Quantcast
Channel: Hotels in Tbilisi
Viewing all 117 articles
Browse latest View live

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

$
0
0

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის ძვირი და რთული. მთავარია მონდომება, ინგლისურის ცოდნა და თუ უფასოდ არა თბილისის საშუალო უნივერსიტეტის ფასად მაინც შეძლებთ ევროპული განათლების მიღებას, მაგალითად კრაკოვში. კრაკოვი გარდა იმისა, რომ პოლონეთის სამეფო დედაქალაქად იწოდება საუნივერსიტეტო-სტუდენტური ქალაქიცაა. ამ სტატუსის მთავარი მიზეზია “იაგელონის უნივერსიტეტი”. ის ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. უნივერსიტეტის დაარსების სიგელი 1364 წელს გამოსცა მეფე კაზიმირ III დიდებულმა.

რამდენიმე წლის წინ კრაკოვში 4 დღით დარჩენა გადავწყვიტეთ და რა თქმა უნდა საცხოვრებლად ბინა შევარჩიეთ Airbnb-ზე. თუ როგორ ხდება ეს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

მოკლედ ბინა დავიქირავეთ კრაკოვის ისტორიული ცენტრის კარიბჭესთან, რკინიგზის ვაგზალთან ახლოს. მასპინძელ გოგონასთან, ალინასთან მიმოწერისას გაირკვა, რომ ის უკრაინიდანაა და კრაკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. შეხვედრისას კი გვიამბო, რომ კრაკოვში პოლიტოლოგიას ეუფლება და სასწავლო წლის მანძილზე მხოლოდ 800 ევროს გადახდა უწევს, ეს დაახლოებით 2200 ლარია (ალინას უნივერსიტეტის შესახებ ოდნავ ქვევით). ცნობისთვის ზუსტად ამდენია (2250 ლარი) წლიური გადასახადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვა უფრო პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი სწავლის საფასური გაცილებით მაღალია. ამ პოსტში განათლების ხარისხზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ უდავოა, რომ ევროპული უმაღლესი განათლება გაცილებით სასარგებლოა.

იაგელონის უნივერსიტეტი

“პოლონეთის ჰარვარდად” წოდებული “იაგელონის უნივერსიტეტი” პოლონეთში საუკეთესო, ხოლო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება. ყველაზე მოთხოვნადია სამედიცინო ფაკულტეტი. აქ სწავლა ერთი სემესტრი 1000 ევრო ღირს. საფასურთან ერთად საკმაოდ რთულია ჩაბარება, 1 ადგილზე 15 პრეტენდენტია. გაცილებით მარტივია სხვა სპეციალობებზე მოხვედრა და სწავლის საფასურიც ნაკლებია. მაგალითად იაპონური ენა, რომლის წლიური საფასურია 750-800 ევრო. პროფესიაც პერსპექტიულია და დასაქმების პრობლემაც მოხსნილია, რადგან კრაკოვში ბევრი ცნობილი მსოფლიო კომპანიის ფილიალია გახსნილი. მათ შორის არის “გუგლი”.

უნივერსიტეტში სწავლა ძირითადად პოლონურ ენაზეა, მაგრამ სპეციალობების საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, რომელიც ინგლისურ, გერმანულ რუსულ და უკრაინულ ენებზეა. ინგლისურის მცოდნეთათვის დიდი ყურადღება ეთმობა “ევროპეისტიკას”, საერთაშორისო ურთიერთობებს და ბიზნეს სპეციალობებს.

უნივერსიტეტის ისტორიულ კორპუსებში მოწყობილია სხვადასხვა თემატური მუზეუმები, ეზო კი ფიზიკის ლაბორატორიას წააგავს, აქ ცდების ჩატარება ყველა მსურველს შუეუძლია.

“იაგელონის უნივერსიტეტში” მოსახვედრად საჭიროა სტანდარტული ცნობები და უნივერსიტეტის ვებსაიტზე სპეციალური ფორმა-ანკეტის შევსება, შემდეგ უნდა დაელოდოთ შედეგებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებსაიტზე: www.en.uj.edu.pl

კიდევ ერთი უნივერსიტეტი, სადაც სწავლა 1200 ევრომდე დაგიჯდებათ – კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი

ბუნებრივია აქ ეკონომიკური ხასიათის პროფესიებს ეუფლებიან, მათ შორის არის MBA (Master of Business Administration) და MPA (Master of Public Administration). უნივერსიტეტის ისტორია 1925 წლიდან იწყება და ის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება პოლონეთში. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე: uek.krakow.pl

და ბოლოს უნივერსიტეტი სადაც ჩვენი ნაცნობი მასპინძელი ალინა სწავლობდა – Krakowska Akademia im Andrzeja Frycza Modrzewskiego – www.ka.edu.pl

ამ უნივერსიტეტში ყველა პირობა არის შექმნილი უცხოელი სტუდენტებისთვის, სწავლაც იაფია, დაახლოებით 800 ევრო და სწავლის დონეც მაღალია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით. სასწავლებელს აქვს ხარისხიანი სტუდენტური საცხოვრებლები და სპორტული კომპლექსები, ის რაც საჭიროა ხარისხიანი სტუდენტური ცხოვრებისთვის.

რაც მთავარია ამ უნივერსიტეტებში სწავლა ახალგაზრდას კარს უხსნის და საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მაღალი დონის ევროპული განათლება მიიღონ.


რუსთავი-თბილისის რკინიგზა

$
0
0

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე.

მატარებლის ბილეთი შეძენა შეიძლება როგორც ვაგზლის სალაროში ასევე თავად მატარებელში და ის არარეალურად იაფი ღირს, მხოლოდ 50 თეთრი. ასეთი ფასით საუბარიც კი ზედმეტია მატარებლის რაიმე ეკონომიკაზე ან სარკინიგზო ბიზნესზე. ფასის შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს ამ მატარებლის კომფორტი და მგზავრობის ხარისხი.

18:55-მდე, გასვლამდე მატარებელი თითქმის მთლიანად გაივსო. კიდევ ერთი მატარებელი რუსთავის მიმართულებით დილის 7-ზე გადის. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია და ამ ხნის მანძილზე ვერც ფანჯრიდან ცქერით დატკბები და ვერც ვაგონის კომფორტით.

მატარებლის ფანჯრიდან გადაღებული ვიდეოhttps://www.youtube.com/watch?v=DadPGrS-ueo

თუმცა ალაგ-ალაგ არქიტექტურული არტეფაქტების აღმოჩენაც შეიძლება, მაგალითად რკინიგზის სადგური “ველი”.

გარდაბნისკენ (რუსთავისკენ) მიმავალ მატარებელს პირველი გაჩერება აქვს სამგორში, იქ სადაც უნდა აშენებულიყო აღმოსავლეთის რკინიგზის სადგური და რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნებოდა მეტროსთან, მაგრამ ძველის დანგრევის შემდეგ პროექტი პოლიტიკას შეეწირა და ახლა იქ ქაოსური ბაზრობა და ავტოსადგურია მოწყობილი.

აქ მატარებელი მთლიანად ივსება და ისედაც ხმაურიანი ვაგონი კიდევ უფრო ახმაურდება. მოსაწყენი ხმაურის შემდეგ შებინდებისას ჰორიზონტზე რუსთავიც გამოჩნდა.

ბოდიში ფოტოების ხარისხის გამო, მატარებლის ფანჯრების სისუფთავის ხარისხი მეტის გადაღების საშუალებას არ იძლეოდა. ამასობაში მგზავრები წამოიშალნენ და გასასვლელებს მიაწყდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავის რკინიგზის სადგურს მივუახლოვდით.

რუსთავში მატარებელი თითქმის დაიცალა. უკან გზაზე თბილისამდე ბევრი არავინ დამგზავრებია.

ამ სარკინიგზო ხაზის გაუმჯობესების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ გრანდიოზულ პროექტებზე ოცნებობენ და რუსთავს ხან მიწისზედა მეტროთი ხანაც ტრამვაით აკავშირებენ. კიდევ კარგი მონორელსის იდეა რომ არავის აწუხებს. ყველა პროექტს თავის ეკონომიკა აქვს და მარტივი გამოსათვლელია ყოველდღიურად 20 ათასი მგზავრის გადასაყვანად რომელი ტრანსპორტი გამოდგება და რა პროექტის განხორციელება ღირს. მინიმუალური დანახარჯებით კი შეიძლება არსებული ლიანდაგის რეკონსტრუქცია ისე, რომ თანამედროვე ტიპის შემადგენლობამ მაღალი სიჩქარე (შტადლერის შემთხვევაში 160 კმ/სთ-მდე) განავითაროს და რუსთავი თბილისს უმოკლეს დროში დაუკავშირდეს.

10 ლარად ბათუმში მატარებლით

$
0
0

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე.

ვისაც ბიზნეს ან პირველი კლასის ბილეთის საფასურის გადახდა არ შეუძლია (მე არასდროს მიმგზავრია ამ კლასით) და არც 25 ლარი ემეტება თბილისიდან ბათუმში ეკონომკლასით ჩასასვლელად შეუძლია მატარებლით 10 ლარად იმგზავროს.

ევროპაში ბიუჯეტური მოგზაურობისას არასდროს ვთაკილობ გადაჯდომით მგზავრობას. ამის მაგალითად გამოდგება ის თუ როგორ მოვხვდი ლვოვში. ან კიდევ გზა პრაღამდე და უკან. ეს კეთდება სამგზავრო ხარჯების მინიმიზირებისთვის და საბოლოო მიზნის მისაღწევად, მოხვდე იქ სადაც პირდაპირი რეისით სიძვირის გამო ვერ მოხვდები. ასეა ბათუმის შემთხვევაშიც.

იაფი გზა, ანუ როგორ მოხვდეთ თბილისიდან ბათუმში 10 ლარად.

გზა თბილისის რკინიგზის სადგურიდან იწყება.

ვაგზლის სალაროში ან ინტერნეტის მეშვეობით უნდა შეიძინოთ ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი ქუთაისის მიმართულებით, რომელიც 8 ლარი ღირს.  მატარებელი თბილისი-ქუთაისი ყოველდღე, დილის 9 საათზე გადის. ქუთაისში მატარებელი 14:30 წუთზეა.

ქუთაისიდან ბათუმისკენ ელექტრომატარებელი (“ელექტრიჩკა”) 17:00 საათზე გადის. ბილეთის შეძენა ქუთაისის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურზე შეგიძლიათ 2 ლარად.  შუალედი, რომელიც ბათუმის მატარებლის გასვლამდე გექნებათ, შეგიძლიათ ქუთაისის დასათვალიერებლად გამოიყენოთ. მატარებელი, რომელიც ქუთაისიდან 17:00 საათზე გადის ბათუმში 21:00 საათზე ჩადის.

ბათუმიდან თბილისში დაბრუნების მარშრუტიც იგივეა. “ელექტრიჩკა” ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველდღე, 08:25 საათზე გადის და ქუთაისში დაახლოებით 12 საათზე ჩადის. ქუთაისი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელიც ყოველდღე 12:15 საათზე გადის ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან და 17:15 საათზე მატარებელი თბილისში ჩამოდის. ამ მარშრუტით მგზავრობის ხანგრძლივობდა დაახლოებით 9 საათია.

ბათუმში ან მის შემოგარენში იაფი ჰოსტელის, სასტუმრო სახლის ან სასტუმროს მოსაძებნად გამოიყენეთ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ ბინების დაქირავებას ამჯობინებთ და “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

$
0
0

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”).

რესტორანი საბჭოთა სასადილოს მოგაგონებთ, მაგრამ მხოლოდ ინტერიერით და მომსახურების პრინციპით. კერძები კი სიიაფის მიუხედავად უახლესი პროდუქტებისგანაა დამზადებული და ძალიან გემრიელია. სწორედ ამიტომ იქ თითქმის ყოველთვის გრძელი რიგი დგას.

მენიუ დიდი აბრების სახით შესასვლელშივეა გამოკრული. მისი გადაღება მხოლოდ გვიან საღამოს შევძელი, როდესაც რესტორანი დაცარიელდა.

აქ თავდაპირველად დავაგემოვნე გემრიელი პოლონური სუპი “ჟურეკი” (ძეხვით, კვერცხითა და კარტოფილით) – ფასი 4.5 ზლოტი, ანუ 3 ლარი.

რესტორნის მრავალფეროვან მენიუში ყველაზე ძვირიანი კერძი 16.50 ზლოტი, შესაბამისად 11 ლარი ღირს. შემდეგ ფოტოზე ორი ადამიანისთვის განკუთვნილ საკვებში 24 ლარი გადავიხადე.

ეს სასადილოს ტიპის დაწესებულება, რომელსაც რძის ბარი ჰქვია, იმითაც არის კარგი, რომ არ გიწევს კერძების ლოდინი და თუ რიგი არ შეგაწუხებს პირდაპირ მიიღებთ მენიუში ამორჩეულ, ახლადმომზადებულ, ცხელ-ცხელ კერძებს.

ერთად-ერთი რაც შეიძლება ყველაზე შემაწუხებლად გამოიყურებოდეს არის “ბომჟებთან” შეხვედრის ალბათობა, რომლებიც იაფ საკვებს და ნარჩენებს ეტანებიან. ასევე სასადილოში არ არის ალკოჰოლური სასმელები და დროსსატარებლად არ გამოდგება, თუმცა კი საღამოს ამ ყვავილებიან ფანჯარასთან ჩამოჯდომა მაინც შეიძლება.

