Quantcast
Channel: Hotels in Tbilisi
Viewing all 117 articles
Browse latest View live

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

$
0
0

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება.

Stadler

შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებლები შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებენ მგზავრების კომფორტულ გადაყვანასო – ნათქვამია პრესრელიზში.

Stadler Stadler

ეს კიდევ ჟენევაა, შვეიცარია, შტადლერის სამშობლო, ფოტოზე ჩანს, რომ ვაგონი სპეციალური პანდუსით უახლოვდება ბაქანს, რომლის მეშვეობით მატარებელში შესვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც თავისუფლად შეუძლიათ. სწორედ ეს არის აღნიშნული რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – “ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.”

შტადლერი მართლაც მაღალი დონისა და კომფორტის მატარებლებს აწარმოებს, რაშიც თავად დავრწმუნდი ჩეხეთში ბოჰუმინიდან პრაღამდე მგზავრობისას.

მატარებელს ბაქანზე შესვლისთანავე დამლაგებლები გუნდი ხვდება, რომელსაც წესრიგში მოჰყავს ინტერიერი და ექსტერიერი.

მონიტორზე ჩანს, რომ მატარებელი მიჰქრის 140 კმ/სთ-ით, ძირითადად კი 160 კმ/სთ-ით გადაადგილდება.  ამ დროს სალონში სიმშვიდეა, არ ისმის ხმაური, მიუხედავად იმისა, რომ სექცია-ვაგონებს შორის გასასვლელი არ არის დახურული.

Leo Express

შტადლერის ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

ამ კურორტებზე კომფორტულად ჩასვლის შემდეგ დაგჭირდებათ ასევე კომფორტული საცხოვრებელი, სასტუმრო ან აპარტამენტი. მათი დაჯავშნა შეგიძლიათ Airbnb-ის ან hotelscombined.com-ის ყველაზე დიდი ყველაზე იაფი სასტუმროების საძიებო სისტემის მეშვეობით.


რამდენად იოლია ქუთაისიდან ფრენა

$
0
0

ცნობილია, რომ ევროპაში მოგზაურობა ძალიან იაფია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ როგორ უნდა შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, იაფი სასტუმროები და აპარტამენტები, ამის შესახებ გაეცანით წინა პოსტებს. ხოლო, თავად ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობის პროცესი თავისი სირთულეებითა და თავისებურებებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. მგზავრობა იწყება თბილისიდან ავტომობილით, გრძელდება ქუთაისიდან თვითმფრინავით კატოვიცემდე და შემდეგ მიკროავტობუსით კრაკოვამდე.

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 20 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

$
0
0

14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი.

2015 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგინეს მცირე-ოჯახურმა მარნებმა (102 მარანი) დ საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია).

ახალი ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად ჩატარდა ქვევრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი. გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები…

IMG_8863-1 IMG_8695-1 IMG_8806-2 IMG_8918-1 IMG_8867-1 IMG_8905-1 IMG_8875-1 IMG_8872-1 IMG_8868-1 IMG_8858-1 IMG_8839-1 IMG_8833-1 IMG_8832-1 IMG_8812-1 IMG_8822-1 IMG_8807-1 IMG_8779-1 IMG_8769-1 IMG_8767-1 IMG_8721-1 IMG_8709-1 IMG_8697-1 IMG_8716-1

ვინექსპო 2016

$
0
0

WinExpo - 2016

ჩემს აპარტამენტში უცხოელ სტუმრებს ყოველთვის საჩუქრად გადავცემ ხოლმე ქართულ ღვინოს. შესაბამისად ღვინის საბითუმო მომწოდებელს დავეძებ. ღვინის იაფად შესაძენად სუპერმარკეტში ფასდაკლების აქციების ლოდინი არ ამართლებს. ჩემს მდგომარეობაშია აპარტამენტის ბევრი მფლობელი, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმრო… 

წლების წინ საოჯახო ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასაც ვცდილობდი, საცობებს მივაკვლიე, მაგრამ მცირე რაოდენობის უხმარი ბოთლების პოვნა გამიჭირდა. ამ წვრილმან და უფრო მსხვილ საკითხებზე პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე – ირწმუნებიან ორგანიზატორები.

ვინექსპო 2015

“ვინექსპო – 2016” საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” 3-5 ივნისს უკვე მეცხრედ გაიმართება. ამჯერად ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინდუსტრიულ განვითარებაზე. წარმოდგნეილი იქნება როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები. შესაბამისად გამოფენის მთავარი დამთვალიერებლები იქნებიან ღვინის კომპანიები, საბითმო შემსყიდველები, ექსპორტიორები…

ვინექსპო

საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით გამოფენის დათვალიერება ფასიანია (10 ლარი).

ღვინის გამოფენა

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული ღვინო და ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

ვინექსპო IMG_1882-1 IMG_1852-1 IMG_1863 IMG_1881 IMG_1845

გამოფენის პარალელურად, ვიზიტორებსა და მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „ღვინის ხელოვნება“.

ღვინის ხელოვნება

ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, “ვინექსპოს” პარალელურად მოეწყობა ღვინის საერთაშორისო კონკურსი. 2015 წლის კონკურსის 10 ოქროს და 20 ვერცხლის მედლის პრიზიორთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

winExpo Post Show Report

“ვინექსპოს” გასულ წელს მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 75 კომპანია ესტუმრა, რომელთა პროდუქცია 4000-მდე დამთვალიერებელმა მოინახულა, მათ შორის მეც 🙂

კახა მჭედლიძე

პირველად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ემბარგოს მოჰყვა და 2007 -დან ყოველ წელს იმართება. მახსოვს მაშინ თითქმის ყველა სტენდის პროდუქცია გავსინჯე და კარგა-მაგრად შეზარხოშებულმა რეპორტაჟიც მოვამზადე.

ვინექსპო 2007

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ღვინის ბიზნესსა და მის მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობებისა და კავშირების მოძიება, მათი რეალიზება დღესაც სჭირდება. ამის კარგი საშუალებაა “ვინექსპო – 2016” – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა, რომელიც 3-5 ივნისს “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართება.

მგზავრობა იაფად და კომფორტულად ცენტრალურ ევროპაში

$
0
0

მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება.

Leo Express

ლეოპარდივით მაგარმა და სწრაფმა სატრანსპორტო კომპანია “ლეო-ექსპრესმა“, რომლითაც კრაკოვიდან პრაღაში და პრაღიდან კატოვიცეში თბილისი-ბათუმის ფასად ვიმგზავრე, მარშრუტი დააგრძელა და ვარშვამდეც ჩააღწია.

leo-express-map

ახლა, ვარშავიდან პრაღაში გადარბენ-გადმორბენა სულაც აღარ არის პრობლემა. საქმე ისაა რომ ბილეთი სასაცილოდ იაფი ღირს და თუ ვარშავაში, კატოვიცეში, კრაკოვში ან პრაღაში ჩახვედით, შეგიძლიათ ყველა ეს ქალაქი დაათვალიეროთ.

leo-express-praha-warsaw

როგორც ხედავთ ეკონომკლასი 17.7 ან 19.4 ევრო ღირს, მაგრამ პრომოაქციის ფარგლებში ბილეთს 14.8 ევროდ შეიძენთ. ამდენივე დაგიჯდებათ ორი ბილეთიც, რადგან ახლა ლეო-ექსპრესს 1+1 აქცია აქვს.

მე ვარშავიდან პრაღაში იაფად ჩასვლის შესაძლებლობაზე მეტად გამახარა ლეო-ექსპრესის ახალმა მიმართულებამ. კატოვიცედან, სადაც ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ვიზეარი დაფრინავს, შესაძლებელი ხდება უკრაინაში, კერძოდ ლვოვში გამგზავრება. ამ ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდა, მაგრამ აქამდე ხელს მიშლიდა მგზავრობის სიძვირე.

leo-express-lviv

კატოვიცედან ლვოვში მგზავრობა, ყველზე იაფი 13 ევრო ღირს და ამ შემთხვევაშიც თუ ორ ბილეთს შეიძენთ მხოლოდ ერთის საფასურს გადაიხდით.

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 20 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.

რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი

$
0
0

tram tbilisi skoda 15t
ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი)

ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე.

ავტომობილებით მგზავრობის ინტენსივობის შესამცირებლად ევროპის ქალაქებში, მათ შორის პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების დედაქალაქებში აქცენტს აკეთებენ ტევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია თანამედროვე ტიპის ტრამვაის.

მე წარმოგიდგენთ თბილისში სწორედ თანამედროვე ტრამვაის სისტემის შექმნის რამდენიმე უპირატესობას, რის გამოც მე და ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაის” წევრები თავგამოდებით ვცდილობთ ამ ტიპის ტრანსპორტის პოპულარიზებას.

ტრამვაის უპირატესობები:

უპირველეს ყოვლისა ეს არის მაღალი გამტარუნარიანობა. ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 218 მგზავრს. ამ რაოდენობის მგზავრის გადაყვანას სჭირდება ორი დიდი ზომის ავტობუსი, ან კიდევ 145 პერსონალური ავტომობილი.

Tram Bus Cars

შესაბამისად ტრამვაი ავტომობილთან შედარებით ერთი მგზავრის გადაყვანისას 8-ჯერ ეფექტურად იყენებს გზის ფართობს. ის გამოყოფილი სავალი ნაწილის მეშვეობით გვერდს უვლის რთულ საავტომობილო კვანძებს და შესაბამისად იშვიათად ხვდება საცობებსა თუ ხერგილებში.

