, რადგან მილანში ყოველწლიურად იმართება ღონისძიება „კარნავალი“ და სწორედ ამ დროს, სკოლები ისვენებენ. მე და ჩემმა ოჯახმაც გადავწყვიტეთ კვლავ მილანის უცნობი ადგილები დაგველაშქრა.

ვეწვიეთ ბრერას მუზეუმს, სადაც ინახება იტალიელი გენიოსი ფერმწერების შესანიშნავი ნამუშევრები. როგორც მასპინძლებმა მითხრეს, რაფაელი მათი უსაყვარლესი მხატვარია.

ალპები

როგორც აღმოჩნდა მასპინძლებს კიდევ ერთი სახლი ჰქონიათ იტალიის ალპებში და დარჩენილი უქმეები სწორედ იქ გავატარეთ.

ისევ მილანი

უკან დაბრუნებისთანავე, საქმეს დავუბრუნდი და მოვამზადე სლაიდშოუები, ვიდეოები, ულამაზესი სურათები საქართველოზე. მინდოდა სკოლაში ყველასთვის საფუძვლიანად ამეხსნა, რომ საქართველო რუსეთი არაა და რომ რუსულად არ ვლაპარაკობთ, გვაქვს ქართული დამწერლობა და მრავალსაუკუნიანი ისტორია. რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიე.

ამ პროექტში, ჩემთან ერთად კიდევ 24 მონაწილე იმყოფებოდა, ყველანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან კი ხუთნი ვიყავით. ჩვენმა ორგანიზატორმა ყველა შეგვკრიბა და გაგვაცნო ერთმანეთი. მოგვიანებით გავისეირნეთ ქალაქშიც და კიდევ აღმოვაჩინეთ აქამდე ჩვენთვის უცნობი ადგილები.

ერთ-ერთ საღამოს მასპინძელმა ოჯახმა რესტორანში დამპატიჟა, სადაც ძალიან უცნაური სუფრა გაიშალა. ხის პატარა მაგიდაზე ეწყო სხვადასხვა ინგრედიენტები: ყველი, შაშხი, სალათის ფურცლები და შემწვარი პურები. ჩვენი სურვილისამებრ შეგვეძლო აგვერჩია სასურველი საკვები. რა თქმა უნდა, ამ სადილმა საათობით გასტანა.

წამოსვლისას კი, მე და ჩემი მასპინძელი და-ძმა მილანის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე – ნავილიზე გავედით, რომელიც სავსეა ბარებითა და ღამის კლუბებით. ჩვენც ერთ-ერთ ბარზე შევაჩერეთ არჩევანი.

ვენეცია

შაბათ-კვირას კი ვენეციისკენ ავიღეთ გეზი. მატარებლით სულ რაღაც 3 საათი დაგვჭირდა და ფეხი დავდგი ამ ულამაზეს, ზღაპრული ხედებით სავსე ქალაქში. ნამდვილად ვერ ვიჯერებდი, რომ ამ სამოთხეში ვიმყოფებოდი. უაზროდ ვიბოდიალეთ ვენეციის ვიწრო ქუჩებში, მიუხედავად უსიამოვნო სუნისა, მაინც ვაგრძელებდით აქეთ-იქეთ ხეტიალს.

სწორედ აქ გავსინჯე პირველად ლაზანია, რომელმაც ჩემს უსაყვარლეს საჭმელებში პიცას აჯობა და მოწინავე ადგილი დაიკავა. ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენლად არარეალური და თვალისმომჭრელი იყო.

მილანის დღეები

მილანში ამ დროს მოდის კვირეული მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ჩვენებაზე მოხვედრა ჩემთვის შეუძლებელი იყო, მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნა და ლამაზად ჩაცმული ცნობილი ადამიანების თვალიერებაც სიამოვნებას მგვრიდა.

დღეები სინათლის სისწრაფით გადიოდა, ყოველდღე ახალი ადგილების აღმოჩენაში ვიყავი. ვესტუმრე ბიკოკას მუზეუმსაც, რომელიც  თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, დამაჯარიმეს კიდევაც, თანაც იმიტომ, რომ საკმარისი სამგზავრო საბუთები არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მილანში ტრანსპორტი ძალიან ძვირია, პატიოსნად ვიხდიდი ყოველ კვირა 17 ევროს, რომელიც მოიცავდა ყველა ტრანსპორტით მგზავრობის უფლებას. თუმცა, თურმე არსებობს სხვა კერძო კომპანიებიც, რომლის ტრანსპორტით მგზავრობას დამატებითი ბილეთები ჭირდება.

ამას არ შეუშლია ხელი მილანის დაპყრობაში. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოფიამ, რომელიც საბერძნეთიდან იყო, დამპატიჟა „Bagati Valsecchi”-ის მუზეუმში.

ასევე ოჯახთან ერთად ვესტუმრე პრადას მუზეუმს, რომელიც აგრეთქვე თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს.

ჩემი მოგზაურობის მიწურულს კი გადავწყვიტე დუომოს შიგნიდან დათვალიერებაც და სულ რაღაც 11 ევროდ შევედი ამ გიგანტურ და თვალისმომჭრელ შენობაში.

რომი

რა თქმა უნდა, რომის ისტორიულ მიწაზეც დავდგი ფეხი და ჩემი თვალით ვიხილე ისტორიული მონუმენტები. მთლიანი ქალაქი ერთი დიდი მუზეუმია.

დამთავრდა ჩემი პროექტი და მომიწია ჩემს უკვე უსაყვარლეს მოსწავლეებთან განშორება. სკოლის ბოლო დღეს უამრავი საჩუქრით გამომიშვეს უკან. ყველასგან იგრძნობოდა უდიდესი სითბო და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროეტქმა ჩემი ენერგიის 100% წაიღო და 24 საათი ძალებისგან გამოფიტული, გადაღლილი ვიყავი, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. უბრალოდ შეყვარებული ვარ იტალიაზე, კონკრეტულად კი მილანზე.

პოსტის ინგლისურენოვანი ორიგინალი: https://aslmka.wordpress.com/2016/03/26/arrivederci-milano/

ევროპის ქალაქებში დამოუკიდებლად მოგზაურობის შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ დაბინავება იაფ საცხოვრებელში. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილია სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

Viewing all 117 articles
Browse latest View live