სასადილოს სიიაფის მთავარი საიდუმლო სამთავრობო სუბსიდირებაშია. პოლონეთის მთავრობა მსგავს ხელმისაწვდომ რესტორნებს რამდენიმე დიდ ქალაქში აფინანსებს.

Bar Mleczny “Pod Temidą” – რძის ბარის პოვნა იოლია -კრაკოვში ცენტრალური “ბაზრის მოედნიდან” უნდა გაუყვეთ იმ ქუჩას როემლზეც მდებარეობს ქართული რესტორანი, ცოტა მოშორებით კი ამ იაფფასიან სასადილოსაც წააწყდებით.

თუ კრაკოვში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დაბალფასიანი სასტუმროებიც მოიძიოთ hotelscombined.com

hotelscombined-krakow

ან კიდევ შეგიძლიათ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ აპარტამენტი 35 ევროს ფასდაკლებით.

airbnb-krakow

Wizz Air: ქუთაისი –ლონდონი

$
0
0

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს 16 თებერვლიდან ავიაბილეთების შეძენის საშუალება ექნებათ ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

ლონდონის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

$
0
0

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით.

თითქოს ყველა კმაყოფილი იყო, როგორც მგზავრები ასევე ტაქსისტები, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მოსვენებას არ აძლევდა სატაქსო ბიზნესში არსებული „იდილია“. რა თქმა უნდა, ესენი მთავრობის წარმომადგენლები არიან.

თბილისის მერიის ინიციატივები

თითქმის ორი წელია თბილისის მერიაში ტაქსების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყეს. ამ საკითხებზე 2017 წლის 17 იანვარს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც იმსჯელეს, რომელსაც ესწრებოდნენ ექსპერტები ნიუი-ორკიდან და ჩიკაგოდან. მათ თბილისის მერიის წარმომადგენლებს საცობებთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ თბილისში საცობების ყველაზე დიდი მიზეზი ტაქსებია. აშშ-დან მოწვეულმა ტრანსპორტის სპეციალისტმა, რიჩარდ კრისმა (ყურაშვილი) აღნიშნა, რომ თბილისში ხერგილების (საცობების) ძირითადი წყაროა ის, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს, „ტაქსაობა“ შეუძლია. ეს კი მისი აზრით არასწორია. ამერიკელი ექსპერტის თქმით, აუცილებელია სფეროს დარეგულირება.

„გასაგებია, რომ ხალხმა გაჭირვების გამო შეიცვალა პროფესია და ტაქსებს მართავენ, მაგრამ ასეთი ქაოსი არ შეიძლება – ყველაფერი უნდა ჩამოყალიბდეს და შეიცვალოს, მათ შორის სტანდარტები და წესები, დაწყებული მანქანის რეგისტრაციიდან, დამთავრებული მართვის მოწმობით“, – ამბობს კრისი.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. იგი საკმაოდ საინტერესოდ მიიჩნევს მოწვეული ექსპერტების გამოცდილებას და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას აქვს ტაქსების რეგულირების რამდენიმე პროექტი, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

„ჩვენთან ტაქსების ბაზარი არ რეგულირდება და არანაირი კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს, რაც არის პრობლემატური რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარ პრობლემას წარმოადგენს მგზავრთა უსაფრთხოება და ურბანული მობილობის რიგი საკითხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს თბილისში ტაქსების ბაზარი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია. შემდეგ გვინდა, რომ ეს მასალა წარვუდგინოთ საზოგადებას. ამიტომ, ვფიქრობთ, ამერიკელი ექსპერტების გამოცდილება ამ კუთხით საინტერესო იქნება“, – მიაჩნია ლექვინაძეს.

კონფერენციაზე მოწვეული ამერიკელი ექსპერტები ძირითადად საუბრობდნენ ნიუ-იორკის ტაქსების სისტემის გამოცდილებაზე, რომელიც ყველაზე რეგულირებადი სისტემაა მთელ შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში იმისთვის, რომ ავტომობილის მფლობელმა „უბერის“ სისტემის მეშვეობით მგზავრი გადაიყვანოს, უამრავი ლიცენზია და ნებართვა უნდა აიღოს და რა თქმა უნდა, არცთუ მცირე მოსაკრებლები გადაიხადოს. ამერიკის სხვა შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, „ტაქსაობისთვის“ საჭიროა მხოლოდ მართვის მოწმობა და ავტომობილი.

ნიუ-იორკში ტაქსების ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციების გამო, ბუნებრივია სერვისი გაძვირდა, რასაც იქაური მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, ეს თავად თბილისში მოწვეულმა ექსპერტებმაც აღიარეს. როგორც ფერნანდო მათეომ აღნიშნა, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ყველა მაინც შეეჩვია დაწესებულ რეგულაციას. ეს თუ ცხოვრების მაღალი დონით გამორჩეულ ნიუ-იორკში მოხერხდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს თბილისშიც. აქ მოსახლეობას უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებს, რომელთა საწყისი უმუშევრობა და მწირი შემოსავლებია. სწორედ ამ მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ბევრ მოქალაქეს, როგორც მგზავრებს, ასევე მძღოლებს, არარეგულირებადი ტაქსების ბიზნესი.

როგორ აპირებს თბილისის მერია ტაქსების რეგულირებას, დღემდე გაურკვეველი რჩება. იდეის დაბადების ეტაპზე განიხილებოდა როგორც მემკვიდრეობითი ლიცენზირება ასევე ე.წ. რეგისტრაცია. უფრო მოგვიანებით აქცენტი გაკეთდა რეგისტრაციაზე, მაგრამ რას ნიშნავს ეს და რა საკანონმდებლო ბაზის მიხედვით უნდა მოხდეს ტაქსების აღრიცხვა, ძნელი სათქმელია.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით: „ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. შესაბამისად, განვიხილეთ მექანიზმები თუ როგორ შეიძლება აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული რამე დანახარჯებთან და არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნაწილი იყოს პრიორიტეტული“.

მერის მოადგილის განმარტებით, ძირითადი რასაც ტაქსების რეგულირების დოკუმენტი დაეყრდნობა, უსაფრთხოების პრინციპები იქნება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

უსაფრთხოების ნაწილი, თავის მხრივ, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც მის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლიობას მოიცავს, და მძღოლის უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმ მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას, რომელიც ადასტურებს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის შესაძლებლობას უსაფრთხოდ გადაადგილდეს როგორც ჩამოსულ ტურისტთან, ისე ადგილობრივ მოქალაქესთან ერთად.

ცვლილებები მოიცავს ოთხ ეტაპს. როგორც თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, ახალი რეგულაციები ეტაპობრივად განხორციელდება და სექტორში დასაქმებულებს მინიმალური დანახარჯებით მომზადების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა.

აღწერილი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში გაურკვეველი რჩება როგორ გამოვლინდება, ან როგორ და რა ფორმით დაისჯებიან, ვთქვათ, რუსთავიდან ან გორიდან ჩამოსული ტაქსისტები, რომლებზეც ბუნებრივია თბილისის მერიის მოთხოვნები არ გავრცელდება.

აქვე გასათვალისწინებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ფაქტორი, რომელიც ტაქსით მომსახურების ბიზნესის წამოწყებას ავტომობილის ყველა მფლობელს აძლევს. ასეთია მაგალითად „უბერი“.

“უბერი” და რეგულაციები

„უბერის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ტაქსის გამოძახების სერვისი, ან ამავე აპლიკაციის გამოყენებით „ტაქსაობა“ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება და ახლო მომავალში არაფერია გამორიცხული.

„უბერის“ გამოჩენას ბევრ ტრადიციულ ქვეყანაში უამრავი წინააღმდეგობები ახლდა. წლების წინ, საქმე ზოგან ფიზიკურ დაპირისპირებამდე და დარბევებამდეც კი მივიდა, მაგალითად, საფრანგეთში. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყველა დაბრკოლების, ფიზიკურისა და საკანონმდებლო წინააღმდეგობის გადალახვა მაინც შეძლო. მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ როგორ მოხდა ეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.

„უბერი“ ახალდარეგისტრირებულ მომხმარებელს 10 ევროს სამგზავრო ბონუსს აძლევს, ანუ ამ თანხით შეგიძლიათ პირველი მგზავრობა ისე განახორციელოთ, რომ თქვენი ჯიბიდან არაფერი გადაიხადოთ (გამოიყენეთ პრომოკოდი: kakham11ue ). სწორედ ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადავწყვიტე ათენში და გამთენიისას სასტუმროდან აეროპორტის ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად „უბერის“ აპლიკაციით ტაქსი გამოვიძახე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თუ ამ მანძილის გასავლელად ტრადიციული ტაქსი, რომლის გაჩერება ქუჩაში შემეძლო, 10 ევროს და მეტს მოითხოვდა, “უბერმა” 4 ევრო გადამახდევინა, და ისიც სისტემის მიერ ნაჩუქარი 10 ევროდან ჩამომაჭრა. დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილზე წინასწარ ცნობილი ახალთახალი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მოვიდა და სანამ ჩავსხდებოდით, მძღოლმა ერთ ოფიციალურ ფურცელზე ხელმოწერა მთხოვა. მეგობრულად მითხრა, ეს იმ შემთხვევაში არის საჭირო, თუ პოლიცია გაგვაჩერებს, აქ ჩაწერილ თანხას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ფასი უცვლელი რჩებაო. მცირედი დაეჭვების შემდეგ ხელი მაინც მოვაწერე, რადგან „უბერის“ სისტემა მომხმარებლის უფლებების დაცვის უამრავ მექანიზმს მაძლევს და დამატებით თანხასაც ვერავინ გადამახდევინებდა. ავტომობილის მფლობელმა ამიხსნა, რომ უბერის მძღოლებს ადგილობრივი ტაქსისტები და პოლიცია არ სწყალობს და რომ თავს ამ ოფიციალური ფურცლით იცავენ.

ხელშეკრულების გაცნობისას აღმოჩნდა, რომ მე ოფიციალურად ავტომობილი მძღოლით 8 საათით დავიქირავე და ამაში 83 ევრო გადავიხადე. კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვით ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო 7 საათს შეადგენს. ეს არის მექანიზმი, რომელიც ბერძენმა კანონმდებლებმა ადგილობრივი „ტაქსისტების“ „დაცვის“ მოტივით დააკანონეს. მაგრამ იმისთვის, რომ ავტომობილის მფლობელმა რიგითმა ბერძნებმა ტაქსაობა შეძლონ, აფორმებენ ხელშეკრულებებს, რომლის მეშვეობითაც სისტემის მოტყუებას ახერხებენ. რჩება თუ არა ამით მოგებული სახელმწიფო და ტრადიციული ტაქსები, ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს. მაშ რა აზრი აქვს ისეთი რეგულაციების დაწესებას, რომელთა გვერდის ავლა ერთი ფარატინა ქაღალდით შეიძლება?

“იანდექს ტაქსი” და კონკურენცია

საქართველოში „იანდექს ტაქსის“ გამოჩენას თან ახლდა კრიტიკა პოლიტიკური არგუმენტების თანხლებით. როგორც ცნობილია, ის რუსული კომპანიაა და მობილურ აპლიკაციაში გამოყენებულ რუკებზე საქართველოს კონფლიქტური რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დატანილია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

„იანდექსმა“ ეს პრობლემა თავისებურად გადაწყვიტა და საქართველოდან მის სისტემაში შესულ მომხმარებლებს საქართველოს საზღვრებს მთლიანს და ერთიანს აჩვენებს. „იანდექს ტაქსი“ მუშაობს „უბერის“ მსგავსი პრინციპით. ის წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ტაქსისტებს აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მგზავრებით უზრუნველყოფს, ხოლო მგზავრებს ტაქსის სწრაფად გამოძახებისა და იაფად მგზავრობის საშუალებას აძლევს, თავად კი საკომისიო პროცენტებით დიდ მოგებას იღებს. ამჟამად „იანდექს ტაქსისთან“ საქართველოში 33-მდე ტაქსის კომპანია თანამშრომლობს და მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით 1 კილომეტრი 30 თეთრად გაიაროს. ამგვარმა ფასმა კიდევ უფრო გაზარდა კონკურენციის სიმწვავე და „იანდექს ტაქსის“ კრიტიკა პოლიტიკურიდან ეკონომიკურ ჭრილში გადავიდა.