თბილისში ტრამვაის ოპონენტები ხშირად იმიზეზებენ გადატვირთულ ქუჩებს და რომ თითქოს ტრამვაი კიდევ უფრო გაართულებს ქალაქში მოძრაობას.

როგორც ავღნიშნე, ტრამვაი დიდი ტევადობის მეშვეობით პირიქით იწვევს ავტომობილებზე, ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრთნაკადის შემცირებას, რასაც ემატება სავალი ნაწილის გამოყენების მაღალი ეფექტიანობა. ეს კი ქუჩებში გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შემსუბუქების საწინდარია.

შტადლერის ტანგო
შტადლერის ტრამვაი ჟენევის ქუჩაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე ტრამვაის ახასიათებს ეს არის ეკოლოგიურობა. როგორც ცნობილია თბილისის ჰაერის დაბინძურების 80 პროცენტი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. დაბინძურებული ჰაერი უამრავი დაავადების გავრცელების მიზეზია, ხოლო ტრამვაის სისტემის შექმნა ამ ეკოლოგიური თუ ჯანდაცვის პრობლემის შემსუბუქების ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს. მითუმეტეს, რომ მერების კონვენციის საფუძველზე თბილისის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით, 2020 წლისთვის ატმოსფეროში ცე-ო-ორის (ნახშირორჟანგის) გამოტყორცნა 20 პროცენტით უნდა შემცირდეს. ტრამვაის ქსელის განვითარება ამ ვალდებულების შესრულებასაც წაადგება.

ტრამვაის სისტემა თბილისის სახსრების დაზოგვაშიც დაეხმარება. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტრამვაის ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს ის მაინც შეიძლება განვიხილოთ ეკონომიურ პროექტად, მეტროსთან შედარებით. სხვადასხვა გათვლებით ტრამვაის ხაზის ერთი კილომეტრის მშენებლობა 8-10-ჯერ ნაკლები ჯდება ვიდრე მეტროს მშენებლობა. მაშინ როდესაც ტრამვაის არანაკლები მოცულობის მგზავრების გადაყვანა შეუძლია ვიდრე მეტროს სისტემას.

ბომბარდირის სალონი
ისევ ჟენევის ტრამვაი, ბომბარდირის სალონი

ასევე, ტრამვაი ეკონომიურია ავტობუსთან შედარებითაც ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ერთ კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი 11 ავტობუსი 1 დღის მანძილზე 1050 ლარის საწვავს მოიხმარს. იმავე რაოდენობის ტრამვაის ვაგონების ექსპლოატაციის შემთხვევაში ენერგოდანახარჯები 858 ლარი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ტრამვაის ყველაზე მცირე ზომის ვაგონიც კი ავტობუსზე მეტს იტევს, ამ მარშრუტზე 11 ავტობუსის მგზავრთა რაოდენობის გადასაყვანად საჭირო იქნებოდა 9 ტრამვაი და შესაბამისად 709 ლარის ენერგოდანახარჯი. და ეს სხვაობა დღევანდელი ფასების პირობებში, როდესაც საავტომობილო საწვავი რეკორდულად არის გაიაფებული.

ენერგოდანახარჯების გარდა ტრამვაის ეკონომიურობა მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება. თუ თბილისის ავტობუსები მწყობრიდან გამოვა 7-10 წლის შემდეგ, ტრამვაის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 20-30 წელს შეადგენს და მოდერნიზაციის შემთხვევაში უცხოეთში უფრო ხანდაზმულ ვაგონებსაც იყენებენ.

მეტი უსაფრთხოება და კომფორტი

ტრამვაი მეტად უსაფრთხოა, როგორც მგზავრებისთვის, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა წევრებისთვის, რადგან ის დაფიქსირებულია სავალ ნაწილზე და გამოყოფილი ზოლიდან მცირედი გადაცდომაც კი შეუძლებელია. მაშინ როდესაც თბილისის ქუჩებში ავტომობილების გარდა სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსებიც კი არ იცავენ მათთვის განკუთვნილ ზოლს, მანევრირებენ პირველსა და მესამე ზოლს შორის, და არც თუ იშვიათად შემხვედრ მიმართულებაზეც გადადიან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებას.

წესის დამრღვევი მარშრუტკები
ფოტო გვერდიდან: “გაიცანით სამარცხვინო მძღოლები

ტრამვაი ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგების ერთგვარ წყაროსაც წარმოადგენს, ის ქმნის საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობას.

რაც შეეხება კომფორტს – ეს თანამედროვე ტრამვაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. სწორედ ეს ქმნის მას პერსონალური ავტომობილისა თუ სამარშრუტო ტაქსების გამოყენების ალტერნატივად. ტრამვაი გადაადგილდება მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ამიტომ მისი მეშვეობით მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ სამსახურში, სკოლაში თუ რომელიმე შეხვედრაზე დროულად მისვლია. ამასთან მგზავრობა ხორციელდება ზედმეტი დაძაბულობისა და საფრთხეების გარეშე. თანამედროვე ტრამვაი მეტად მეგობრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე ეტლიანი ჩვილბავშვთა მშობლებისთვის, ანდაც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის. ისინი პირდაპირ, საფეხურებისა და სხვა დაბრკოლების გარეშე შეძლებენ ამ ტრანსპორტით სარგებლობას.

ტრამვაის პანდუსი

დიდხანს შეიძლება ტრამვაის უპირატესობებზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა რა პერსპექტივა გააჩნია მას თბილისში?

ტრამვაის სისტემის პერსპექტივა

მე და ჩვენს მეგობრებს ორგანიზაცია „თბილისის ტრამვაიდან“ ღრმად გვწამს, რომ ტრამვაის სისტემას თბილისში დიდი პერსპექტივა აქვს. ის შეიძლება გახდეს სატრანსპორტო სისტემის შემკვრელი რგოლი. რაც იმას გულისხმობს, რომ ტრამვაი მეტროს და სხვა სატრანსპორტო კვანძებს დააკავშირებს ერთმანეთთან და ასევე ისეთ უბნებს, რომლებიც სატრანსპორტო დეფიციტს განიცდიან.

ამ მხრივ პერსპექტიულია როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონი და ძველი თბილისი, რომლის დამაკავშირებელი ხაზის წინასაპროექტო სამუშაოები 4-5 წლის წინ კომპანია „სისტრამ“ მომზადა. ასევე, ტრამვაის ხაზის პერსპექტივას ვხედავთ დიდი დიღმისა და დიღმის რაიონების მეტროსადგურ დიდუბესთან დაკავშირების თვალსაზრისით. ამ ხაზს შეიძლება დაუკავშირდეს თბილისი მოლი, ასევე გლდანი, თემქა და მეტროსადგური სარაჯიშვილი.

ასეთი პროექტის განხორციელება, როგორც საპილოტე პროექტისა შესაძლებლად გვესახება მისი შედარებითი სიიაფის გამო ქალაქის ცენტრში გამავალი ტრამვაის სისტემისგან განსხვავებით, რომელიც ძველი ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის ცვლილებას მოითხოვს და ფინანსურთან ერთად სხვა კონსტრუქციულ სირთულეებსაც წააწყდება. მითუმეტეს, რომ ჩვენს მიერ დასახელებული მიმართულების ბევრი ქუჩა დაპროექტებულია ტრამვაის ხაზის შესაბამისად, ზოგგან ის ფუნქციონირებდა კიდეც 90-იანი წლების დასაწყისამდე. ამ მიმართულების არჩევისას ვიხელმძღვანელეთ „სისტრას“ მიერ 5 წლის წინ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, რომელშიც ნაჩვენებია საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკადების მაღალი ინტენსივობა მოცემულ მონაკვეთზე.

tram-line

პროექტის პერსპექტიულობაში ისიც გვარწმუნებს, რომ რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტი მათ შორის, “აზიის განვითარების ბანკი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, წინაარმდეგი არ იქნება ტრამვაის სისტემის მშენებლობის საკითხში თბილისის მთავრობასთან ითანამშრომლოს. ასევე, წლების წინ არაერთ ინვესტორს გამოუთქვამს სურვილი ტრამვაის პროექტში მონაწილეობის მიღების შესახებ.

დადგა დრო საზოგადოების აქტიური ჩართულობით გადავწყვიტოთ თბილისში ტრამვაის სისტემის მშენებლობის დაწყება. თანამედროვე ტრამვაი თბილისს უფრო კომფორტულ – საცხოვრებლად, საქმიანობისთვის, თუ დასვენებისთვის უფრო უსაფრთო – ჯანმრთელ და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.

ყვარლის კიდევ ერთი მშვენება

$
0
0

ყვარლის სასწავლო ცენტრი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარლის კიდევ ერთი მშვენებაა. ილიას გორაზე გაშენებული საკონფერენციო-სასტუმრო კომპლექსი სსიპ- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეკუთვნის.

ფოტოები გადაღებულია 2015 წლის დეკემბერში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარელში

მშვენება, იმიტომ, რომ სასწავლო ცენტრის შენობა თანამედროვე დიზაინის ნიმუშსს წარმოადგენს, და იმიტომაც, რომ ილიას გორიდან უმშვენიერესი ხედები იშლება.

ყვარელი

ყვარელი, ცენტრში მოსჩანს სასტუმრო “როიალ ბატონი” რომელიც ილიას ტბას გადასცქერის.

პანორამა, ყვარელი

ეს პანორამა ნომრიდან განთიადისას გადავიღე. ნისლის გაფანტვის შემდეგ შუაგულ ველზე გამოჩნდა “ყვარლის ედემი“.

ხედების გარდა, სასწავლო ცენტრი გამორჩეულია იმითაც, რომ საუკეთესო პირობებს ქმნის კონფერენციების მოწყობის მსურველთათვის, ან ტურისტების დიდი ჯგუფებისთვის.

IMG_20151219_095238

კომპლექსში არის 36 სასტუმრო ნომერი (34 სტანდარტული, 2 ლუქსი) და ყველა მათგანის აივნიდან უმშვენიერესი ხედები იშლება.

IMG_20151219_114642 IMG_20151218_210420 IMG_20151218_210453 IMG_20151218_210509 IMG_20151218_210446

საკონფერენციო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

ყვარლის სასწავლო ცენტრის სასტუმრო

სასწავლო ცენტრს გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 6 სატრენინგო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი 3 ოთახი; კომპიუტერული აუდიტორიები; საკონფერენციო დარბაზები (170 ადამიანზე).

IMG_20151219_114351 IMG_20151219_114345 საკონფერენციო დარბაზი

სასწავლო ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი არა მარტო საქმიანი შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის, არამედ განტვირთვისთვისაც.

აუზი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კომპლექსის სასადილო-რესტორანი ისეთივე მაშტაბურია, როგორც თავად სასწავლო ცენტრი. უამრავი სივრცეა ბანკეტებისა თუ წვეულებების მოსაწყობად.

IMG_20151220_130203 IMG_20151220_130135 IMG_20151219_113654

მოკლედ, ჩემი აზრით, ყვარლის სასწავლო ცენტრი გაცილებით კომფორტულია ამავე რეგიონში არსებული სასტუმროებისა და შატოების საკონფერენციო ინფრასტრუქტურასთან შედარებით.

IMG_20151219_174343

და ბოლოს ფასები:

თუ ფასები გეძვირათ, გაცილებით დაბალფასიანი სასტუმროები ეძებეთ არა ბუკინგკომზე ან რაიმე სხვა მსგავს საიტზე, არამედ მათ შორის ყველაზე დიდ საძიებო სისტემაში: hotelscombined.com

ბევრი ფული ყვარელში

$
0
0

ლარის კუპიურები

ახალი და ჯერ კიდევ დაუჭრელი ლარები, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქართული და უცხოური ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ათობით საუკუნეს ითვლიან, ფულის ესკიზები, დანაკუწებული კუპიურების გროვა, საკოლექციო მონეტები… – ეს ყველაფერი ინახება ყვარლის ცენტრში, ილიას მუზეუმის გვერდით, ფულის მუზეუმში.

ფულის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთი ადგილია ქვეყანაში, სადაც სისტემურადაა გამოფენილი საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები. მუზეუმში შესვლა უფასოა, ადგილობრივი გიდი დეტალურად მოგიყვებათ ფულის ნიშნების ისტორიას.

კოლხური თეთრი

კოლხური თეთრი, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეექვსე-მეხუთე საუკუნე. ასევე კოლხური ნახევარდრაქმები, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნე.

ალექსანდრე მაკედონელის სტატერი

ალექსანდრე მაკედონელის სტატერი და მისი ადგილობრივი მინაბაძები ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნე.

ძველი მონეტები

ეს კი ბიზანტიის იმპერატორების მიხეილ VII და კონსტანტინე X ოქროს მონეტები.

სასანელთა სამეფო, დრაქმა

სასანელთა სამთავროს (ირანი) ჰორმიზდ დრაქმა, 570 – 590 წწ.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ეს და სხვა მონეტები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, დღევანდელობისგან განსხვავებით, ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა და თავისუფალ მიმოქცევაში იყო უცხოური ვალუტა.

ქართული დრამები

ქართული დრამები მეცხრე საუკუნე.

ადრე ფულის მსყიდველობითუნარიანობას ბაზარი განსაზღვრავდა. საუკუნეების წინ მონეტა ზუსტად იმდენად ფასობდა, რამდენადაც მისი წონის ოქრო, ვერცხლი თუ სპილენძი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ბიზანტიაში მოჭრეს ის ოქრო, სპარსეთში თუ სვანეთში.

ქართული დრამები

ახლა კი მიმოქცევაში მხოლოდ ქაღალდის ფულია, რომლის ღირებულებაზე შემდეგი ფოტოც მეტყველებს:

დანაკუწებული ლარები

მიმოქცევიდან ამოღებული ნაკუწებად ქცეული ლარები. სანამ ამ მდგომარეობამდე მივა – საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალების კუპიურები ასე გამოიყურება:

ლარები

მუზეუმში ინახება ისეთი კუპიურებიც, რომლებიც მიმოქცევაში არასდროს ყოფილა, მაგალითად 500 ლარიანი.

500 ლარი

ყვარლის მუზეუმში კუპიურების გარდა გამოფენილია ეროვნული ვალუტის ესკიზები და სხვა მასალა, რომელიც დაკავშირებულია ქართული ფულის შექმნის პროცესთან.

ესკიზები

ფულის მუზეუმში არის ერთი ადგილი, რომლის გადაღების უფლება არ მომცეს. ეს არის სტენდი სადაც გამოფენილია ქართული საინვესტიციო და საკოლექციო მონეტები, ქართული ლარის ბანკნოტები და მონეტები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს ზოდები, ისტორიული მონეტების ასლები, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული – წიგნი „ფული საქართველოში“. ყველა მსურველს საშუალება ეძლევა იქვე, ადგილზე შეიძინოს ეს სიმდიდრე.

თუ ყვარელში ჩასვლას გადაწყვეტთ გირჩევთ Airbnb-ის მიმართეთ სადაც იაფ და კომფორტულ აპარტამენტებს იპოვნით. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-kvareli

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.


ბორჯომის საბაგირო გზა

$
0
0

საბაგირო გზა მინერალურ წყალთან ერთად ბორჯომის სიმბოლოა. 1970-იან წლებში აგებული “ბორჯომპარკი-პლატოს“ სახალხო-საბაგირო გზა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი აღდგენა მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა. საპროექტო და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ბატონ იური ნადირაძეს პროექტის შესახებ რამდენიმე დეტალის გახსენება ვთხოვე:

“2005 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით დაიწყო ბორჯომის ხეობის საკურორტო ზონის აღორძინება, რომელშიც გაითვალისწინეს გაძარცული და თითქმის ბოლომდე განადგურებული საბაგირო გზის “ბორჯომპარკი-პლატოს“ აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელიც წარმატებით განხორციელდა იმავე 2005 წლის ზაფხულში.

საბაგიროს ქვედა სართული

აღსანიშნავია, რომ აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად მთლიანად გამოიცვალა ბაგირები, ვაგონი, ამძრავი, დამჭიმი მოწყობილობები, შკივები, სიგნალიზაციის, დაცვისა და მართვის აპარატურა, ასევე მოხდა ზედა სადგურის კონსტრუქციული ნაწილის შეცვლა და არქიტექტურის აღდგენა. საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით, ელექტრონაწილი კი შოთა ნადირაძის მიერ. აღდგენა რეკონსრტუქციის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელეს ბორჯომის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა გია ტალახაძემ და რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ზაზა სარალიძემ.

ბორჯომის საბაგირო გზა

საბაგირო გზის ტექნიკური პარამეტრები

  1. საბაგირო გზის დანიშნულება – მგზავრთა გადაყვანა
  2. ტიპი – ორბაგირიანი, ერთხაზიანი, ქანქარისებრი
  3. მდებარეობა – დამჭიმი სადგური მდებარეობს ბორჯომპარკის ტერიტორიაზე, ხოლო ამძრავი სადგური ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე
  4. გზის დახრილი სიგრძე – 400 მეტრი
  5. სიმაღლეთა სხვაობა სადგურებს შორის – 112 მეტრი
  6. ვაგონი-25 კაციანი, ერთი გამყოლით, საპარაშუტე მოწყობილობით და მგზავრთა ევაკუაციის საშუალებებით
  7. ვაგონის გადაადგილების სიჩქარე – 3.2 მ/წმ
  8. ამძრავი-მუდმივი დენის, ტირისტორული მართვით
  9. ძირითადი ძრავის სიმძლავრე 75 კვტ
  10. გზის გამტარუნარიანობა ერთი მიმართულებით – 250 კაცი/საათში
  11. მგზავრობის დრო 3 წუთი
  12. მზიდი ბაგირი – 45 მმ
  13. გამწევი ბაგირი – 19.5 მმ”

ბორჯომი

თუ ბორჯომში დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ გირჩევთ Airbnb-ის მიმართეთ სადაც იაფ და კომფორტულ აპარტამენტებს იპოვნით. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებასაც მიიღებთ. სისტემა ამდენივე სამოგზაურო კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-borjomi-map