ასეთი კრიტიკა 17 იანვარს „დამსაქმებელთა ასოციაციაში“ გამართულ კონფერენციაზე ტაქსების ერთერთი კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან გაისმა. მან რუსული კომპანიის მიერ დაწესებული დაბალი ფასები გააპროტესტა და განაცხადა, რომ „იანდექს ტაქსი“ მიუღებელი ფორმებით ცდილობს მათ დასუსტებასა და ბაზარზე მონოპოლიას. როგორც კონფერენციაზე გამომსვლელმა აღნიშნა, ფასების შემცირების გამო სამსახურიდან თანამშრომელთა დიდი ნაწილის გაშვება მოუწია, ხოლო „იანდექს ტაქსმა“ ამ ფორმით მისი კომპანიის მძღოლების უმეტესობა გადაიბირა. მსგავსი საჩივრები ახასიათებს ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებმაც კონკურენციას ალღო ვერ აუღეს და სახელმწიფოსგან მფარველობას მოითხოვენ სხვადასხვა პრობლემების მომიზეზებით. მათზე რეაგირება კი უსათუოდ იწვევს ნიუ-იორკის მსგავსად, მომსახურების გაძვირებას, ან იმას, რაც მაგალითად ათენში ხდება: შეზღუდული ბიზნესი საქმიანობას ჩრდილში გადანაცვლებით და სახელმწიფოს მოტყუებით აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებით გაძვირება გარდაუვალი იქნება, მომხმარებელთა ნაწილი მას მაინც ემხრობა. მთავარი არგუმენტია ის, რომ სახელმწიფო მათზე უნდა ზრუნავდეს. სოციალურ ქსელებში ხშირად გადაეყრებით კომენტარებს, რომ მგზავრი გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც ქუჩაში ტაქსს გააჩერებს – ავტომობილი სუფთა და მძღოლი თავაზიანი უნდა შეხვდეს. ასეთი მოსაზრებების ავტორები ითხოვენ, რომ მათ არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, თუ რომელი ტაქსია უკეთესი, რომელი გააჩერონ და რომელი არა.

თანამედროვე ტექნოლოგიები აქაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად „უბერის“ ტაქსის მგზავრი შეფასებას აძლევს, როგორც მძღოლს, ასევე ავტომობილს. ამ შეფასებებით დგება მძღოლის რეიტინგი, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს. თავად მობილური აპლიკაციაც აფასებს მძღოლის პროფესიონალიზმს „ჯი-პი-ეს“ სისტემის გამოყენებით. არის ფუნქცია, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს კონკრეტული მძღოლი დაბლოკოს და მომავალში მათი შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება.

მიუხედავად ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებისა და მრავალფეროვანი ტექნოლოგიებისა, რომლებიც შედეგად მოიტანა გამძაფრებულმა კონკურენციამ, მოქალაქეთა ნაწილი, ისინი, ვინც რეგულაციებს ემხრობიან, უარს ამბობენ არჩევანის უფლების გამოყენებაზე, ანდა ვერ ახერხებენ ხარისხიან და უხარისხო, იაფ და ძვირ ტაქსებს შორის არჩევანის გაკეთებას. თუმცა კი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე თამამად ირჩევენ იმათ, ვინც ქვეყნას ხან უხარისხოდ, ხანაც კი უკუღმა მართავს.

ჟურნალი “ბიზნესი და მენეჯმენტი”

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

$
0
0

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

და თუ რატომ აღწერილი მაქვს შემდეგ პოსტებში:

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება ევროპის ქალაქებში იაფი თუ კომფორტული საცხოვრებლის მოძიება. მე რადგან ორკაციან მოგზაურთა ჯგუფსაც კი აპარტამენტების დაქირავებას ვურჩევ, ამიტომ თქვენს ყურადღებას ისეთ აპარტამენტებზე შევაჩერებ, რომელთა ხარისხის განსაზღვრის საშუალებას მათთვის მინიჭებული ვარსკვლავები და სხვა ჯილდოები იძლევა.

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები: Nebbia Hotels

ეს არის რამდენიმე აპარტამენტი პრაღაში, რომელიც გაერთიანებულია ერთ კომპანიაში სახელწოდებით “ნებია ჰოტელს”. აქ სტუმრებს მასპინძლის ნაცვლად შეხება აქვთ სასტუმროს პერსონალთან, ადმინისტრატორთან, მენეჯერთან ან დამლაგებელთან.

Nebbia Hotels პირველად 2008 წელს აღმოვაჩინე, როდესაც პრაღაში მოგზაურობის დაგეგმვა დავიწყე და დაბალფასიან ჰოსტელებს თუ სასტუმრო სახლებს დავეძებდი. არჩევანი “ნებია ჰოტელსზე” შევაჩერეთ უპირველეს ყოვლისა მდებარეობის და შემდეგ ფასის გამო. იმჟამად სასტუმროს ვებსაიტზე ეწერა, რომ “რეზიდენცია ტინსკა” მდებარეობს სტარომესტკის მოედანთან, ტინის (Chrám Matky Boží před Týnem) ტაძრის უკანა მხარეს. ამაზე ცენტრალური ადგილი ძნელი წარმოსადგენია პრაღაში.

ფოტოზე, შუაგულში ღია-ყვითლით შეღებილი 3 სართულიანი სახლი მოსჩანს, ეს არის 5 ვარსკვლავიანი “რეზიდენცია ტინსკა”, რომელიც აერთიანებს რამდენიმე აპარტამენტს. ჩვენ ყველაზე მცირე ზომისა და ყველაზე იაფი, ორკაციანი სტუდიო “გარსონკა” ავირჩიეთ, მაგრამ მაინც გვეძვირა და ადმინისტრაციასთან მიმოწერა დავიწყეთ. მეილზებზე ჩეხმა ქალმა, ევამ გვიპასუხა და 1 დღის ფასის 35 ევრომდე შემცირებას დათანხმდა.

ამ ისტორიულ სახლს, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია მე და ჩემი მეუღლე გამთენიისას მივადექით. აპარტამენტში ევას ნაცვლად უკრაინელი გოგონა ევგენია დაგვხვდა. როგორც გაირკვა ევგენია პრაღაში ტურიზმის სპეციალობას დაეუფლა და ევასთან ერთად “ნებია ჰოტელს” ხელმძღვანელობს. მოგვიანებით ამ სასტუმროს კლიენტები არაერთხელ გავხდით, ამიტომ საერთო ფოტოც შემოგვრჩა. გადაღებულია 2011 წელს.

ჩვენს ზურგს უკან არის ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტების Residence Jecna-ს სადარბაზოს კარი, აქვეა თავად “ნებია ჰოტელსის” ოფისიც. რეზიდენცია მდებარეობს პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედნის ზედა მხარეს და შედგება რამდენიმე აპარტამენტისგან. 2011 წელს ჩვენ დავბინავდით ამ ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე, ჩვენებურად მანსარდაზე. ორსართულიანი აპარტამენტი, რომელიც ორ საძინებელს, ორ აბაზანას, ერთ დიდ საცხოვრებელ სივრცეს აერთიანებს, ბარითა და სამზარეულო კუთხით, პლუს ტერასაც – 75 ევროდ დავიქირავეთ. ულამაზესი სადარბაზო აღჭურვილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის შესაფერისი ლიფტით და უსაფრთხოების სისტემებით.

ამ აპარტამენტის ხიბლს კიდევ უფრო ამძაფრებს ტერასა, საიდანაც პრაღის ულამაზესი ხედები იშლება.

ამავე შენობაშია განთავსებული “ნებია ჰოტელის” რამდენიმე სხვა აპარტამენტი, მათ შორის უფრო მაღალი კლასისა, რომელიც ჩემს მიერ დაქირავებულისგან იმით განსხვავდება, რომ სტანდარტულ სართულზეა განლაგებული და ოდნავ მეტი სივრცე გააჩნია. მომსახურება კი ერთნაირია, რაც კვირაში რამდენჯერმე აპარტამენტის დასუფთავებასაც ითვალისწინებს.

კიდევ ერთი აპარტამენტი, რომელიც მე პირადად გამოვცადე “რეზიდენცია ტინსკაში” მდებარეობს. 2012 წელს ოთხ ადამიანზე გათვლილი 2 საძინებლიანი აპარტამენტი ორმა დავიქირავეთ და როგორც წესი ძალიან კმაყოფილიც დავრჩით.

როგორც “ნებია ჰოტელის” ყველა სხვა აპარტამენტი, ესეც 5 ვარსკვლავიანია და ყოველგვარი წვრილმანით უზრუნველყოფილი. მათზე შეჩერება დროის ფუჭ ხარჯვად მეჩვენება.

ამ ისტორიული სახლის ფანჯრებიდან ძალიან საინტერესო და ლამაზი ხედი იშლება ასევე ისტორიულ ტინსკას ქუჩაზე. ერთი სიამოვნებაა ამ ხედებით ტკბობა 🙂

ბუნებრივია კლასიდან და ხარისხიდან გამომდინარე “ნებია ჰოტელსის” აპარტამენტები “იაფი” არ ღირს, მაგრამ კარგი არჩევანია მათთვის ვინც ხუთვარსკვლავიან კომფორტს დაეძებს თანაც პრაღის შუაგულში. აპარტამენტების ეს ქსელი დიდი ხანია დაჯავშნის სხვადასხვა საიტების მეშვეობით მუშაობს, ისეთების როგორიცაა ბუკინგკომი, ტრიპადვაისორი… მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 35 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

“ნებია ჰოტელსი” Airbnb-ზე – Nebbia Hotels

 

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

$
0
0

ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ 35 ევროს ფასდაკლება Airbnb-ზე.


ბოტასი და ”ბოტასი”

$
0
0

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?

სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ რაც ბატიას ოჯახი აშშ გაიქცა, რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატა”-სთან თანამშრომლობდნენ გადაწყვიტეს საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნეს ფირმა ”ბოტასი”. თავდაპირველად მათ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის შეკერვა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ კონკურენციამ ფირმა ”ბოტასი” აიძულა საკუთარი ნიშა მოეძებნა და 1950 წლიდან ფაბრიკამ სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით ე.წ. ”ვარშავის პაქტის” ქვეყნები, პირველ ყოვლისა კი საბჭოთა კავშირი, ”ბოტასის” პროდუქციის მთავარ ბაზრებად იქცნენ. ”ბოტასი” ამ ქვეყნებში ყიდდა როგორც პროფესიონალური დანიშნულების სპორტულ ფეხსაცმელს (მოციგურავეთათვის, ჰოკეისთათვის, მოთხილამურეთათვის), ასევე პროდუქციას მოყვარულთათვის – საყოველთაოდ ცნობილ და პოპულარულ ბოტასებს. ლიცენზიური ”ადიდასის” გამოჩენამდე საბჭოთა კავშირში ”ბოტასის” ბოტასები ყველაზე სანატრელ სპორტულ ფეხსაცმლად რჩებოდა. მათ საყიდლად მიდიოდნენ მოსკოვში, ყიდულობდნენ ”დახლსქვემოდან”, ”სპეკულიანტებთან”, ბათუმში – სოც-ქვეყნებიდან ჩამოსული მეზღვაურებისა და ტურისტებისგან…

botas.cz – ”ბოტასის” ფაბრიკა დღესაც არსებობს. მორავიის ქალაქ სკუტეჩში ახალი დანადგარებითა და ევროპისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმოვლილი მენეჯერების ხელმძღვანელობით, ”ბოტასი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ”ადიდასსა” და ”ნაიკს”.

რუსეთი კვლავ რჩება მათი ექსპორტის ძირითად ბაზრად, სადაც წელიწადში ”ბოტასი” 200’000 ცალ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის.

© Lord Vader – stylishblog.net

კარლოსის ხიდი

$
0
0

2007 წლის 17 დეკემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

კარლოსის ხიდზე, ჩეხურად Karlův most-ზე (და არა ჩარლის ხიდზე) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც, ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში, “ზღაპარში” დავტოვე.

წელს პრაღა კარლოსის ხიდის მშნებლობის დაწყებიდან 660 წლისთავს აღნიშნავს. ეს არის ყველაზე უძველესი ხიდი მდინარე ვლტავაზე და პრაღის სიმბოლოდაა ქცეული. ხიდის აშენება მეფე კარლოს IV გადაწყვიტა და ასტროლოგების რჩევის მიხედვით ხიდის საფუძვლის პირველი ქვა 1357 წლის 9 ივლისს ზუსტად დილის 5 საათსა და 31 წუთზე ჩაადუღაბა.

ხიდის სიგრძეა 520 მეტრი და სიგანე 9,5 მეტრი. ის ერთმანეთთან აკავშირებს პრაღის რაიონებს, ”სტარო მესტო” და ”მალა სტრანა”. ისინი მეთოთხმეტე საუკუნეში დამოუკიდებელ ქალაქებს წარმოადგენდნენ. ”კარლოსის ხიდის” აშენებამდე მდინარე ვლტავაზე ამავე ადგილზე 1170 წლიდან იუდიფეს ხიდი ფუნქციონირებდა, რომელიც 1342 წლის წყალდიდობამ დაანგრია. კარლოსის ხიდი კი ისეთი გამძლე აღმოჩნდა, რომ საუკუნეების შემდეგაც, 2002 წლის წყალდიდობამ ვერაფერი დააკლო.

ხიდისთავს კოშკები ამშვენებს. აღმოსავლეთის კოშკი შუა საუკუნეების არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კოშკზე გამოსახულია სხვადასხვა სკულპტურები, “წმინდა რომის იმპერიის” გერბები და სხვა. მეორე მხარეს აღმართულ კოშკზე კი ხიდის მფარველის ”ვიტას”, კარლოს IV-სა და ვაცლავ IV-ის სკულპტურებია.

სკულპტურა და ქანდაკება არ აკლია თავად ხიდსაც. მის ყოველ ბურჯზე აღმართულია სხვადასხვა საკულტო ქანდაკება, სულ 30. ისინი ბაროკოს ხანაში ცნობილმა მხატვრებმა შექმნეს.