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

უფლისციხე

ბინის გაქირავების შედეგები

$
0
0

Airbnb-ზე ბინის უცხოელ ტურისტებზე გაქირავების შესახებ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?, ბევრი დაინტერესდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და შედეგების შეჯამების დროც დადგა. Airbnb-ს შესახებ პოსტიდან ბინის გასაქირავებლად დარეგისტრირებულთა დიდი რაოდენობიდან ამ ეტაპისთვის საბოლოო შედეგს 11-მა მიაღწია. (სკრინშოტებზე მათი ფოტოები და გვარები დაფარულია.)

airbnb-hosts-100-usd

ამ სურათზე ჩანს, რომ ბინის თითოეულმა პატრონმა (ჰოსტმა) ისეთ სტუმარს უმასპინძლა, რომელმაც მინიმუმ 100 დოლარი გადაიხადა. სწორედ ეს არის მთავარი პირობა ჩემი ბმულიდან “ეარბიენბიზე” რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრის მისაღებად. საჩუქარი კი ჰოსტისთვის (მასპინძლისთვის) 50 დოლარს შეადგენს, თუმცა თავად ტურისტების მასპინძლობით მიღებული ემოცია და ფინანსური სარგებელი გაცილებით მეტია. 🙂 თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ “ეარბიენბიზე” აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

ფინანსური სარგებელი

არ არის გამართლებული სხვის მოგება-წაგებაზე საუბარი, მაგრამ შეიძლება განვიხილოთ ის რაც საჯაროა, ყველასთვის ხილულია.

apartment-prices

მარტივი არითმეტიკით შეიძლება გამოვითვალოთ, ამ მომენტისთვის მოცემულ აპარტამენტს რა შემოსავალი ექნება სექტემბერში. პირველ შემთხვევაში ჯერჯერობით დაჯავშნულია 18 დღე და შესაბამისად შემოსავალი მინიმუმ 600 აშშ დოლარს შეადგენს. მაგრამ ის აუცილებლად გაიზრდება თავისუფალი დღეების დაჯავშნისთანავე. მეორე შემთხვევაშიც დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა. აქ დაკავებულია 17 დღე და მინიმალური შემოსავალი აქაც 600 აშშ დოლარს აღემატება.

apartment prices

რoგორც მიხვდით, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამ ბინების შემოსავალი 1000 დოლარის ფარგებშია. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სულაც არ არის განთავსებული თბილისის ტურისტულ ცენტრში. ჩემს მიერ მაგალითად მოტანილი პირველი აპარტამენტი საბურთალოზე მდებარეობს.

ასეთი ბინების “ეარბიენბიზე” გაქირავებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სიახლოვეს სატრანსპორტო კვანძებთან. მხოლოდ ტაქსის შეთავაზება საუკეთესო გამოსავალი არ არის. საჭიროა აპარტამენტს კავშირი ჰქონდეს მეტროსთან, ან ავტობუსის გაჩერებასთან. ტურისტების დიდი უმრავლესობა სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს მოგზაურობის დროს.

apartment-vake

მაგალითად ვაკეში, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ რაიონად ითვლება, ძალიან ჭირს უცხოელ ტურისტებზე დღიურად ბინის გაქირავება. მიუხედავად იმისა, რომ აპარტამენტს საუკეთესო შეფასებები აქვს, ჯერჯერობით მაინც არ მიუღია სექტემბრის თვის შეკვეთები. მიუხედავად ამისა, სწორი ფასისა და სწორი აღწერილობის მომზადების შემთხვევაში აპარტამენტის გაქირავება მაინც მომგებიანია. მითუმეტეს, რომ ტურისტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად მოთხოვნაც მზარდია.

თუ როგორ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი უძრავი ქონება Airbnb-ზე, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში: როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით? 

წარმატებას გისურვებთ!

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

$
0
0

კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა.

Yakovlev Yak-23

Yakovlev Yak-23 – მწარმოებელი საბჭოთა კავშირი 1947 წლიდან. უფრო კონკრეტულად კი თბილისის 31-ე ქარხანა (თბილავიამშენი).

Yakovlev Yak-23

თანმიმდევრობის დაცვა გამიჭირდება და ყველა ექსპონატსაც ვერ გაჩვენებთ, მაგრამ შევეცდები ძირითადი არ გამოვტოვო.

Bristol F.2B Fighter

ლეგენდარული ბრიტანული Bristol F.2B Fighter. მისი წარმოების დაწყება 1917 წლით თარიღდება. პოლონეთს 106 ცალი Bristol F.2B Fighter 1920 წელს შეუძენია, რომლებიც ექსპლოატაციაში იყო 1932 წლამდე.

Bristol F.2B Fighter

შემდეგია “ისკრა” – TS-11 Iskra bis B “Red 1”. ეს არის პოლონური საბრძოლო-სავარჯიშო თვითმფრინავი, რომლის წარმოება თარიღდება 1971 წლით. ტექნიკური მახასიათებლებიდან თვალში მომხვდა სიჩქარე – 720 კმ/სთ.

ისკრა

პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალები აღჭურვილი იყვნენ “ისკრას” რამდენიმე მოდიფიკაციის თვითმფრინავეით.

TS-11 Iskra bis B "Red 1"

Albatros C.I – 1920 წელს აგებული ამ საფრენი აპარატის (ნარჩენების) გადაღება ოდნავ გამიჭირდა რადგან მოთავსებული იყო ჩაბნელებულ და ვიწრო დერეფანში, თუმცა თვალსაჩინოებისთვის მაინც გამოდგება.

Albatros C.I

უამრავ ექსპონატს შორის ყველაზე მეტად სააბი მომეწონა. შვედური გამანადგურებელი SAAB J 35J Draken აგებულია 1958-60 წლებში.

SAAB J 35J Draken

ეს სილამაზე ანვითარებს 2125 კმ/სთ სიჩქარეს. თვითმფრინავების მშენებლობაში დაგროვილი ცოდნა და ტექნოლოგიები გამოყენებულია სააბის ავტომობილების შექმნისას.

SAAB J 35J Draken

კიდევ ერთი სააბი – SAAB AJSF 37 Viggen, რომელიც ანვითარებს 1185 კმ/სთ-ს. მისი წარმოების დასაწყისი 1970 წლით თარიღდება.

SAAB AJSF 37 Viggen

შვედურიდან ჩეხოსლოვაკიურზე გადავინაცვლოთ.

L-29 Delfín (Dolphin)

1961 წელს აგებული Aero L-29 Delfín (Dolphin), რომელმაც მაშინ მოსკოვში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა და საბჭოთა Yak-30 და პოლონური TS-11 Iskra დაჯაბნა.

Aero L-29 Delfin

ჩეხოსლოვაკიის ავიაციის შემდეგ მეზობელი გერამნიის საფრენ აპარატებსაც გადავხედოთ.

Amiot AAC.1 Toucan (Junkers Ju 52/3m g14e)

Amiot AAC.1 Toucan (Junkers Ju 52/3m g14e) – ამ თვითმფრინავმა “ომის” ფილმები და ჰიტლერი გამახსენა, არადა ფრანგების ხელიც ურევია მის წარმოებაში. 1932 წელს შექმნილი ეს მოდელი Junkers Ju 52 გამოყენებული იყო როგორც სამოქალქო, ასევე სამხედრო ავიაციაში.

Amiot AAC.1 Toucan (Junkers Ju 52/3m g14e)

გერმანიის შემდეგ საბჭოთა სამხედრო საავიაციო მრეწველობის პროდუქციასაც გადავხედოთ.

WSK Lim-1 / licenced MiG-15

საბჭოთა MiG-15 (მიქოიან-გურევიჩი) – ეს თვითმფრინავი აგებულია პოლონეთში, ამიტომ მუზეუმში გვხვდება – WSK Lim-1 სახელწოდებით. მისი ისტორია 1947 წლიდან იწყება.  საბჭოთა კავშირში MiG-15-ს ამზადებდა თბილისის 31-ე ქარხანა.

WSK Lim-2 / licenced MiG-15bis

MiG-15bis / WSK Lim-2-ის ცხვირის ნესტოები. MiG-15-ის ოდნავ გვიანი ვერსია, ის აგებულია 1949 წელს.  ანვითარებს 1075 კმ/სთ სიჩქარეს.

Mikoyan-Gurevich MiG-15UTI

ეს კი სუფთა საბჭოთა Mikoyan-Gurevich MiG-15UTI

WSK Lim-6MR

გამორჩეულცხვირიანი “მიგი” – WSK Lim-6MR

WSK Lim-6M

კიდევ ერთი “მიგი” არანაკლებ გამორჩეული ცხვირით – WSK Lim-6M

Mikoyan-Gurevich MiG-19PM

საბჭოთა Mikoyan-Gurevich MiG-19PM.

ამ და ზევით გამოფენილი სხვა “მიგების” ფრენის სიჩქარე მერყეობდა 1100 კმ/სთ-დან 1250 კმ/სთ-მდე. ახალ გადავედით უფრო მაღალ სიჩქარეებზე.

Mikoyan-Gurevich MiG-21F-13

Mikoyan-Gurevich MiG-21F-13 – მისი მაქსიმალური სიჩქარეა 2175 კმ/სთ. მისი წარმოება სათავეს იღებს 1960 წლიდან.

კრაკოვის მუზეუმში დაცულია თბილისის საავიაციო ქარხანაში შექმნილი კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი. მათ შორის არის MiG-21U, MiG-21UM და MiG-21US.