კარლოსის ხიდს მაგიურსაც უწოდებენ, რადგან მასზე სრულდება ოცნების ჩაიფიქრების რიტუალი. ხშირად მინახავს ტურისტები, რომლებიც იან ნეპონუცკის სკულპტურაზე ხელით შეხებას ცდილობენ (პირველი ფოტო). თუმცა ეს არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ოცნება აგიხდეთ.

ამის შემდეგ უკან, ჩუმად, უნდა გაიაროთ ასი მეტრი და ხიდიდან წმინდანის გადაგდების ადგილზე (ხიდიდან ვაცლავ IV-ს გადაუგდია), ხელებისა და ფეხის შეხებით თქვენი ოცნება უნდა დაამაგროთ (მეორე ფოტო).

კარლოსის ხიდი არის უამრავი ტურისტის, მხატვრებისა და ქუჩის მუსიკოსების თავშეყრის ადგილი 🙂

ვინც პრაღაში მოგზაურობას აპირებს, გირჩევთ სასტუმროს ან ჰოსტელის მოსაძებნად და მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 35 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

გაგრილება ბაკურიანში

$
0
0

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს.

იმის გამო, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის აშენებული უამრავი სასტუმრო, აპარტამენტების კომპლექსი თუ კოტეჯი ფუჭად არ მოცდეს, ზაფხულში შედარებით დაბალ ფასებს აწესებენ, რაც ბაკურიანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მაგრამ მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა და დასასვენებლად აირჩიეთ ისეთი უბანი სადაც სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილების კოლონები არ იმოძრავებენ. არც ბაკურიანის ცენტრია დიდად კომფორტული და თუ რატომ ამის შესახებ ოდნავ ქვევით.

ჩემი არჩევანი დიდველზე შეჩერდა. აქ თითქმის ყველა მშენებლობა დასრულებულია, მოწყვეტილია ცენტრის ხმაურს და ახლოს არის საბაგიროსთან, რომელის ზედა სადგური ზღვის დონიდან 2130 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.

ველი – აპარტჰოტელი

აპარტჰოტელი, რომელიც კომპანია “რედკომ” ააგო დაყოფილია კერძო აპარტამენტებად, რომლებსაც ან მისი მესაკუთრეები აქირავებენ, ან თავად აპარტჰოტელის ადმინისტრაცია. ჩემს შემთხვევაში 4 ადამიანზე გათვლილი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი მისი კერძო მფლობელისგან დავიქირავე და რა თქმა უნდა Airbnb-ის მეშვეობით. თუ რას ნიშნავს “ეარბიენბი”, როგორ მუშაობს ის და როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

უცხოეთისგან განსხვავებით საქართველოში აპარტამენტის დაჯავშნისას საჭიროა დამატებითი ყურადღების გამოჩენა. პირდაპირ დაჯავშნის შემთხვევაში შეიძლება მასპინძელმა უარი გითხრათ, რადგან ბინა დაკავებული აქვს და “ეარბიენბიზე” დაკავებული დღეების დაბლოკვა დაავიწყდა, ან არ იცის… და ასე იწყება გაუგებრობები და უსიამოვნებები. სამწუხაროდ, მასპინძლების ნაწილი ეარბიენბის უყურებს როგორც განცხადებების საიტს. ბაკურიანში ჩემს ნაცნობს სწორედ მსგავსი ამბავი შეემთხვა, ამიტომ მე შერჩეული ბინის მფლობელს “ეარბიენბის” საიტზე მესიჯი წინაწარ მივწერე და ჯავშანი მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ გავაკეთე.

ეს არის “ველის” სტანდარტული ერთოთახიანი სტუდიო აპარტამენტების ფოტოები. მათი ფასი 30 დოლარიდან 50-მდე მერყეობს, ოროთახიანისა კი 60-70 დოლარია. აპარტჰოტელს ასევე აქვს საერთო სივრცე ჰოლში, საბავშვო ოთახი და რესტორანი, რომელმაც მშვენიერი კერძებით გვიმასპინძლა, რა თქმა უნდა დამატებით ფასად.

ამ და კიდევ ბევრი სხვა აპარტამენტების მოძება და დაჯავშნა “ეარბიენბის” გარდა შეგიძლიათ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com – ის აერთიანებს booking.com-ს და სხვა მსგავსს საიტს და ძებნის შედეგებში ფასების შედარების საშუალებას გაძლევთ. მოკლედ, ასე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე იაფი და მისაღბი ვარიანტი. მაგრამ მე მაინც “ეარბიენბის” გირჩევთ, თან შეგიძლიათ ისარგებლოთ 35 ევროიანი ფასდაკლებით.

აპარტამენტის შერჩევისას, რომელიც მდებარეობს აპარტჰოტელის მსგავს შენობაში იხელმძღვანელეთ არა მარტო ფასებით, არამედ იმ ინფრასტრუქტურული პლუსებით, რომელიც კონკრეტულ აპარტჰოტელს გააჩნია. მაგალითად “ორბი პალასს” რომელიც ასევე დიდველის საბაგიროსთან მდებარეობს აქვს სპა სერვისი და აუზი რაც დიდი პლუსია ზაფხულის დღეების გასამრავალფეროვნებლად. აუზით სარგებლობა მთელი დღის მანძილზე ორბი პალასის სტუმრებისთვის 15 ლარი ღირს, სხვა სასტუმროების ბინადართათვის კი ორჯერ მეტი.

მშენებლობა და ანტისანიტარია

ზევით ვახსენე და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ წინასწარ შეისწავლეთ ადგილმდებარეობა, რადგან შეიძლება სამშენებლო მოედანზე ან მოუწესრიგებელ ქუჩაზე აღმოჩნდეთ.

ბაკურიანში იმის გარდა, რომ კერძო სექტორში გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს, მუნიციპალური სამსახურებიც არ იწყენენ და ამ შუა ტურისტულ სეზონზე ტროტუარების მოწყობა განუზრახავთ. შესაბამისად დაბის ცენტრალურ ნაწილში გადათხრილი ქუჩები, უწესოდ პარკირებული ავტომობილები და ბევრი მტვერია.

მტვერი და ორმოების ავტომობილების სავალ ნაწილზე შეიძლება აიტანო კიდეც, რომ არა საყოველთაო ანტისანიტარია. ნაგავს ნახავთ ყველგან 🙁 ცენტრალურ პარკში გამიჭირდა ადგილის პოვნა სადაც საკვებისა და სასმელების ნარჩენები არ იქნებოდა მიმოფანტული. შორიდან ხედავ მომდევნო მცენარეს და ფიქრობ, რომ იქ ჩამოჯდები, მაგრამ მიუახლოვდები თუ არა აუცილებლად ნაგავს გადაეყრები და ასე თითქმის ყველა ხის ძირში.

ნარჩენები დამხვდა თითქოს ყველაზე არამასობრივ და მიუწვდომელ ადგილზეც, დიდველის საბაგიროს ქვედა სადგურის მახლობლად მეჩხერ ტყეშიც.

რისი ნახვა შეიძლება ბაკურიანში

ბავშებისთვის გართობის ძირითადი საშუალება ცენტრალური პარკის მარტივი ატრაქციონები და სათამაშოებია. უფრო მოზრდილებისთვის კვადროციკლები, ცხენები და ტროსზე დაშვება.

იქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ვიწროლიანდაგის მატარებელი, ისტორიული “კუკუშკა

კუკუშკით ბორჯომამდე მგზავრობა ულამაზესი სანახაობაა.

არანაკლებ შთამბეჭდავია და სასიამოვნო გასეირნება დიდველის სამეტაპიან საბაგირო გზაზე. ქვედა სასდგური და შესაბამისად ასვლა იწყება ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. პირველ მონაკვეთზე ასვლა ჩამოსვლის ღირებულება 5 ლარია. ამ მონაკვეთზე ასვლა ხდება დახურული კაბინებით, შესაბამისად ხარისხიანი ფოტოების გადაღება რთულია, თუმცა კაბინის შავად შეფერილი ფანჯრები ხელს არ შეგიშლით ხედებით ტკბობაში.

პირველი ეტაპის ზედა სადგურში, რომელიც ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარეობს მოწყობილია კაფე-ბარი, ისმის მუსიკა და ბევრი ამ ადგილს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და მთის რუჯის მისაღებად იყენებს.

აქვე არის მოწყობილი ,,მთის ციგა” – ტობოგანი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და პირველია ამიერკავკასიაში. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. მისწრებაა ექსტრიმის მოყვარულთათვის.

არანაკლები ექსტრიმია დიდველის საბაგირო გზის მეორე ეტაპი, რომლელზეც გადაადგილება ღია ტიპის გონდოლებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ასვლა-ჩამოსვლის ღირებულება 5 ლარს შეადგენს.

აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხედები იშლება, ტემპერატურა და ჰაერი კი წარმოუდგენლად განსხვავებული, ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ საერთოდ სხვა განზომილებაში ხვდები.

ამ საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროზე მგზავრობის ამსახველი ვიდეო:

აქვე იწყება დიდველის საბაგიროს მესამე ეტაპი – ფუნიკულიორი. მისი ბილეთის ღირებულება 12 ლარს შეადგენს. ამ მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ ზღვის დონიდან 2702 მეტრზე ახვიდეთ და სამყაროს ზემოდან გადმოხედოთ 🙂

აპარტამენტი მილანში

$
0
0

მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია. ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.

მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე.

მილანში აპარტამენტის შერჩევისას ძირითადად ვიხელმძღვანელე ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და ფასის შესაბამისობის პრინციპით. იმის გამო, რომ მილანის უბნებსა და ქუჩებში ვერ ვერკვეოდი მოძიებულ ვარიანტებს შორის ყურადღება შევაჩერე ყველაზე მიმზიდველ ფოტოებზე.

აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შერჩეული აპარტამენტი მდებარეობს მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში, რომლის სახელწოდებაა Navigli (არხების სისტემა). საირიგაციო დანიშნულების გარდა, არხები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან და უამრავ ტურისტსა თუ ადგილობრივს იზიდავს. შესაბამისად არხების გასწვრივ არსებული ქუჩები სავსეა ბარ-რესტორნებითა და დროსტარებით.

გარეთ კი ხმაურია, მაგრამ მესამე სართულზე განლაგებულ აპარტამენტში არაფერი ისმოდა, ძილში ხელს მხოლოდ კონდენციონერის ხმა გვიშლიდა. კონდენციონერის გარეშე კი გაძლება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან აპარტამენტის მეორე სართული (მანსარდა) სახურავში იყო მოწყობილი. ბინაში შესვლამდე კი სულს და გულს ნამდვილი იტალიური ეზო და მისი სილამაზე ახარებს.

აპარტამენტის დასახელებაა Glam Apartment in Navigli Area და მისი ღირებულება ერთ ღამეში 96 აშშ დოლარიდან იწყება და 4 სტუმრისთვის 104 დოლარს შეადგნს. თუმცა კი ეს აპარტამენტი 4 სტუმრისთვის ნამდვილად მცირე ზომის არის. საუკეთესოდ გამოდგება 2 ან თუნდაც 3 ადამიანის დასაბინავებლად.

მოკლედ თუ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდებით აპარტამენტის დაჯავშნისას 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

აუცილებლად გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს, რომლებიც გვერდის ქვედა ნაწილშია და შეამოწმეთ ხოლმე სტუმრების მიერ მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა. ჩემი გამოცდილებით ოთხნახევარი ან 5 ვარსკვლავი კარგი ვარიანტია ხოლმე.

გაითვალისწინეთ, რომ Airbnb კრძალავს მასპინძლის მიერ ფულის მოთხოვნას, თქვენ ფულს უხდით საიტს, ხოლო ის მოგვიანებით ურიცხავს მასპინძელს. მაგრამ იტალია რის იტალია იქნებოდა ყველა წესი რომ დაეცვა 🙂 მასპინძლები ათასგვარ დამატებით თანხას ითხოვენ ხელზე, ერიდეთ ასეთებს. ერთადერთი რასაც შეიძლება დათანხმდეთ და მეც ასე გავაკეთე, არის ე.წ. “სიტი ტაქსი” – ქალაქის გადასახადი. იტალიის ქალაქების უმრავლესობამ ტურისტებს გადასახადი დაუწესა და მათ აკრეფვას მასპინძლებს ავალებს და ისინიც 2,5 ევროს ერთ კაცზე, ერთ ღამეში, ხელზე ითხოვენ. თავისუფლად შეეძლოთ ეს საფასურიც ბინის საერთო ღირებულებაში შეეტანათ, მაგრამ რაღაცას მაიმუნობენ 🙂

ამ და კიდევ ბევრი სხვა აპარტამენტების მოძება და დაჯავშნა “ეარბიენბის” გარდა შეგიძლიათ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com – ის აერთიანებს booking.com-ს და სხვა მსგავსს საიტს და ძებნის შედეგებში ფასების შედარების საშუალებას გაძლევთ. მოკლედ, ასე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე იაფი და მისაღბი ვარიანტი.  მაგრამ მე მაინც “ეარბიენბის” გირჩევთ. უფრო დაწვრილებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Airbnb აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

ამ სისტემის მეშვეობით თქვენ შეძლებთ უფრო კომფორტული და უფრო იაფი აპარტამენტის დაჯავშნას, უბრალოდ ჩემი მოგზაურობის მომენტისთვის ბევრი საუკეთესო ვარიანტი უკვე დაკავებული იყო. ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ ადრიანად და მილანში მოგზაურობა ბათუმში დასვენებაზე ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.

ვენეცია და ფასები

$
0
0

არის თუ არა შესაძლებელი ვენეციაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით? ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკონომია მაინც შესაძლებელია. ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება.

ტრანსპორტი

ვენეციაში საქართველოდან ჩასვლის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ხელსაყრელი ქუთაისიდან მილანში “ვიზეარით” გადაფრენა და მილანიდან ვენეციაში ავტობუსით გამგზავრებაა. ქუთაისი-მილანის ბილეთი 65 ლარად შევიძინე 2-3 თვით ადრე. ასევე წინასწარ ვიყიდე ავტობუსის, Flixbus-ის ბილეთები 13.90 ევროდ. თუ კარგად ჩაუსაფრდებით უფრო იაფი ბილეთის პოვნაც შეიძლება.

ფლიქსბასის ავტობუსი საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. არც სკამებს შორის მანძილს შევუწუხებივარ და არც ხმაურს, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარე მაინც აქვს. ბილეთები ნომრების გარეშეა და ავტობუსში შესვლისას ყველა ცდილობს კარგი ადგილი დაიკავოს, უფრო წინა მხარეს.

ავტობუსში არის WI-Fi და შტეფსელი 220 ვოლტით, შეგიძლიათ მობილური ან ლეპტოპი დატენოთ და ინტერნეტში ისე იძრომიალოთ, რომ აკუმულატორი არ დაზარალდს. 3:35 საათიანი მგზავრობის შემდეგ ფლიქსბასით აღმოვჩნდით ვენეციის მისადგომებთან, მესტრეს რკინიგზის სადგურზე, რომელიც ადმინისტრაციულად ვენეციას ეკუთვნის, მაგრამ მატერიკზე მდებარეობს და ვენეციასთან სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი აკავშირებს.

მატარებლის ბილეთი, რომელიც ყოველ 10-15 წუთში დადის უნდა შეიძინოთ ავტომატში, მისი ღირებულება 1,25 ევროს შეადგენს. ყურადღება მიაქციეთ ტაბლოს, რადგან ვენეციის მატარებლები სხვადასხვა ბაქანზე შემოდიან ხოლმე. ჩემს შემთხვევაში პირველ ბაქანზე მდგომ მატარებელში ჩასხდომა ვერ მოვასწარი და შემდეგი მეთერთმეტე ბაქანზე შემოვიდა.

არის სხვა ვარიანტიც, თუ დროის დაზოგვა არ გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ მესტრედან ვენეციაში “ერთრელსიანი” ტრამვაით წახვიდეთ, რომლის 75 წუთიანი ბილეთი 1.5 ევრო ღირს. ტრამვაის ბოლო გაჩერება არის ვენეციის Piazzale Roma-ს მოედანზე. აქვეა ავტოსადგურიც, სადაც სხვათაშორის ფლიქსბასის ავტობუსებიც შედიან, მაგრამ მილანიდან ასეთი ავტობუსით მგზავრობაზე უარი ვთქვით, რადგან მარშრუტი საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი იყო, ორჯერ და უფრო მეტი ვიდრე ჩემს მიერ შერჩეული ვარიანტი.

მუსოლინის დროინდელი ფაშისტური არქიტექტურის ნიმუში – ვენეციის რკინიგზის ვაგზალი “სანტა-ლუჩია” (Santa Lucia) ავტოსადგურის მახლობლად მდებარეობს. ამის იქეთ ვენეციაში გადაადგილება, მხოლოდ ფეხით ან საწყლოსნო ტრანსპორტით შეიძლება. ვაგზლის წინ მარცხენა მხარეს არის წყლის ავტობუსების “ვაფარეტოს” გაჩერება – ნავმისადგომი, აქვე იყიდება ბილეთებიც. სტანდარტული 75 წუთიანი ბილეთის ფასია 7,5 ევრო. ერთდღიანი ბილეთი 20 ევრო ღირს, 2 დღიანი 30 ევრო და 3 დღიანი 40 ევრო.

მაგრამ თუ ვენციაში 1 დღეზე მეტხანს დარჩენას აპირებთ და წყლის ტრანსპორტით გადაადგილებაც დაგეგმილი გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ ვენეციის ბარათი, რომელიც 50 ევრო ღირს. სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ დიდ ფასდაკლებას ვენეციაში გადაადგილებისას და მუზეუმების ბილეთებზე. მაგალითად ვაფარეტოთი (წყლის ავტობუსი) მგზავრობა 7,5 ევროს ნაცვლად 1,5 ევრო დაგიჯდებათ. თანხა ბარათის ბალანზიდან ჩამოიჭრება.

ასევე ფასდაკლებას მიიღებთ დიდი არხის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გონდოლით გადასვლისას – 2 ევროს ნაცვლად 70 ევროცენტის გადახდა მოგიწევთ. ერთი ნაპირიდან მეორეზე გონდოლით გადასასვლელი რამდენიმე ნავმისადგომის დასახელება: S. Maria del Giglio; Traghetto di Santa Sofia (Sestiere di Cannaregio) და სხვა.

ხოლო თუ გონდოლით ვენეციის არხებში სეირნობას მოინდომებთ, აქ ვენეციის ბარათი ვერაფერს დაგეხმარებთ, გონდოლის დაქირავების ფასი 80 ევროდან იწყება. თუ ექვსნი ხართ, ან თუნდაც ოთხი 80 ევროს გაყოფა თავისუფლად შეიძლება, არაფერი სჯობს ვენეციის არხებში გონდოლით სეირნობას.

აქვე დავამატებ, ვენეციაში არის საწყლოსნო ტაქსებიც (სწრაფმავალი კატერი), რომლის ღირებულება 100 ევროდან იწყება.

საცხოვრებელი

ტრადიცისამებრ საცხოვრებელი Airbnb-ზე შევარჩიე, თქვენც ამასვე გირჩევთ. თუ Airbnb-ზე საიტზე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ ამ სისტემით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

Airbnb-ზე აპარტამენტი შევარჩიე სან-მარკოს მოედანთან სიახლოვისა და ფასის მიხედვით. ბინების უმრავლესობა საკმაოდ ძვრი ღირს და პლუს ამას ითხოვენ უსაფრთხოების დეპოზიტს 300 ევროს და ზევით. მე ისეთი აპარტამენტები შევარჩიე, რომელიც ამ დეპოზიტს არ მოითხოვს და შეფასებებიც საკმაოდ მაღალი აქვს.

აპარტამენტში, რომლის სახელწოდებაა COZY APARTMENT IN ST. MARK’S SQUARE და რომელიც გათვლილია მაქსიმუმ 5 სტუმარზე, არის ორი ტუალეტი, ერთი საშხაპე, სამზარეულო, ორი საძინებელი და ერთი საერთო ოთახი – ერთ დღეში გადავიხადე 174 აშშ დოლარი. ამაზე იაფ ვარიანტსაც იპოვნით, მაგრამ ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოძრაობა მოგიწევთ ფეხით. თუ ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენას გეგმავთ და ტრანსპორტისთვის ვენეციის ბარათსაც შეიძლენთ, მაშინ ცენტრიდან მოშორებით დასახლება საინტერესოც კი იქნება.

მოკლედ, Airbnb განსაკუთრებით ამართლებს ვენეციაში რადგან აქ სასტუმროს დაქირავება მთელი ოჯახისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის ძალიან ძვირი ფუფუნებაა. და თუ მაინც სასტუმროს დაჯავშნას გადაწყვეტთ, გირჩევთ ეძებოთ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

კვება

ისევე როგორც ყველაფერი ვენეციაში კვებაც ძვირია განსაკუთრებით არხისპირა კაფე-რესტორნებში.

ეს კერძები, ორი ლაზანიე, პასტა და პიცა, ერთ წყალთან ერთად 60 ევროს ტოლია “რეალტოს” ცნობილ ხიდთან მდებარე რესტორანში. მილანში იგივე მენიუში 43 ევრო გადავიხადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ვენეციის ცენტრალური ნაწილის მეორე მხარეს ფასები დაახლოებით 10 პროცენტით დაბალია.

რეალტოს ხიდის მახლობლად ვიპოვეთ სუპერმარკეტი, რომელშიც პროდუქტებზე სტანდარტული ფასებია და თუ შინ სადილის მომზადება არ გეზარებათ დიდ ეკონომიასაც გააკეთებთ. განსაკუთრებით მომეწონა მასკარპონეს ფასი, რომელიც 2 ევრომდე ღირდა (ჩვენთან 15 ლარი) და რომლისგანაც მზადდება ნამდვილი ტირამისუ.

თუ ზღვის პროდუქტების მოყვარულები ბრძანდებით ვენეციის თევზის ბაზარს უნდა მიაკითხოთ, დროის უქონლობის გამო მე ეს ვერ შევძელი და ვერაფერს გირჩევთ.

მოკლედ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გადაწყვეტთ დაახლოებით ასეთი ხარჯების გაწევა მოგიწევთ. საუკუნეების მანძილზე ვაჭრობით განთქმული ეს ქალაქი ასევე კარგია შოპინგისთვის. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილი ტყავის ადგილობრივი წარმოების ჩანთები თუ ფეხსაცმელი, ისინი ხშირად საღამოობით ქუჩაშიც გამოაქვთ სარიალიზაციოდ. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. ათასგვარი სუვენირები და ვენეციური შუშა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.

ვიდეოგასეირნება ვენეციაში

$
0
0

ვენციის არხებზე სეირნობის ამსახველი ვიდეოკადრები.

ფლიქსბასი – FlixBus

$
0
0

ფლიქსბასი  გვიან გავიცანი, მხოლოდ ამ ერთი თვის წინ ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ. ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა. აქვე ავღნიშნავ, რომ ლეოექსპრესი და ფლიქსბასი მთელ რიგ მიმართულებაზე თანამშრომლობენ და კომბინირებულ რეისებსაც ასრულებენ.

მოკლედ, ჩემი პირველი ნაცნობობა ფლიქსბასთან მილანის Lampugnano-ოს ავტოსადგურში შედგა საიდანაც ეს კომპანია უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო რეისს ასრულებს.

ზედა ფოტოებზე აღბეჭდილია მილანი-რომის ორსართულიანი ავტობუსი, ჩემი ავტობუსის გადაღება ვერ მოვასწარი, კარგი ადგილების დაკავებაზე ვზრუნავდი 🙂 ორსართულიან ავტობუსს ერთი მცირე ნაკლი აქვს, ზედა სართული დაბალჭერიანია და სალონში სივრცეც ნაკლებია. აი ერთსართულიანი ავტობუსი კი, როგორიც იყო ჩემი, მილანი-ვენეციის ავტობუსი, უფრო კომფორტულია მეტი სივრცის გამო.

ავტობუსის ფანჯრიდან 🙂

ჩემთვის კომფორტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სავარძლებს შორის მანძილია, რასაც ფლიქსბასს ნამდვილად ვერ დავუწუნებ.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსში არის 30 წუთიანი უფასო ინტერნეტი და 220 ვოლტიანი შტეფსელები ლეპტოპებისა და მობილურების დასატენად.

მილანიდან ვენეციაში 3:30 საათიანი მგზავრობამ უსაფრთხოდ და მშვიდად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით ერთ მკვეთრ დამუხრუჭებას ფასიანი გზის შლაგბაუმთან, რომელიც ავტომატურად არ გაიხსნა.

და ბოლოს, ავტობუსი დანიშნულების ადგილზე, ვენეციაში, მესტრეს რკინიგზის სადგურთან ზუსტად გრაფიკის მიხედვით ჩავიდა, სადაც მას უკვე ელოდნენ ზაგრების მიმართულებით მიმავალი მგზავრები.

მოკლედ, ფლიქსბასის ქსელი მთელს ევროპას მოედო და საუკეთესო საშუალებად იქცა ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთათვის.


ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

$
0
0

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.

საბავშვო რკინიგზამდე მისასვლელად არანაკლებ საინტერესო ტრანსპორტით უნდა ისარგებლოთ. ეს არის „კბილანებიანი ტრამვაი“, რომელსაც ბუდაპეშტის სატრანსპორტო სქემაში მინიჭებული აქვს 60 ნომერი და რომელიც უფრო ორიგინალური და კოლორიტული მომეჩვენა ვიდრე თავად საბავშვო რკინიგზა.

ტრამვაის ციცაბო აღმართზე ასვლაში ეხმარება კბილანებიანი რელსი, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება. გზად ტრამვაის ამ ხაზს გაჩერებებიც აქვს და საპირისპირო მხრიდან მომავალი შემადგენლობის გვერდის ასაქცევი კვანძებიც. ტრამვაის ქვედა, პირველი სადგურია Városmajor-ი, ხოლო ბოლო გაჩერების სახელწოდებაა Széchenyi-hegy, Gyermekvasút.

ბოლო გაჩერებიდან, დაახლოებით 100 მეტრში, მდებარეობს საბავშვო რკინიგზის სადგური. ძველი, კომუნისტური ეპოქის სადგურის შენობის მთავარ დარბაზში, სალაროების კედელს ამშვენებს მოზაიკური პანო, პიონერებისა და საბავშვო ვაგონის გამოსახულებით.