Mikoyan-Gurevich MiG-21US

Mikoyan-Gurevich MiG-21US

Mikoyan-Gurevich MiG-21UM

Mikoyan-Gurevich MiG-21UM

მიგებს კოლექცია სრულდება “ორკუდინი” GT ვერსიით, “გრანდტურიზმო” არ გეგონოთ 🙂

Mikoyan-Gurevich MiG-29GT (UB)

Mikoyan-Gurevich MiG-29GT (UB) მისი სერიული წარმოება საბჭოთა კავშირში დაიწყო 1982 წელს. თვითმფრინავი ანვითარებს 2400 კმ/სთ სიჩქარეს.

Mikoyan-Gurevich MiG-29GT (UB)

ავიაციის მუზეუმში გამოფენილია რამდენიმე “სუ”, მაგრამ არცერთია თბილისური წარმომავლობის.

Sukhoi Su-22M4

Sukhoi Su-22M4

მოიერიშე და გამანადგურებელ თვითმფრინავებს ენაცვლება სამხედრო ვერტმფრენები.

სამხედრო ვერტმფრენები

მათ მოსდევს სამოქალაქო ავიაცია.

Yakovlev Yak-40

1973 წელს აგებული საბჭოთა Yakovlev Yak-40

Ilyushin (VEB) IL-14S

1946 წლის საბჭოთა Ilyushin (VEB) IL-14S

ისევ სამხედრო თვითმფრინავები:

Hawker Siddeley Harrier GR.3

1971 წელს აგებული ამერიკული Hawker Siddeley Harrier GR.3

Dassault Mirage 5 BA

ფრანგული Dassault Mirage 5 BA – აგებულია 1970 წელს, ანვითარებს 2400 კმ/სთ.

Jaguar GR.1

ანგლო-ფრანგული SEPECAT Jaguar GR.1

Ling Temco Vought A-7P Corsair II

მარცხნივ ამერიკული Ling Temco Vought A-7P Corsair II

Yakovlev Yak-17UTI

საბჭოთა Yakovlev Yak-17 – 1947 წ.

Yakovlev Yak-11

და კიდევ ერთი “იაკი” – Yakovlev Yak-11

Zlín Z-50LA

ჩეხოსლოვაკური (ჩეხური) Zlín Z-50LA

Albatros B.IIa (L.30)

ეს კი 1913-14 წლების გერმანული Albatros B.IIa (L.30) მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 120 კმ/სთ.

და ბოლოს ლეგენდარული F  სერიის Lockheed F-104S ASA-M Starfighter

Lockheed F-104S ASA-M Starfighter

F-104S-ის წარმოება სათავეს იღებს 1950 წლიდან აშშ-ში. ის იყო სერიული წარმოების პირველი თვითმფრინავი, რომელიც ანვითარებდა 2000 კმ/სთ-ზე მაღალ სიჩქარეს (მაქსიმუმ 2330 კმ/სთ).

Lockheed F-104S ASA-M Starfighter

თვითმფრინავის კორპუსის ფორმებისა და აეროდინამიკის, ასევე მძლავრი ძრავის გამო მას რაკეტასაც კი ეძახდნენ.

Lockheed F-104S ASA-M Starfighter

ეს თვითმფრინავი დიდი ხნის მანძილზე იყო ნატოს წევრი ქვეყნების, თურქეთისა და იტალიის სამხედრო საჰაერო ძალების სიამაყე. სულ გამოშვებულია 2580 ერთეული F-104 და რომელთა ექსპლოატაციას ეწეოდა 14 ქვეყანა.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

თუ კრაკოვში მოგზაურობას და ავიაციის მუზეუმის მონახულებას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგჭირდებათ დაბალბიუჯეტიანი სასტუმროს დაჯავშნა. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავსს- საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

hotelscombined-krakow

ან შეგიძლიათ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ აპარტამენტი 20 დოლარიანი ფასდაკლებით.

airbnb-krakow

როგორ დავუკავშირდეთ Airbnb-ს ტელეფონით

$
0
0

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, როგორც მოგზაურებს, ასევე აპარტამენტის მესაკუთრეებს, თუ როგორ დავუკავშირდეთ Airbnb-ს ტელეფონით. Airbnb-ს დახმარების სამსახურთან ვებსაიტზე არსებული უკუკავშირის ფორმებით დაკავშირება საკმაოდ ჩახლართულია და არაოპერატიული.

იმის შესახებ თუ რა არის “ეარბიენბი”, როგორ უნდა დაჯავშნოთ მისი მეშვეობით იაფი და კომფორტული ბინები საზღვარგარეთ თუ საქართველოში, მიიღოთ 20 დოლარიანი ფასდაკლება და ასევე თქვენც შეძლოთ ბინის გაქირავება და გამდიდრება აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

airbnb phones

Airbnb-ს დახმარების სამსახურთან მეტნაკლებად ოპერატიული დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუკგვერდის მეშვეობით. მაგრამ, მაგალითად თუ არ გაქვთ ინტერნეტი: საზღვარგარეთ დაჯავშნულ აპარტამენტში დაბინავებისას ბინა არ მოგეწონათ და გინდათ ჯავშნის გაუქმება და ფულის უკან დაბრუნება, “ეარბიენბისთან” ტელეფონით კავშირის ჰაერივით აუცილებელია. ზოგიერთი ტელეფონი უფასოა, ზოგიც კი ბიუჯეტური. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სათაო ოფისს აშშ-ში. რუსულენოვანი მოგზაურებისთვის მოსახერხებელი იქნება რუსეთის ოფისთან ტელეფონით დაკავშირება.

  •  Airbnb რუსეთი + 7 495 380 35 15; მოსკოვი + 7 495 465 80 90
  • უფასო ნომერი 8 800 301 71 04
  • ამერიკის შეერთებული შტატები + 1-415-800-5959 (უფასოა), ან + 1-855-424-7262 (უფასოა)
  • ავსტრალია +61 2 8520 3333
  • ავსტრია +43 (0) 72 08 83, 800
  • არგენტინა +54 11 53 52 78 88
  • ბრაზილია +55 21 3958-5800
  • გაერთიანებული სამეფო +44 203 318 1111
  • გერმანია +49 30 30 80 83 80 ან +49 (0) 40609464444
  • ჰონგ კონგი +852 5808 8888
  • საბერძნეთი +30 211 1989888
  • დანია +45 89 88 20 00
  • ისრაელის +972 3 939 9977
  • ირლანდია +353 1 697 1831
  • ესპანეთი +34 91 123 45 67
  • იტალია + 39-06-99 36 6533
  • ჩინეთი +86 10 5904 5310 ან 400 890 0309 (ფასი ჩინეთის შიდა ტარიფების მიხედვით)
  • მექსიკა +52 55 41 70 43 33
  • ნიდერლანდები +31 (0) 20 52 22 333
  • ახალი ზელანდია +64 4 4880 888
  • ნორვეგია +47 21 61 16 88
  • პერუ +51 1 7089777
  • პოლონეთი +48 22 30 72 000
  • პორტუგალია +351 30 880 3888
  • პუერტორიკო +1 787 919-0880
  • რუსეთი +7 495 465 80 90
  • საფრანგეთი +33 (0) 1 84 88 40 00
  • ჩილე +56 229 380 777
  • შვეიცარიაში +41 43 50 84 900
  • შვედეთი +46 844 68 12 34
  • სამხრეთ კორეა +82 2 6022 2499 ან +82 808 220 230 (უფასო)
  • იაპონია +81 3 4580 0999 და +81 800 100 1008 (უფასოა)

ტრადიციული დაბინავების მსურველებმა სასტუმროები ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

$
0
0

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით.

“ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ამ ავიაკომპანიის რეისებით. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.

ვიზეარის ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულება რეისის დღეები დაწყების თარიღი ფასები***
სოფია სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ლარნაკა სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ბერლინი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 24.99 ევრო
დორტმუნდი ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მილანი მალპენსა ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მემინგენი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 19.99 ევრო
სალონიკი სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 14.99 ევრო

Wizzair in Kutaisi

განრიგი არ არის საბოლოო და ფრენების სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება

სალონიკი – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში 3-ჯერ იფრენს. არსებულ დღეებს ემატება ოთხშაბათის ფრენა. გასათვალისწინებელია, რომ 1 ნოემბრიდან საღამოს ფრენა შეიცვლება დილის ფრენით, 05:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

ლარნაკა (კვიპროსი) – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება მესამე (ხუთშაბათის) რეისი. ფრენები არ შედგება 24 და 31 დეკემბერს. 1 ნოემბრიდან იცვლება განრიგიც – 12:30 ნაცვლად ფრენა განხორციელდება, 18:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

სოფია – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში სამი რეისი განხორციელდება. არსებულ განრიგს ემატება ხუთშაბათის ფრენა (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი); ამასთანავე, 1 ნოემბრიდან დილის ფრენა შეიცვლება შუადღის ფრენით 12:35 სთ-ზე ქუთაისიდან;

ვარშავა – 1 ნოემბრიდან მხოლოდ 1 რეისი განხორციელდება შაბათობით, დილის 06:40 სთ-ზე ქუთაისიდან (1 ნოემბრამდე იფრენს ოთხშაბათს და კვირას); 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება სამშაბათის რეისიც, რომელიც ისევ განახლდება 28 მარტიდან და რეისები განხორციელდება სამშაბათობით და შაბათობით, ოღონდ უკვე საღამოს საათებში, 21:55 სთ-ზე; 20 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დაემატება ხუთშაბათის ფრენაცმ 3 რეისი კვირაში, 21:55 სთ-ზე ქუთაისიდან;

კატოვიცე – ზამთრის პერიოდში, 1 ნოემბრიდან მარტის ბოლომდე არ იფრენს. 26 მარტიდან რეისები აღდგება განახლებული განრიგით ოთხშაბათს და კვირას (ნაცვლად სამშაბათისა და შაბათისა)  – 04:25 სთ-ზე ქუთაისიდან.