ასეთი საბავშვო რკინიგზები საბჭოთა-კომუნისტური მოდა იყო და შესაბამისად, ისინი საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც ფუნქციონირებდა, მათ შორის იყო რუსთავი.

ბუდაპეშტის ვიწროლიანდაგიანი საბავშვო რკინიგზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს აშენდა და თავდაპირველი სახელწოდება იყო „პიონერების რკინიგზა“. მის მართვა-ექსპლოატაციას მთლიანად ბავშვები ახორციელებდნენ, უფროსების მეთვალყურეობით. ახლა კი მოზარდები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობენ რკინიგზის მომსახურების პროცესში.

მოკლედ, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბლოკის ნგრევის მიუხედავად, ბუდაპეშტში საბავშვო რკინიგზა შეინარჩუნეს და დღეს საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. იმის მიუხედავად, რომ ერთი გზა უფროსებისთვის 700 ფორინტი (დაახლოებით 7 ლარი), ხოლო საბავშვო ბილეთი 400 ფორინტი (4 ლარი) ღირს, რკინიგზა მომხმარებელთა ნაკლებობას არ განიცდის. საბავშვო რკინიგზაზე მოძრაობა განრიგის მიხედვით ხორციელდება, თუმცა მატარებელმა ოდნავ, დაახლოებით 5 წუთით დააგვიანა. შესაბამისად მანევრირება და მატარებლის გასამგზავრებლად მომზადება საკმაოდ დაჩქარებულად განხორციელდა. იხ. ვიდეო:

მატარებლის შემადგენლობას ემსახურება Mk-45-ის მარკის თბომავალი, რომელიც თავისუფლად უმკლავდება 1-2 და ხანდახან 3-ვაგონიან შემადგენლობას. ვაგონები ზაფხულობით ღია ტიპისაა, ხოლო ზამთარში დახურულ ვაგონებს იყენებენ. რკინიგზას აქვს რამდენიმე გაჩერება და ის უზარმაზარი პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მატარებლით მგზავრობა ვეღარ მოვახერხე, ამიტომ ნახეთ რამდენიმე ფოტო ცნობილი ბლოგერის ალექსანდრ ბელენკის ბლოგპოსტიდან.

ბელენკი საბავშვო რკინიგზას ზამთარში ესტუმრა და დახურული ვაგონით იმგზავრა. როგორც წერს, კონდუქტორი გოგონები ბილეთებს საკმაოდ მკაცრად ამოწმებდნენ. 🙂

საბავშვო რკინიგზის თითქმის ნახევარი გზის გავლის შემდეგ, გაჩერება იანოშ ჰეგიზე (janos hegy) თუ ჩამოხვალთ და ტყეში ხეტიალს გააგრძელებთ, მიადგებით აი, ასეთ კოშკს.

ელისაბედის კოშკიდან ულამაზესი ხედები იშლება. ხედებით ტკბობას გააგრძელებთ თუ კოშკიდან ოდნავ უკან დაბრუნდებით და მაჩვენებლებით იპოვით Libegő Büfé-ს, რომელიც ერთი მხრიდან ბუფეტი, მეორე მხრიდან კი საბაგირო გზის სადგურია. საბაგირო გადის საკმაოდ შეძლებული ბუდაპეშტელების საცხოვრებელი უბნის თავზე და საკმაოდ საინტერესო სანახავია.

ამ ღია ტიპის საბაგირო გზით ჩახვალთ ქვედა სადგურთან, საიდანაც კიდევ დაახლოებით 300 მეტრის გავლა მოგიწევთ ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე (Zugliget, Libegő). თუ ეს მარშრუტი რთული მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ უკან საბავშვო რკინიგზით დაბრუნდეთ.

როგორც ცნობილია, ბუდაპეშტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიუჯეტური მოგზაურობის მოსაწყობად. Wizzair-ის იაფი ბილეთების შეძენის შემდეგ, იაფი საცხოვრებლის მოსაძებნად გირჩევთ, ისარგებლოთ Airbnb-ის სისტემით, სადაც ამ გვერდიდან დარეგისტრირების შემთხვევაში 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ ამ სისტემით, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

როდის არ ამართლებს Airbnb

$
0
0

ამ პოსტის მომზადება Airbnb-ის შესახებ გავრცელებულმა მცდარმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა, რომელთა მიზეზიც ძირითადად არის პირადი ან ნაცნობების უარყოფითი გამოცდილება. ზოგს ჯავშანს უუქმებენ, ზოგს ადგილზე ჩასვლისას სთხოვენ უფრო მეტის გადახდას, ან ბინა არ არის ისეთი, როგორიც ფოტოებზე, ან სისუფთავე მოიკოჭლებს და ასე შემდეგ. სურათს ისიც ამძაფრებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო აქტიურობენ – ეს ბუნებრივიცაა და ყველას უმტკიცებენ, რომ Airbnb არ არის სანდო, ასე ვთქვათ არ ამართლებს.

განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩემს პირად მაგალითზე და გავაანალიზოთ როდის არ ამართლებს Airbnb, ან რატომ არ ამართლებს.

შემთხვევა პირველი

ორი წლის წინ, 2015 წლის სექტემბერში ოჯახით კრაკოვში და პრაღაში მოგზაურობას ვგეგმავდით და რა თქმა უნდა ბიუჯეტი შეზღუდული გვქონდა. შესაბამისად ვეძებდით აპარტამენტებს და არა სასტუმროებს და ვეძებდით ყველაზე ახალ და კარგ საიტზე, “ეარბიენბიზე”. ორიოდე თვით ადრე კრაკოვში რამდენიმე დღე გავატარე Airbnb-ის აპარტამენტებში და კმაყოფილიც დავრჩი. მოკლედ, პრაღა 2-ში ახალი გახსნილი და შესაბამისად იაფი აპარტამენტი ვიპოვეთ, მასპინძელს (ჰოსტი) მივწერეთ და მიღებული პასუხის შემდეგ დავჯავშნეთ. თუ არ ვცდები 22 აშშ დოლარი ღირდა ერთი ღამე. ვიცოდი, რომ შეფასებების არმქონე ბინა რისკების შემცველი იყო, მაგრამ სანამ ჩვენ გავემგზავრებოდით ამ აპარტამენტებს შეფასებებიც გაუჩნდა და თანაც კარგი. მოგზაურობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, როდესაც ყველა ბილეთი და საცხოვრებელი შეძენილი გვქონდა და ჯიბეში ხურდებს ვითვლიდით, “ეარბიენბის” მესიჯი მოგვივიდა, რომ პრაღის აპარტამენტში ჩვენი ჯავშნი გაუქმებულია. სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა, სადღა უნდა გვეპოვა 2 კვირაში იაფი ბინას პრაღის ცენტრში?

კრაკოვიდანაც ცუდი ინფორმაცია მოდიოდა. ჩვენი ძველი მასპინძელი, უკრაინელი სტუდენტი ალინა ფულის დამატებას ითხოვდა, ის თანხა ვერ მივიღე რამდენიც უნდა მიმეღოო. ლაპარაკი იყო 10 დოლარზე, რომლის ჩასვლისთანავე გადავიხდიდი. მაგრამ პრაღის გაუქმებული ჯავშანი მთელს მოგზაურობას ჩაშლით ემუქრებოდა, რადგან 6 დღეში გადახდილი 132 დოლარის ნაცვლად ახლა მინიმუმ 400 დოლარი უნდა გადამეხადა. ბევრი ნერვიულობისა და ძიების შემდეგ 53 დოლარიანი ბინა ვიპოვეთ, არც მას ჰქონდა ბევრი შეფასება, მაგრამ სხვა ვარიანტი აღარ რჩებოდა და გავრისკეთ. საბოლოო ჯამში 6 ღამის ღირებულებიდან 318 დოლარიდან 50 Airbnb-მ დაფარა გაუქმებული ჯავშნის სანაცვლოდ გამოყოფილი სამოგზაურო კრედიტით, რასაც დაემატა საიტზე რეგისტრაციისთვის გამოყოფილი კრედითი 40 დოლარი და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხეთ. შედეგად პრაღა 2-ში, ცენტრალურ რაიონში ჩეხი მხატვრის აი ასეთ აპარტამენტებში ვცხოვრობდით.

ჩემი შეცდომები

აქ Airbnb არაფერ შუაშია, მე გავრისკე ზედმეტად, როდესაც ახლად გამოქვეყნებული, ორჯერ იაფფასიანი ბინა დავჯავშნე, რადგან იაფი ყოველთვის არ უდრის ხარისხიანს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სხვა მსგავს ვებსაიტზე რადგან ვერავინ შეუშლის ხელს რომელიმე ბინის დროებით მფლობელს გამოფინოს განცხადებები და იქამდე ამუშაოს ბინა სანამ ამის მისი ნამდვილი მესაკუთრე არ შეიტყობს და ამგვარ საქციელს არ აუკრძალავს. სხვამხრივ Airbnb-ზე დარეგისტრირებულ მასპინძელს არაფერში აწყობს ჯავშნის გაუქმება, რადგან ის დაჯარიმდება 50 აშშ დოლარით, რაც ბონუსის სახით დაზარალებულ სტუმარს დაერიცხება, ასევე დაიბლოკება გაუქმებული დღეები და შეფასებებში კი ავტომატურად გამოქვეყნდება შეტყობინება, რომ ეს მასპინძელი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მოგზაურობამდე ამდენი და ამდენი დღით ადრე გააუქმა ჯავშანი.

Airbnb-ის შეფასებების სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ აპარტამენტისა და მასპინძლის შესახებ მეტნაკლებ ობიექტურ სურათს იძლევა. მოკლედ, თუ შეფასებებში ერთი-ორ სტუმარს მაინც უწერია, რომ ჩეკინის დროს პრობლემები ჰქონდათ, ან მასპინძელი დათქმულ დროს არ გამოცხადდა, დიდი ალბათობით თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნება, თუ მაინცდამაინც ამ ბინას დაჯავშნით. ამიტომ აუცილებლად შეისწავლეთ კომენტარები და დააკვირდით სტუმრების მიერ მინიჭებულ ვარსკვლავებს, მათი გაყალბება ფაქტობრივად შეუძლებელია.

რაც შეეხება კრაკოვიდან წამოსულ მოთხოვნებს თანხის დამატების შესახებ, ადგილზე ჩასულებს მასპინძელმა გვახარა, რომ საიტთან ყველაფერი გაარკვია და დასამატებელი არაფერი გვქონდა. როგორც გაირკვა პრობლემას საიტზე ნაჩვენები ფასის (დოლარში) პოლონურ ზლოტებში კონვერტაცია წარმოადგენდა, რაც არანაირ შემთხვევაში სტუმარს არ უკავშირდება. ყოველგვარი მსგავსი მოთხოვნა უნდა ეცნობოს Airbnb-ის ადმინისტრაციას, რომელიც კრძალავს საიტის მიღმა ნებისმიერი თანხის მოთხოვნას თუ გადახდას. ასეთ შემთხვევაში Airbnb-ის ჩარევა ყოველთვის ეფექტიანია. თუ ელექტრონული მიმოწერის დრო არ გაქვთ შეგიძლიათ Airbnb-ის წარმომადგენლებს პირდაპირ ტელეფონით დაუკავშირდეთ.

შემთხვევა მეორე

მიმდინარე წლის გაზაფხულზე იტალიაში მოგზაურობას ვგეგმავდით და ცხადია ვენეციის მონახულება გადავწყვიტეთ.

ვენეციაში ყველაფერი ძვირია და განსაკუთრებით სასტუმრო-აპარტამენტები და თან მასპინძლები დეპოზიტს ითხოვენ, რომელიც შეიძლება სახლში დაბრუნების შემდეგ დიდი ალბათობით დაკარგო. თუ რატომ ამის შესახებ ცოტა ქვევით დავწერ. ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვეთ აპარტამენტი, რომელიც ფასის სიიაფეზე მეტად იმით გვხიბლავდა, რომ დეპოზიტი არ სჭირდებოდა. ასევე არ ითხოვდა “სიტი ტაქსს” (ქალაქის გადასახადს), რომელსაც იტალიაში თითქმის ყველა ხელზე ითხოვს და რაც Airbnb-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ამ ერთი შეხედვით არც თუ ცუდ ბინას კარგი მდებარეობაც ჰქონდა და კარგი შეფასებებიც, არც ფასი იყო ყველაზე დაბალი და არც უსაზღვროდ მაღალი – ერთი ღამე 150 აშშ დოლარი. მაშინ როდესაც სხვა კარგი ვარიანტები 180-190 დოლარიდან იწყებოდა.

ჩინელ მასპინძელთან მიმოწერაში გაირკვა, რომ ეს არ არის იზოლირებული ბინა, არამედ ეს არის ჰოსტელის ტიპის საცხოვრებელი. ანუ აქვს საერთო სივრცე, საერთო აბაზანა-ტუალეტი და პლუს არ აქვს სამზარეულო. არა და Airbnb-ზე აღნიშნული იყო, რომ ეს არის დამოუკიდებელი ბინა. თუმცა მის მფლობელს თავისუფლად შეეძლო ბინის ინფორმაცია გამოექვეყნებინა საზიარო ოთახებისა თუ პრივატ ოთახების კატეგორიაში. შესაბამისად მე, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებელ ბინას ვეძებდი ვერასდროს ვიხილავდი ამ განცხადებას და არც მოვტყუვდებოდი. ამ შეუსაბამობაზე თვალი დავხუჭეთ რადგან ვენეციაში მხოლოდ ერთი ღამის გათევა გვიწევდა და წყლის მადუღარაც კი მოვამზადე ვენეციაში ჩაის მოსადუღებლად.

გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მასპინძელს მოვთხოვე ბინის მდებარეობის GPS კოორდინატები, რადგან ვენეციაში მისამართები საკმაოდ პირობითი მცნებაა. პასუხად მივიღე სულ სხვა მისამართი ვიდრე მითითებული იყო ჩემს ჯავშანში. გავაპროტესტე მასპინძელთან, რადგან ახალი მისამართი გუგლის რუკაზე არახელსაყრელ ადგილს მაჩვენებდა, რაზეც ჰოსტმა სანუგეშო ვერაფერი მიპასუხა.

ადგილმდებარეობა იმდენად განსხვავდებოდა საიტზე ნაჩვენებისგან, რომ Airbnb-ის ადმინისტრაციაში მასპინძლის სხვა ტყუილების გაპროტესტებას აზრი აღარ ჰქონდა და შეკვეთა გავაუქმე. არავინ იცის ადგილზე კიდევ სხვა რა სიურპრიზები მელოდებოდა.

იმ დღესვე ვიპოვეთ სხვა ოდნავ ძვირი ვარიანტი, მასპინძელი სხვა კიდევ რამდენიმე აპარტამენტს ამუშავებს და ყველა მათგანზე კარგი შეფასებები აქვს. სან-მარკოს მოედნიდან 60 მეტრში საერთო ჯამში 200 დოლარად აი ასეთ აპარტამენტში დავბინავდით.

დეპოზიტის შეტანა არ მოუთხოვიათ, მაგრამ ე.წ. სიტიტაქსი კი ხელზე გადაგვახდევინეს, 1 კაცი 2.5 ევრო. ეს თანხა თავისუფლად შეიძლება ჩაემატოს Airbnb-ის სისტემას, მაგრამ იტალიელების “შტუკებს” რას გაუგებ. 🙂

რატომ ვერიდები დეპოზიტს. ჯერ ერთი საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ, არავის აქვს ზედმეტი 200, 300 ან 500 ევრო, რომ საკრედიტო ბარათზე დადოს და დაბლოკოს. მეორეც, სრულიად შესაძლებელია მასპინძელმა თქვენს შემდეგ ან ცოტა მოგვიანებით 14 დღის მანძილზე რაიმე დაზიანება აღმოაჩინოს და თქვენი დეპოზიტიც მას დარჩება. თუ მაგალითად ბინაში ერთი დღით  რჩებით, 170 დოლარს იხდით და 300 დოლარის დეპოზიტის შეტანა გიწევთ ნამდვილად დიდი რისკია. ხოლო თუ 2 კვირა ჩერდებით და დიდ და ფეშენებელურ აპარტამენტში ამდენივე დეპოზიტს ითხოვენ დაფიქრება კიდევ შეიძლება.

ვენეციის შემთხვევის შეცდომები

აქაც გადამწყვეტი შეცდომა სიიაფეს უკავშირდება. სიიაფის გამო თვალს ვხუჭავდი მასპინძლის აშკარა ტყუილზე, რომელმაც საზიარო სივრცე, თანაც 3 სართულისთვის საზიარო აბაზანა-ტუალეტი (თუ შეიძლება მას აბაზანა ეწოდოს) ერთი დამოუკიდებელი აპარტამენტის საკუთრებად გამოაცხადა. ასევე საეჭვო იყო ისიც, რომ აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით არ ითხოვდა ქალაქის გადასახადსს. და ბოლოს, მასპინძელთან მიმოწერაში იოლი დასანახია მისი ბუნება, კეთილსინდისიერება და ბევრი სხვა რამ. არასდროს იმოგზაუროთ მხოლოდ ჯავშნით ჰოსტთან მიმოწერის გარეშე. არავინ იცის უცხო ქალაქში და ქვეყანაში რა ტიპის ადამიანი გელოდებათ ან საერთოდ თუ გელოდებათ.

დასკვნა

Airbnb ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება და ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს პრობლემების მოსაგვარებლად, ჰოსტთან ტელეფონით დაკავშირება, მასთან მოლაპარაკება, მისი დარწმუნება, ანდაც თქვენთვის სამოგზაურო კრედიტის ჩუქება. მაგრამ ზედმეტი პრობლემები გამგზავრებამდე და მითუმეტეს მოგზაურობის პროცესში არავის უმარტივებს ცხოვრებას. ამიტომ ყოველთვის კარგად შეისწავლეთ დასაქირავებელი ბინა და მისი მფლობელი.

და ბოლოს, არ დაიჯეროთ, რომ საცხოვრებლის დაჯავშნის სხვა სერვისები და საიტები უფრო საიმედო და უსაფრთხოა, პირიქით. სხვა უფრო ცნობილ საიტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების დასაცავად და ის ვის ხელში ხვდება წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ. ასევე ვერაფერს გახდება თუ მაგალითად თქვენს მიერ დაჯავშნილი სასტუმრო ან აპარტამენტი დაკავებული დაგხვდებათ. ერთადერთი რაც შეუძლია ეს არის მესაკუთრეს სასამართლოში უჩივლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ თქვენ ამით ვერ გაბედნიერდებით. მე პირადად ბევრი ტურისტი მინახავს თბილისის ქუჩებში ფარატინა ჯავშნის ფურცლებს რომ აფრიალებდნენ და დაჯავშნილისგან სრულიად განსხვავებულ საცხოვრებელს ეგუებოდნენ.

მოკლედ, მე Airbnb-ის გირჩევთ, რადგან ჩემთვის ეს უფრო კომფორტულია: არ მიწევს აპარტამენტის მფლობელთან ფულის ხელზე გადახდა და ისიც ვიცი, რომ ჩემი მასპინძელი თანხას მხოლოდ ჩემი დაბინავებიდან ერთი დღის შემდეგ მიიღებს. ამითომ, თუ წესიერად არ გამიმასპინძლდება, ან მე არ მომეწონება ბინის მდგომარეობა, თავისუფლად შემიძლია 1 დღის მანძილზე გავაპროტესტო, ჯავშნის გაუქმება მოვითხოვო და არაკეთილსინდისიერი მასპინძელი ფულის გარეშე დავტოვო. არის სხვა ისეთი მექანიზმებიც, რაც ამ სისტემის საიმედოობას და კომფორტულობას განაპირობებს, სწორედ ამიტომ გირჩევთ თქვენც ისარგებლოთ Airbnb-ით. და თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებასაც მიიღებთ.

და თუ მაინც სასტუმროს დაჯავშნას გადაწყვეტთ, გირჩევთ ეძებოთ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

იაფი კვება პრაღაში

$
0
0

გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად გამოიკვებოთ გირჩევთ “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ.

ეს არის კოზლოვნას ველკოპოპოვეცკი გულიაში, რომელიც 160 ჩეხური კრონა ღირს, დაახლოებით 18 ლარი. თუ კოზლოვნას 15 საათამდე ეწვევით და ლანჩმენიუს შეუკვეთავთ, იმავე ფასად, ანუ 160 კრონად მიიღებთ სუპს პირველ კერძად, შემდეგ თქვენს მიერ არჩეულ ერთ-ერთ ძირითად კერძს, მათ შორის შეგიძლიათ ეს ვებერთელა გულიაში შეუკვეთოთ და პლუს სასმელი. თუ დესერტზე უარს იტყვით, მაშინ იგივე მენიუში 140 კრონას (15 ლარი) გადაიხდით.

კომბოსტოს სუპი სულაც არ ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ კომბოსტოს იპოვით, ძეხვი, კარტოფილი და სტაფილო, შეგიძლიათ არაჟანიც აურიოთ და ისე დანაყრდეთ, რომ გულიაშის ნახევარსაც ვეღარ გაუმკლავდებით. შესაბამისად თუ მხოლოდ სუპით დანაყრებას გადაწყვეტთ სადილი მხოლოდ 40 კრონი დაგიჯდებათ (6 ლარი), ხოლო თუ მხოლოდ გულიაშს აირჩევთ 120 კრონის გადახდა მოგიწევთ.

ეს რაც შეეხება იაფ მენიუს, სხვა მხრივ კოზლოვნას სამზარეულო მრავალფეროვანია და ჩეხური სამზარეულოს საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას იძლევა.

ამ სამზარეულოს საკვანძო კერძია “კოლენო”, დააგემოვნეთ ველკოპოპოვეცკი კოზელის ლუდთან ერთად. სხვა კერძების ჩამოთვლას აღარ შევუდგები, მენიუ იხილეთ საიტზე. მისამართი: Lidická 20, Praha 5

ვინც პრაღაში ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს, გირჩევთ სასტუმროს ან ჰოსტელის მოსაძებნად და მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com – ეს საიტი საშუალებას გაძლევთ “ბუკინგკომის” და სხვა მსგავსი საიტების ფასები ერთმანეთს შეადაროთ და ყველაზე იაფი ვარიანტი აირჩიოთ.

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 35 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

და თუ პრაღაში წასვლას ვერ ახერხებთ და ჩეხური სამზარეულოს დაგემოვნების სურვილი გაქვთ, ან ნოსტალგია შემოგაწვათ, კოზლოვნას კერძების გასინჯვა შესაძლებელია თბილისშიც, კოსტავას ქუჩა 46-50-ში.

ეს არის კოზლოვნას თბილისური ფილიალის კოლენოს მენიუ, რომელიც 30 ლარი ღირს, მშვენიერი კერძია 2-3 კაცისთვის. ასევე გირჩევთ მიირთვით პურში მომზადებული გულიაში, უგემრიელესია ლუდთან ერთად 🙂

 

როგორ ავიღოთ ფული Airbnb-დან

$
0
0

Airbnb-ის  მომხმარებლის ნაწილს, როგორც სტუმრებს, ასევე მასპინძლებს (ჰოსტებს), არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ სისტემის მომსახურების შესახებ. სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის სხვა ძველ სისტემებს შეჩვეული მომხმარებელი იგივეს ეძებს “ეარბიენბის” საიტზეც და როდესაც განსხვავებულ სერვისს თუ ინტერფეისს ხედავს უჭირს მასთან შეჩვევა, ამიტომ ხშირად საყვედურს გამოთქვამენ. ბევრჯერ გადავაწყდი პოსტებს და კომენტარებს, რომ თითქოს Airbnb არ ამართლებს, რაზეც სპეციალური პოსტიც მოვამზადე, ან მასპინძლები წერენ, რომ საიტი ფულს უგვიანებს, ან იმაზე ნაკლები ჩაურიცხა ვიდრე სტუმარმა გადაუხადა. ერთ, ერთი უკანასკნელი მსგავსი კომენტარი:

ამ პრეტენზიებზე პასუხები Airbnb-ის დახმარების გვერდებზეა. მე მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ საბანკო გადარიცხვა 5-7 დღე იგვიანებს და თან ბანკი თანხას აკლებს საკომისიოს 15, 20, 25 დოლარს და მეტს.

არის თანხის აღების სხვა უფრო მოსახერხებელი მეთოდებიც, მათ შორის ე.წ. ფულადი გზავნილი, “ვესტერნ-იუნიონი”. აქ საკომისიო ნებისმიერი რაოდენობის თანხაზე 10 დოლარს შეადგენს და თან ფული შეგიძლიათ აიღოთ საიტზე დარიცხვიდან 1 დღის შემდეგ.

ამ პოსტში კი აღვწერ ფულის მიღების სულ სხვა შესაძლებლობას.

Airbnb-ის სადებიტო ბარათი “მასტერკარდი”

ორიოდე კვირაა რაც ფოსტით მივიღე. მის დამზადებას (უფასო) და გამოგზავნას (უფასო)  დაახლოებით 3 კვირა დასჭირდა. ბარათი იმითაც არის საინტერესო, რომ მასზე თანხა ირიცხება ევროში. არ აქვს მინიმალური თანხის შეზღუდვა, ანუ ნებისმიერი თანხა თუნდაც Airbnb-ზე დაგროვებული 10 დოლარიც კი შეგიძლიათ ბარათზე გადაიტანოთ. შესაბამისად ის კარგია მცირე თანხების სწრაფად მისაღებად, რომლებიც ირიცხება მცირეხნიანი სტუმრის მომსახურების შემდეგ. გადმორიცხვას სჭირდება 3-4 საათი და თანხა შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ბანკომატიდან. ერთადერთი საკომისიო რაც ამ მომსახურებას გააჩნია არის ბანკომატიდან თანხის განაღდების პროცენტი, სტანდარტულად 2%. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ Airbnb-ზე გაქვთ მაგალითად 50 დოლარი, შეგიძლიათ ის ბარათზე დასვათ და 4 საათის შემდეგ ნებისმიერი ბანკომატიდან გამოიტანოთ. დანაკლისი იქნება იქნებ მხოლოდ 1 დოლარი.

ამ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორც მინიმალური თანხის შეზღუდვის არარსებობა, ასევე ღილაკი Add Payout Method, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ შეავსოთ პლასტიკური ბარათის დამზადებისთვის საჭირო აპლიკაცია. საკონტაქტო მონაცემების, მისამართის ჩაწერის შემდეგ მონიშნავთ Payoneer Prepaid Debit MasterCard და მიჰყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ…

საბოლოო ჯამში, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებთ ვირტუალურ ანგარიშებს www.payoneer.com-ზე და Airbnb-ის პლასტიკურ ბარათს საუკეთესო პირობებით. სასტუმროებისა და ბინების დაჯავშნის სხვა მსგავს საიტებს აქვთ ასეთი მომსახურება?

გასეირნება სალონიკში

$
0
0

ხშირად შემხვედრია კითხვა იმის შესახებ თუ რისი ნახვა შეიძლება და საერთოდ ღირს თუ არა სალონიკში მოგზაურობა. ასევე, ბევრჯერ მინახავს პასუხი ამ კითხვებზე, რომ “სალონიკში სანახავი არაფერია”. მეც ასეთი განწყობით ჩავედი სალონიკში. უკვე მეორედ ტრანზიტისთვის გამოვიყენე სალონიკის აეროპორტი “მაკედონია”. პირველად აქედან ათენში გადავფრინდი და მეორედ ახლა, პარიზში გავემგზავრე.

სალონიკი ჩემს მარშრუტში Wizzair-ის იაფი ავიარეისების გამო გაჩნდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკში ჩაფრენა 25 ლარი დამიჯდა, უკანა გზის ბილეთი კი დაახლოებით 50 ლარი.

სალონიკი-პარიზის ბილეთში კი 22 ევრო გადავიხადე, მაგრამ ეს ახლა არ არის ამ პოსტის მთავარი თემა. უკან გზაზე, იმის გამო რომ რეისები ერთმანეთს არ ემთხვევა სალონიკში ორი დღე გავატარე და ამ ორ დღეში ნათელი გახდა პასუხი კითხვაზე ღირს თუ არა გასეირნება სალონიკში.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 78 ნომერი ავტობუსით ვიმგზავრეთ, რომლის ბილეთი 2 ევრო ღირს, ბილეთები გაჩერებასთან მდგარ ავტომატში იყიდება, ან თავად ავტობუსში. აეროპორტი-სალონიკის ავტობუსი სადღეღამისოა და თითქმის ყოველ 30 წუთში გადის. შუა ღამით 23:30 საათიდან 05:30 საათამდე აეროპორტსა და სალონიკს შორის ღამის ავტობუსი მოძრაობს ნომრით 78N უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სალონიკის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტზე: oasth.gr

მოკლედ, ქალაქის ცენტრში, “არისტოტელეს” მოედნის მახლობლად Airbnb-ს მეშვეობით დაქირავებული გვქონდა აპარტამენტები. როგორც ათენში, სალონიკშიც აპარტამენტები აღმოჩნდა ძალიან კომფორტული და ძალიან იაფი.

Central Luxury Mini Suite Romeo – ამ და კიდევ რამდენიმე მსგავს აპარტამენტს ამუშავებენ და სტუმრებს თბილი გულითა და ბერძნული ღვინით უმასპინძლდებიან აპოსტოლოსი და მისი და მარია. მათი აპარტამენტის დაჯავშნამდე გაეცანით ჩემს სპეციალურ პოსტებს Airbnb-ის შესახებ.

აპოსტოლოსის აპარტამენტების უპირატესობა თანამედროვე დიზაინის გარდა მისი აღჭურვილობაც არის. არ მახსენდება ნივთი, რომელიც დაგვჭირდა და ბინაში ვერ ვიპოვეთ. ყავის ნაირსახეობაზე არ შევჩერდები, აპარტამენტში დაგხვდა კომპიუტერი და აპარტამენტის მართვის სისტემასთან ბლუთუსით შეერთების საშუალებაც კი, რომელიც ძირითადად ბინის მუსიკალური გაფორმებისთვის გამოვიყენეთ 🙂

აპარტამენტებიდან გეზი პირდაპირ სანაპიროსკენ ავიღეთ, სადაც ნავმისადგომზე  საზოგადოებრივი სივრცეა მოწყობილი, აი იმ სტილის როგორიც თბილისში “ფაბრიკაა”.

განსაკუთრებით ლამაზია დაისის ფონზე. პორტის ნავმისადგომზე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ბარ-რესტორნები და მუზეუმები, მათ შორის არის საბერძნეთის კინოს მუზეუმი. აქვე დგებიან საკრუიზო ლაინერებიც.

სეირნობისას მივხვდით, რომ მოგვშივდა და პირველივე შემხვედრ რესტორანს მივადექით, რომლის ვიტრინაში შამფურზე წამოცმული ხორცი ტრიალებდა, ისე მაცდურად გამოიყურებოდა, რომ სხვა ვარიანტების ძებნის სურვილი გაგვიქრა და შევედით. შაურმის ტიპის კერძი მოგვართვეს.

ორი ასეთი კერძი, გემრიელი პური, ლუდი და ორი კოკა-კოლა 21 ევრო დაგვიჯდა. იქვე, აპარტამენტისკენ მიმავალ ქუჩაზე სუპერმარკეტში შევიარეთ და სასუსნავი, ტკბილეული და სახლში მოსამზადებელი კერძები შევიძინეთ, სულ 12 ევროდ. პირველი დღე მშვენივრად დასრულდა და რომ არა დაღლა და ძილის ძალა, შეიძლებოდა ჩვენს ქუჩაზე დილის 4-მდე გაჩაღებულ “გუგუნს” შევერთებოდი. იმ ღამით ცოცხალი მუსიკისგან ევროკავშირის რეგულაციებზე მეტად აივნის მეტალოპლასტმასმა და საძინებლის ხმის იზოლაციამ დაგვიცვა.

მეორე დღე სალონიკის ტურისტული ღირშესანიშნაობების შესწავლით დაიწყო. სამწუხაროდ “აია-სოფია” დაკეტილი დაგვხვდა. წმინდა სოფიას ტაძარი აგებულია მერვე საუკუნეში. ეს არის სტამბოლში მდებარე პირვანდელი აია სოფიას ზუსტი ასლი.

სამაგიეროდ ღია იყო ბაზარი არისტოტელეს მოედანთან, მაგრამ რადგან წინ გრძელი გზა გვქონდა ზღვის პროდუქტების შეძენისგან თავი შევიკავე, უკან კი ისე გვიან დავბრუნდით, რომ თევზისა და ზღვის სხვა ბინადრების დახლები უკვე ალაგებული იყო.

Airbnb-ს აპარტამენტების უპირატესობა ისიც არის, რომ ასეთ კოლორიტულ ბაზრებში შეძენილი პროდუქტები შეგიძლიათ სამზარეულოში თქვენს გემოზე მოამზადოთ, რასაც სასტუმროში ვერ გააკეთებთ.

აქვე სალონიკის ბაზრის შესახებ, ის ძალიან წააგავს ჩვენსას, რადგან სურსათის დახლებს ენაცვლება ტანსაცმელი და წვრილმანი ტექნიკა, ოღონდ უფრო სუფთაა და მოწესრიგებული.

არისტოტელეს მოედნიდან გეზი სანაპიროსკენ ავიღეთ “თეთრი კოშკის” მოსანახულებლად. ამ კოშკის ისტორიით თავს არ შეგაწყენთ, ინტერნეტი სავსეა ინფორმაციით. კოშკი დაახლოებით 500 წლის არის, ის მეოცე საუკუნის დასაწყისში თეთრი საღებავით შეღებეს და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. კოშკში მოწყობილია არქეოლოგიური მუზეუმი.

აქვე დგას რამდენიმე მეკობრეების სტილში მოწყობილი გემი, რომელიც ტურისტებს სალონიკის აკვატორიაში 30 წუთიან გასეირნებას სთავაზობს. გემზე იმ შემთხვევაში მოხვდებით თუ 5 ევროიან სასმელს მაინც შეუკვეთავთ. შეგიძლიათ სასუსნავი წინასწარ მოიმარაგოთ და ასე ბიუჯეტურად ისეირნოთ ზღვაში მეკობრეებთან ერთად.

ზღვაზე ნახევარი საათი ხეტიალის შემდეგ გზა შეგიძლიათ ხმელეთზე განაგრძოთ საექსკურსიო ავტობუსით, რომლის საწყისი წერტილი “თეთრი კოშკის” წინ მდებარეობს. ავტობუსის ბილეთი 10 ევრო ღირს და ის საშუალებას გაძლევს მის ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ დაათვალიეროთ ესა თუ ის ძეგლი და მომდევნო ავტობუსით განაგრძოთ გზა.

ამ სერვისის ალტერნატივაც არსებობს საქალაქო ავტობუსის სახით. ნომერ 50 ავტობუსი “კულტურულ ტურს” ასრულებს და მისი ბილეთი 2 ევრო ღირს. მაგრამ გაჩერებაზე, რომელიც ასევე თეთრი კოშკის გვერდით მდებარეობს, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ მუშაობს და ხელი ჩავიქნიეთ.

თუ გზას სანაპიროს გასწვრივ გააგრძელებთ რამდენიმე ძეგლის შემდეგ ქოლგების სკულპტურას მიადგებით, რომელის სალონიკის იმ ადგილად იქცა სადაც ფოტოს ყველა იღებს.

დავუბრუნდეთ ისევ ტურისტული ავტობუსის მარშრუტს, რომელსაც მაღლობზე, სალონიკის ციხესიმაგრეზე ავყავართ. მისი კედლებით გარშემორტყმულია ანო პოლო (ზედა ქალქი), რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ნათელ წარმოდგენას იძლევა ძველი სალონიკის შესახებ. რაც შეეხება ციხესიმაგრეს საინტერესოა და კიდევ აქედან ულამაზესი ხედები იშლება.

ხედი ციხესიმაგრის ერთ-ერთი კედლიდან.

კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც ციხესიმაგრიდან უკან ჩამოსვლისას შეიძლება მოინახულოთ არის ტრიუმფალური თაღი “კამარა”. აგებულია 305 წელს რომის იმპერატორის მიერ სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.

თუ რელიგიური საკულტო ნაგებობებითაც დაინტერესდებით ქალქის ცენტრში უამრავ ტაძარს აღმოაჩენთ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

სალონიკის შემოვლის შემდეგ რა თქმა უნდა დაღლილები და მშივრები ჩვენი აპარტამენტის მახლობლად პირველივე შემხვედრ რესტორანს მივადექით.

ტაკადუმში” შევუკვეთეთ ღორის 2 მწვადი, (ერთის ღირებულება 1,5 ევრო).

პლუს ბერძნული სალათი, კარტოფილი ფრი და თევზის კერძი, სულ დაგვიჯდა 20 ევრო. ეს ის არის რაც ჩვენ შევუკვეთეთ, ამის გარდა რესტორნის ხარჯზე მოიტანეს წყალი 1 ლიტრიანი ბოთლით, პურის ასორტი და სულ ბოლოს კი აი ასეთი გემრიელობა.

გემრიელად დანაყრების სემდეგ გეხი კვლავ არისტოტელეს მოედნისკენ ავიღეთ. გზად 1917 წლის ხანჯძარს გადარჩენილ ძველ არქიტექტირად ვათბვალიერებდით,

შემორჩენილი ძეგლების დიდი ნაწილი ჩაფლულია კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

ასე სეირნობაში ჩამობინდდა და არისტოტელეს მოედნამდეც მივედით.

დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ძირითადად სტუდენტები, სალონიკი ხომ სტუდენტური ქალაქია, არისტოტელეს ძეგლის ფეხზე ცერა თითს ხელით ეხებიან, ამბობენ სიბრძნეს ჰმატებსო 🙂 არისტოტელეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ ქალაქში დაიბადა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელი ქემალ ათათურქი.

ეტყობა ამ ახალგაზრდებმა გამოცდების ბედი მთლიანად არისტოტელეს ძეგლს მიანდეს და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარეს. სხვები კი იქვე მოედანზე სეირნობდნენ, ან თვალყურს ადევნებდნენ ქუჩის არტისტების წარმოდგენას.

წარმოდგენები და გართობა ამით არ ამოიწურება, უამრავ ბარში და რესტორანში დიჯეი და ცოცხალი მუსიკა უკრავს. ყველანაირი სტილი და მიმდინარეობა დაწყებული ბერძნული ნაციონალური მუსიკით, ელექტრონულით და ჯაზით დამთავრებული აჯაფსანდალივით ირევა ერთმანეთში. ეს მიქსი სალონიკის ცენტრალურ ქუჩებში სამუშაო დღეს დილის 4 საათამდე გაგრძელდა, პარასკევ საღამოს და შაბათ დილით კი საერთოდ არ შეწყვეტილა.

შაბათ გამთენიისას აეროპორტისკენ გავეშურე და ქუჩაში ისეთი ხალხმრავლობა და ხმაური იყო, თითქოს ახალი დამდგარი იყო საღამო დილის ნაცვლად. ხალხი რესტორნებშიც გულიანად მიირთმევდა, ღამის ცხოვრებაც ამას ჰქვია.

ამბობენ, რომ შოპინგიც ასევე მრავალფეროვანი და შედარებით იაფია ვიდრე დასავლეთ ევროპაში, არ ვიცი, არ შემიმოწმებია. მაგრამ ამის გარეშეც მშვენიერი ადგილია ევროპაში იაფად, საინტერესოდ, გემრიელად და გასართობად გასეირნების მოყვარულთათვის.

Viewing all 117 articles
Browse latest View live