***ცვლილებები მოსალოდნელია მომავალშიც.

Wizzair

თუ როგორ უნდა შეიძინოთ და ისარგებლოთ “ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაბილეთებით აღწერილი მაქვს პოსტში სათაურით: სად “გვატყუებს” WizzAir-ი

იაფი ავიაბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

როგორ მოვხვდი ლვოვში

$
0
0

ბევრი მეკითხება, რა გინდოდა ლვოვში, რატომ გადაწყვიტეო? ამის შესახებ ცალკე პოსტს მოვამზადებ, მანამდე კი აღვწერ იმ მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ლვოვში მოვხვდი.

ლვოვი, ბაზრის მოედანი

ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი ხნია მინდა უკრაინის რამდენიმე ქალაქის მონახულება, მათ შორის პირველ ადგილზე იყო ლვოვი. მაგრამ ავიარეისების “სიძვირის” გამო სურვილი სურვილად რჩებოდა. რამდენჯერმე განვიხილე კატოვიცედან, სადაც ქუთაისიდან დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, დასავლეთ უკრაინის ქალაქებში მოხვედრის ვარიანტი. ბოლო დრომდე არაფერი გამოვიდა, რადგან პოლონეთ-უკრაინის მარშრუტზე გაურკვეველი წარმომავლობის საავტობუსო კომპანიები ოპერირებდნენ.

Leo Express bus

ყველაფერი კრაკოვში და კრინიცაში გამგზავრებამდე 2 თვით ადრე შეიცვალა. ჩეხური სატრანსპორტო კომპანია Leo Express-ისგან სარეკლამო მეილი მივიღე სადაც ამ იაფი და ძალიან კომფორტული კომპანიის ახალ მიმართულებებზე იყო საუბარი.

leo-express-lviv

უმალვე ეს 12.9 ევროიანი ბილეთი ავირჩიე (ლეოექსპრესს ხშირად აქვს ფასდაკლების აქციები). ჩემს შემთხვევაში მგზავრობა კრაკოვიდან იწყებოდა, ამიტომ ბილეთი 1-2 ევროთი კიდევ უფრო იაფი გამოვიდა.

აქვე დავთვალოთ: ქუთაისი-კატოვიცე (თვითმფრინავი) – 40 ევრო; კატოვიცე-კრაკოვი (მიკროავტობუსი) – 10.5 ევრო; კრაკოვი-ლვოვი – 11.1 ევრო. საერთო ჯამში ერთი გზა გამოვიდა: 61.6 ევრო. ამ ფასად საქართველოდან უკრაინაში, მითუმეტეს ლვოვში ჩასვლა ნაკლებად რეალისტურია. უკრაინის საერთასორისო ავიახაზები მინიმუმ პლუს 100 ევროს მოითხოვს. თუ კატოვიცეს აეროპორტის გავლით მხოლოდ ლვოვში წასლას გადაწყვეტთ, კრაკოვამდე ტრანსპორტირების 10 ევროსაც დაზოგავთ. ხოლო, თუ სამოგზაურო მარშრუტში, ჩემს მსგავსად კრაკოვს ჩართავთ, ბევრ საინტერესო ადგილსაც მოინახულებთ.

მოკლედ, ლვოვისკენ გზა დავიწყე კრაკოვის ავტოსადგურიდან, რომელიც “გალერეა კრაკოვსკას” უკანა მხარეს მდებარეობს და ინტეგრირებულია, როგორც ამ სავაჭრო ცენტრთან ასევე რკინიგზის სადგურთან.

კრაკოვის ავტოსადგური ღამით

რეისი ღამის 01:30-ზე იყო და ავტოსადგურის შენობა დახურული დამხვდა, თუმცა ღამით უამრავი რეისი სრულდება. არც რომელიმე ტაბლოზე იყო ინფორმაცია კრაკოვი-ლვოვის რეისის შესახებ. ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ ავტოსადგურის დაცვამ დამაიმედა, აქ შემოდის თავის დროზეო. ვფიქრობ, ახალდანიშნული რეისის გამო ყველა ტექნიკური დეტალი მოგვარებული არ აქვთ. მართლაც, გასვლამდე 15 წუთით ადრე “ლეოექსპრესის” ახალი, შავი, დიდი ავტობუსი შემოვიდა.

Leo Express Bus - SETRA

Setra-ს მარკის ამ უახლეს ავტობუსში ყველანაირი კომფორტია შექმნილი ხანგრძლივი მგზავრობისთვის. მიუხედავად ამისა გირჩევთ დაჯავშნის დროს აირჩიეთ ადგილები პირველ სამ რიგში. იქ მანძილი სავარძლებს შორის ორჯერ დიდია ვიდრე ჩვეულებრივ რიგში. სივიწროვე არც სხვაგანაა, მაგრამ დიდი სივრცე უფრო კარგია 🙂

მანძილი სავარძლებს შორის

ავტობუსს ემსახურება ორი მძღოლი და ერთი გამცილებელი. ეს უკანასკნელი მგზავრებს აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სთავაზობს მენიუს… ჩაი, ყავა, ნამცხვარი და სხვა სასუსნავი ფასიანია, წყალი უფასო.

ავტობუსში

ავტობუსი 325 კილომეტრის (ეს მანძილი კრაკოვიდან ლვოვამდე) დაფარვას დაახლოებით 6 საათს ანდომებს. აქედან დაახლოებით დროის მესამედი პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გავლის სჭირდება.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარი

თუ არ ჩავთვლით რიგში დგომისას დაკარგულ დროს, საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ, ზედმეტი კითხვებისა და შეწუხების გარეშე ხდება, როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე უკრაინიდან პოლონეთისკენ.

უკრაინაში მოხვედრისთანავე ბუნება და ადგილობრივი არქიტექტურა გაგრძნობინებს, რომ პოლონეთის მსგავს, მაგრამ უფრო ნაკლებადგანვითარებულ, ღარიბ სივრცეში აღმოჩნდი. საზღვრიდან ლვოვამდე 70 კილომეტრია, რომლის გავლის შემდეგ, თავდაპირველად, ლეოექსპრესი ლვოვის ავტოსადგურში ჩერდება.

ლეოექსპრესი ლვოვში

აქედან ქალაქის ცენტრამდე დადის ავტობუსი 3A, რომლის ბილეთი 3 ჰრივნა (დაახლოებით 28 თეთრი) ღირს, მისი შეძენა შეგიძლიათ მძღოლთან. თუ არ იჩქარებთ და ლეოექსპრესს რკინიგზის სადგურამდე გაჰყვებით, ქალქის ცენტრს უფრო მიუახლოვდებით. აქედან “ბაზრის მოედნამდე” (ლვოვის ცენტრალური მოედანი) ტრამვაით მგზავრობა 2 ჰრივნა (18 თეთრი) დაგიჯდებათ. თან იმ ადგილსაც შეათვალიერებთ საიდანაც უკან გამგზავრება მოგიწევთ. ეს ავტოსადგურიდანაც არის შესაძლებელი, მაგრამ თუ მგზავრობა ღამით მოგიწევთ ტაქსიზე 30 ჰრივნას დაზოგავთ (2.8 ლარი). ღამით ცენტროდან ვაგზლამდე ტაქსით მგზავრობა, რომელიც წინასწარ გამოვიძახეთ 44 ჰრივნა დაჯდა.

თუ რატომ ღირს თავის ასე შეწუხება, ანუ ლვოვის მონახულება, ამის შესახებ შემდგომ პოსტებში….

ლვოვში ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველებს აუცილებლად დასჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

ლვოვი აპარტამენტები

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

კრაკოვი-ლვოვის დამაკავშირებელი მაგისტრალის რუკა


აპარტამენტები ლვოვში

$
0
0

ბიუჯეტური მოგზაურობისას დაბალფასიანი მარშრუტით მგზავრობის გარდა აუცილებელია იაფი, მაგრამ კომფორტული საცხოვრებლის მოძებნა. ლვოვის შემთხვევაში ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იქაური ფასები ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი გამოიყურება დანარჩენ ევროპასთან შედარებით. მაგალითად Airbnb-ის მეშვეობით 18 დოლარად თქვენ დაჯავშნით ორადგილიან მშვენიერ აპარტამენტს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.

ლვოვი აპარტამენტები

ჩემს შემთხვევაში 18 დოლარიანის დაჯავშნა ვერ მოხერხდა, განა იმიტომ რომ დაკავებული იყო, არამედ მე მსურდა “ეარბიენბის” სამოგზაურო კრედიტის გამოყენება, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება თუ ბინის დაქირავებისას მინიმუმ 75 დოლარს დახარჯავთ. მე კი ლვოვში 3 ღამით ვრჩებოდი და 3-ჯერ 18 კრედიტის ათვისების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ ავირჩიე 30 დოლარიანი აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს “ბაზრის მოედანზე”, ლვოვის ცენტრალურ, ისტორიულ მოედანზე.

ლვოვი, ბაზრის მოედანი

ამ მოედანზე, ღია რესტორნების, კაფე-ბარებისა და სავაჭრო დახლების შუაგულში აღმართულია ლვოვის რადას (საკრებულო) ისტორიული შენობა, ფოტოზე მარცხენა მხარეს კი ჩემ მიერ დაქირავებული ბინის სადარბაზოს კარია. შეუძლებელია ამაზე უკეთესი ადგილის შერჩევა ქალაქის სულის შესაგრძნობად.

სადარბაზო

აი ასეთი სადარბაზოდან, რომელიც ძალიან წააგავს სოლოლაკის შენობების სადარბაზოებს, მოვხვდი ახალგარემონტებულ, სუფთა და კომფორტულ აპარტამენტში სახელწოდებით, Rynok Square top location apartment.

აპარტამენტი ლვოვში აპარტამენტი Rynok Square top location apartment

მთავარი ოთახისგან სამზარეულო გამოყოფილია ბარით, ხოლო თეთრ კარადებში ჩაშენებულია მაცივარი, ელექტროქურა, მიკროტალღოვანი ღუმელი, თაროები ჯამ-ჭურჭლით…

კალენდარი 92ea9de3-dfde-4246-9bb6-dfe7a8b086ee ბარი

აბაზანა-ტუალეტი

da105116-3ee4-4bb5-9845-b4ed490194e5 აბაზანა

ბუნებრივია აპარტამენტში არის ინტერნეტი -Wi-Fi და ტელევიზორი, ფანჯრებიდან კი ლვოვის კოლორიტული ეზოებისა და სახურავების ხედები მოსჩანს.

img_0829-1 img_0817-1 img_0823-1 img_0834-1

ამ სტუდიური ტიპის ბინის მფლობელია Olesya, ის კიდევ რამდენიმე მსგავს და უფრო იაფ აპარტამენტს აქირავებს. თუ რომელიმე ბინის დაჯავშნამდე “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-invitation

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თბილისობა 2016

$
0
0

tbilisoba-2016

„თბილისობა 2016“ დედაქალაქში 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული    წელს  განსაკუთრებით  მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები,   კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და  სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს შეეძლება  მისთვის საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება.

რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცევა. „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები.

ღონისძიებების ეპიცენტრია „ახალი ტფილისი“, სადაც „თბილისობაზე“ დასწრების მსურველებსა და, განსაკუთრებით ხელოვნების მოყვარულებს, სანახაობრივად დატვირთული   კულტურული პროგრამა –  მუსიკალური და ლიტერატურული წარმოდგენები, ასევე სხვადასხვა გამოფენა ელოდებათ.

თბილისობის დღესასწაული, 15 ოქტომბერს, ლეღვთახევში,  მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის  პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნება და  16 ოქტომბერს  მეიდანზე,  ქართველი შემსრულებელების მონაწილეობით გამართული გალაკონცერტით „ჩემო თბილის ქალაქო“ დასრულდება.

„თბილისობის“ დღესასწაულისთვის ტრადიციული ღონისძიება – „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონიალი 15 ოქტომბერს, ილიას ბაღში გაიმართება.

15 ოქტომბერს, 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 – 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე  და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად და, ასევე,  სხვადასხვა კულინარიული გამოფენა  გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი „Georgian Brass”, 12:00 – 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება – საბავშვო ქალაქი – მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია – დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 – 00:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია „ხვალ“.

12:00 – 15:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე. ასევე 15:00 – 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი , ხოლო 16:00 – 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.

15:00 – 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან – ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

16:00 – 17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის” გახსნა, ხოლო 17:00 – 18:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი” არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.

”ახალ ტფილისში 17:00 – 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 – 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი”, ჯგუფი „ფრანი” და ჯგუფი „LoudSpeakers” მიიღებენ მონაწილეობას.

19:00 – 21:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი – ჯგუფი „Young Georgian Lolitas”

19:30 – 21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016″ გაიმართება.

20:00 – 22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო – „წვიმა”.

 

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, 12:00 -19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 – 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 – 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან  და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გაყიდვა და  სხვადასხვა კულინარიული გამოფენა  გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე, მეტეხის ხიდთან გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ“;

12:00 – 19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 – 19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 – 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი”, ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება”, ანსამბლი „თბილისური კვარტეტი” , ჯგუფი „გიო + ” ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird” და ჯგუფი „Goofyland”.

15:30 – 17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images .

18:00 – 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016″ – ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 – 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 – 20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ – დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 – 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 – 22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო” გაიმართება , ხოლო 21:00 – 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო” ჩატარდება.

23:00 – 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე „ახალ ტფილისში“ DJ GACHA იზრუნებს.

პოლონური ღვინის ტურიზმი

$
0
0

აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენაო – იტყოდა კახელი კაცი. მართლაც, რამ მოიყვანა ვენახი პოლონეთის მთიან და ცივ მხარეში, იქ სადაც ძირითადად ქლიავის მოსავალი მოდის?

ვენახები პოლონეთში

სოფელ პოლომ მალიში, (Połom Mały) რომელიც მდებარეობს ივკოვას რაიონში, კრაკოვიდან კრინიცაში მიმავალი გზის შუაში,  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ოჯახის შექმნის შემდეგ ღვინის ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა.

კამინსკების ოჯახი

“ვინიცა ნოვიზნე” (Winnica Nowizny), რომელიც აერთიანებს ვენახებს, მარანს, სასტუმრო სახლს რესტორნით, საბავშვო ატრაქციონებს, ასევე ირმების ფერმას, ბოგუსლავ კამინსკიმ ცოლთან – ურსულასთან, ვაჟიშვილთან და ორ ქალიშვილთან ერთად გააშენა.

ამ ახალგაზრდა კაცმა, მას შემდეგ რაც თავის სოფელში ღვინის ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა, დაიწყო ვენახის ისეთი ჯიშების მოძიება, რომლებიც -30 გრადუსიან ყინვას გაუძლებდნენ. ასე მოხვდა ამ მხარეში ევროპულ-ამერიკული ჰიბრიდული “რეგენტი”; უნგრული “ბიანკა”, რომელსაც -25 გრადუსიანი ყინვაც ვერას აკლებს; -30 გრადუსის გამძლე “სვენსონ რედი”; ასევე, “ოდესური მუსკატი” და სხვა.

ოდესური მუსკატი

ვენხის თავში მარანია მოწყობილი, რომელიც ჯერჯერობით უფრო მეტად სადეგუსტაციო დარბაზის მოვალეობას ასრულებს.

პოლონური მარანი

ბოგუსლავ კამინსკიმ მარნის წარმოშობის ისტორია მოგვიყვა, ძველი მარნის ნარჩენები გვაჩვენა და შემდეგ ღვინო გაგვასინჯა.

ბოგუსლავ კამინსკი

მცირე ვენახის გამო ბოგუსლავის ღვინის მარაგი 300 ლიტრს არ აღემატება. ის ამ რაოდენობის ღვინოს მინის ჭურჭელში ამზადებს და ბოთლებში ასხამს სტუმრად მისული ტურისტების გასამასპინძლებლად. გეგმაში აქვს ვენახის რაოდენობის გაზრდა და ღვინის დასაყენებლად რკინის კასრების შეძენა.

პოლონური ღვინო

ღვინო საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესო აღმოჩნდა, მარანში შეკრებილი 15 სტუმარი საგრძნობლად აახმაურა და გაახალისა. დეგუსტაციის შემდეგ გვასადილეს და ოჯახური რეცეპტით მომზადებული ტრადიციული კერძით, სუპით გაგვიმასპინძლდნენ. დესერტად შებოლილი ქლიავის კომპოტი შემოგვთავაზეს. თურმე, ამ მხარეში შებოლილი ქლიავის რეალიზაციის ლიცენზია მხოლოდ ერთ ფერმერს ჰქონია, მხოლოდ მას მოუხერხებია ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. სხვები თურმე ჩუმად ცდილობენ ერთმანეთში ქლიავის ოპერაციების ჩატარებასა და დიდი მოსავლიდან რაიმე სახის სარგებლის მიღებას.

ვინიცა ნოვიზნე

ამ ტერასადან ულამაზესი ხედები იშლება, რომელიც ძალიან წააგავს ქვემო იმერეთს, აქაური ყველი კი შებოლილ სულგუნს მოგაგონებთ. ევროკავშირში შესვლისას ყველის ამ სახეობას დიდი საფრთხე დამუქრებია, რადგან ბრიუსელის ფიტო-სანიტარულ, თუ სხვა სახის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ხანგრძლივი დავისა და გარჩევების შემდეგ შებოლილი ყველი რეგიონულ პროდუქტად გამოაცხადეს და მისი წარმოება-გავრცელების არეალი პოლონეთის ამ მხარეთი შემოსაზღვრეს.

ვენახები პოლონეთში

კიდევ ერთი კადრი მარნის თავზე, ეზოს განაპირას მოწყობილი ტერასადან. ვენახის ბოლოში ირმები სეირნობენ.

ირმები ვენახის ბოლოს

ირმები

ირემი

კიდევ რამდენიმე დეტალი აგროტურისტული ინფრასტრუქტურიდან. იმისთვის, რომ შაბათ-კვირას აქაურმა ოჯახებმა ბავშვებთან ერთად “ვინიცას” მიაკითხონ, უფროსებმა ღვინო შეუკვეთონ, ხოლო ბავშვებმა არ მოიწყინონ ეზოში მოწყობილია ატრაქციონების პარკი.

ატრაქციონი img_1709 img_1714

“ვინიცა ნოვიზნეს” აგროტურისტულ ფერმაში დასვენებისა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ ღამის გათევაც შეიძლება. ბოგუსლავმა დაიჩივლა ბავშვების წამოზრდის შემდეგ ოთახების რაოდენობა აღარ გვყოფნისო და ისიც დასძინა სასტუმროს აუცილებლად გავაფართოვებო.

ვინიცა ნოვიზნი

… და ბოლოს 2 საათიანი ტურის დასასრულს ჯანჯაფილის (ჯინჯერის) არყით გაგვიმასპინძლდნენ, გემრიელი იყო და ძალიან წააგავდა ჩეხურ “ბეჰეროვკას”.

თუ კრაკოვში და კრინიცაში მოგზაურობას და პოლონური ღვინის შესწავლას გადაწყვეტთ იაფფასიანი სასტუმრო სახლების მოძიებაში დაგეხმარებათ Airbnb.

პოლონური სოფელი

ამ პოსტის მომზადება შესაძლებელი გახდა კრინიცის “ეკონომიკური ფორუმის” რეკრიაციული ღონისძიებების ფარგლებში.

როგორ მოვხვდი სანტორინიზე

$
0
0

დიდი ხანია მცირე ბიუჯეტით მოგზაურობის შესაძლებლობა ვირწმუნე, მაგრამ კაპიკებად თუ სანტორინიზე მოხვედრას შევძლებდი არ მეგონა.

სანტორინი

ამ სილამაზის ნახვა უზარმაზარ ბიუჯეტს მოითხოვდა მანამდე სანამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენას დაიწყებდა ავიაკომპანია WizzAir. სანტორინიზე მოგზაურობა არც ახლაა იაფი სიამოვნება, მაგრამ დანახარჯების შემცირება ერთი-ორად შეიძლება.

სანტორინი

მოგზაურობის ორგანიზება იწყება ავიაბილეთების შეძენით. ქუთაისიდან სალონიკამდე ფრენა 10 ევრო ღიეს, უფრო ზუსტად 25 ლარი.

kutaisi-thessaloniki-25-lari

სალონიკის აეროპორტში 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ Ryanair-ის თვითმფრინავით 45 წუთში საბერძნეთის დედაქალაქში ათენში მოხვდებით. ეს ბილეთიც წინასწარ უნდა შეიძინოთ, ფასი 15 ევროდან იწყება.

thessaloniki-athens-15-euro

ამდენივე ღირს ათენიდან სანტორინის კუნძულზე გადაფრენაც.ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია.

athens-santorini-15-euro

მოკლედ 40 ევროსა და დაახლოებით 5 საათიანი ფრენის შემდეგ სანტორინის ულამაზეს კუნძულს ესტუმრებით. კუნძულზე გადაადგილებისთვის ვამჯობინე ავტომობილის დაქირავება. ერთი დღე მინიმუმ 19 ევრო. ავტობუსით 4 ადამიანის მზავრობა დაახლოებით ამდენივე ჯდება, თანაც მხოლოდ აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან. ამიტომ ავტომობილის დაქირავება უალტერნატივოა. მე KIA Picanto შევარჩიე, მაგრამ იმავე კლასის Skoda Citigo დამახვედრეს. დიდი ფარჩაკი ავტომობილია, ჩემი Nissan March მერსედესია ამასთან შედარებით.

24316-1469814384-skoda-obnovila-sitikar-citigo

მაგრამ მაინც საუკეთესო საშუალებაა სანტორინიზე მოგზაურობისთვის. თავისუფლად იტევს 4 ადამიანს და მათ ხელბარგს, მოიხმარს მცირე რაოდენობის ბენზინს და მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში გადაადგილებისთვის.

სანტორინიზე მოგზაურობის მთავარი საბიუჯეტო გამოწვევა სასტუმრო ან აპარტამენტია. ძალიან ძვირი ღირს განსაკუთრებით სეზონზე, ზაფხულში დაბინავება. სეზონის დასრულების შემდეგ ბინები იაფდება, მაგრამ მაინც…

Villa Fegari, Thea apartment

აპარტამენტი რომელიც მე Airbnb-ზე დავჯავშნი ახლა 1 დღით ღირს 132 აშშ დოლარი. მაგრამ “ეარბიენბიზე” ტრეველკრედიტების დაგროვების შედეგად ამ ულამაზეს 4 ადგილიან აპარტამენტში $0 გადავიხადე.

apt-price

თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Airbnb-ზე და მიიღოთ მისი კრედიტები, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

თუ თქვენ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: hotelscombined.com

პოსტები სანტორინის შესახებ, შემდგომ დღეებში იქნება 🙂

santorini

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას

$
0
0

img_20161104_124459

მოგზაურობისას გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვარჩევ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა და უფრო იაფიც ჯდება, მაგრამ არა ყოველთვის.

სანტორინი

კუნძულ სანტორინიზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი, ბევრი დრო იკარგება და თანაც ძვირი ჯდება. ერთი გზა საშუალოდ 1.5 ევრო ღირს, 4 ადამიანისთვის საკმაოდ დიდი დანახარჯი გამოდის, ამიტომ ავტომობილის დაქირავება გადავწყვიტე.

Skoda Citigo

არჩევანი ყველაზე იაფ და ეკონომიურ ვარიანტზე შევარჩიე, KIA Picanto და Skoda Citigo დღეში 19 ევრო ღირს სტანდარტულ დაზღვევასთან ერთად. სამწუხაროდ “კია” დაკავებული აღმონდა და მე “შკოდა” შემხვდა. ზომით და სიმძლავრით თითქმის ერთნაირი ავტომობილებია, მაგრამ “კიას” სალონი უფრო კომფორტული ჩანს და არა მხოლოდ სალონი.

img_20161103_104931

Skoda Citigo აღჭურვილია 3 ცილინდრიანი 1 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რაც საწვავის ეკონომიურობის თვალსაზრისით კარგი შედეგის მომტანია და მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებასაც იძლევა. წარწერა მოტორთან Volkswagen Group მანქანის მიმართ ნდობას ერთიორად ზრდის, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

img_20161103_080846

საჭესთან თავისუფლად მოთავსების შემდეგ მთავარი სირთულე გასაღების გადატრიალებაა, ბოლო ეტაპზე ძლა თუ არ დაატანე არაფერი გამოვა, თან ისეთი მოუხერხებელი კუთხე აქვს, რომ განსაკუთრებულად უნდა მოინდომო. ავტომობილი აღჭურვილია გადაცემათა ავტომატური კოლოფით, ე.წ. ტიპტრონიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარეთა გადაცემის ცვლილება ხდება როგორც ავტომატურ რეჟიმში, ასევე მექანიკურადაც. ჩემი აზრით მთავარი პრობლემაც ეს არის. მანქანას ადგილიდან დაძვრა უჭირს და უკან დაგორებას ცდილობს, მაშინ როდესაც როგორც წესი ეს “ავტომატიკას” არ ახასიათებს. აქსელატორზე (გაზზე) საგრძნობლად ფეხის დაჭერისა და პარკინგიდან გამოსვლის შემდეგ ავტომობილი ცდილობს გადაცემის შეცვლას პირველიდან მეორეში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს უხილავი ხელი თუ ფეხი ამუხრუჭებს და ეს პროცესი 1 წამზე მეტხანს გრძელდება. ეს შეფერხება ნაკლებად დაგრძნობია მეოთხე და მეხუთე გადაცემაზე, მაგრამ პირველი, მეორე და მესამე არასასიამოვნო ემოციებს აღძრავს. განსაკუთრებით უსიამოვნოა აღმართი, როდესაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი მეორედან პირველში გადართვას ცდილობს, ამ დროს ავტომობილი თითქმის მთლიანად ჩერდება და შეიძლება უკან დაგორდეს კიდეც. შემდეგ პირველი ჩაირთვება და იწყება ბუქსაობა მშრალ და მოასფალტებულ გზაზე, წარმომიდგენია რა მოხდება წვიმის ან თოვლის დროს.

Skoda Citigo არის 2010 წლის შემდეგ შექმნილი ავტომობილი, თუმცა მას ბევრად სჯობნის 2000 წლის, თითქმის იმავე კლასის Nissan March (Micra), აღარაფერს ვამბობ ახალ მოდელებზე. “შკოდასთან” შედარებით 1998 წელს გამოშვებული სამცილინდრიანი, 1 ლიტრიანი Daihatsu Sirion-იც კი უკეთესი სამართავია.

img_20161104_161948_1

მიუხედავად ამისა, ავტომობილმა მაინც კარგად შეასრულა დაკისრებული მისია – ეკონომია. 2 დღე დაქირავება 38 ევრო, პლუს 2 დღე კუნძულზე წინ და უკან ხეტიალის დროს დახარჯული ბენზინი, დაახლოებით 4.5 ლიტრი, რაც 8.1 ევროს ტოლია. საბარგულში მშვენივრად მოთავსდა ერთი დიდი ჩემოდანი და სამი ზურგჩანთა, ხოლო სალონში მთელი ოჯახი (4 ადამიანი).

Viewing all 117 articles
Browse latest View live